არც გოლი გაუტანია, არც საგოლე პასი გაუკეთებია, მისმა გუნდმა სულაც 0:3 წააგო, მაგრამ დღის ერთ-ერთი გმირი დევიდ ბრუქსი გახდა. ბორნმუთის ფეხბურთელია, 25 წლის უელსელი. ასტონ ვილასთან შეცვლაზე შევიდა დიდი აპლოდისმენტების თანხლებით. საქმე ისაა, რომ ბრუქსმა სიმსივნეს სძლია. 2021 წლის ოქტომბერში დაუდგინეს ჰოჯკინის ლომფომის სიმსივნის მეორე სტადია. ბორნმუთმა კონტრაქტი გაუგრძელა ბრუქსს. და აი, ბრუქსმა დაამარცხა ავადმყოფობა… Continue reading ბრუქსი – სიმსივნე 531:0
Tag: პრემიერლიგა
მაკ ალისტერი: მესი პრემიერლიგაში? ჩემი აზრით…
ალექსის მაკალისტერის თქმით, არგენტინის მსოფლიო ჩემპიონობისთვის მადლობა ლეო მესის ეკუთვნის: “არგენტინაში, ყველა ჩვენგანი მისით ვამაყობთ და მადლობლები ვართ, რადგან ვიცით, რომ მსოფლიო ჩემპიონობა მან მოგვიტანა. მესის რომ პრემიერლიგაში ეთამაშა, საუკეთესო იქნებოდა, ამაზე დავაც არ ღირს. არ ვფიქრობ, რომ ეს მისთვის რთული გამოწვევა იქნებოდა. მსოფლიო ჩემპიონატზე ასე ითამაშა და პრემიერლიგა გუჭირდებოდა?!” – თქვა მაკ ალისტერმა.
“ინგლისში ფეხბურთი სპორტია, იტალიაში კი…”
ანტონიო კონტემ საინტერესოდ შეადარა საფეხბურთო სიგიჟეები ინგლისსა და იტალიაში. ტოტენჰემის მწვრთნელმა კონტემ ამის შესახებ მილანთან ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩის წინ ისაუბრა… „ვფიქრობ, ინგლისსა და იტალიაში სხვადასხვა ზეწოლაა. იტალიაში ფეხბურთზე ლაპარაკობ ორშაბათიდან კვირამდე. იწყებ შეგუებას, რომ წნეხში უნდა იყო და ამით ვითარდები. ინგლისში ფეხბურთი სიამოვნებაა, ტკბები. ინგლისში ეს არის უბრალოდ სპორტი, ხოლო იტალიაში ფეხბურთი სპორტის… Continue reading “ინგლისში ფეხბურთი სპორტია, იტალიაში კი…”
2012 წლამდე რას აკეთებდნენ?..
მანჩესტერ სიტის მიმართ ყოველ საათში ჩნდება ახალი ცნობები: რა სასჯელი ელის კლუბს, თუკი ფინანსურ მაქინაციებს დაუმტკიცებენ? 100 ბრალდებაა… ზოგიერთი წყარო წერს, რომ სიტის ამბების გამოძიება ორ წელიწადს გაგრძელდება. ზოგის აზრით, 4 წელიც არ ეყოფა… როგორც იცით, სიტი 2008 წელს გადავიდა Abu Dhabi United GrouP-ის ხელში. მას შემდეგ ეტაპობრივად ისმოდა სატრანსფერო ფეარ-ფლეის დარღვევაზე და სხვა გადაცდომებზეც.… Continue reading 2012 წლამდე რას აკეთებდნენ?..
“იბრძოლეთ, როგორც თქვენმა ფანებმა”
ანდრეა ანიელიმ თქვა, “სუპერლიგის” იდეას რატომ ეწინააღმდეგებით, არ მესმის, რადგან ის – პრემიერლიგის სახით – უკვე არსებობსო. დიახ, ამ ჩემპიონატში ყველაზე მეტი ფულია, ლონდონში ისეთი გუნდები – ყველა რომ ინატრებს. ამ ქვეყანას კიდევ ერთი უხსოვარი დროის გრანდი ჰყავს, რომელსაც ინგლისში 9-ჯერ უპირველია. მხოლოდ სამი გიგანტი უსწრებს: მანჩესტერი (20); ლივერპული (19) და არსენალი (13). 80-იანი წლების… Continue reading “იბრძოლეთ, როგორც თქვენმა ფანებმა”
პეპი სიტიდან წავა, თუ…
პეპ გვარდიოლა მანჩესტერ სიტიდან წავა იმ შემთხვევაში, თუ კლუბს ფინანსური ფეარ-ფლეის დარღვევებს დაუმტკიცებენ და დასჯიან. „თუ მომატყუებთ, აქ არ დავრჩები“. პირველი შემთხვევა არაა, როცა სიტის ფინანსურ საკითხებზე ემუქრებიან. სამი წლის წინ მაქინაციების გამო ევროტურნირებიდან ორწლიანი დისკვალიფიკაცია მიიღო, მაგრამ კლუბმა აპელაცია შეიტანა და მოიგო. გვარდიოლა მაშინაც ამბობდა, თუ დაგვსჯიან, კლუბიდან წავალო. ახლაც იმავე აზრზეა… „ხელმძვანელობას ვუთხარი,… Continue reading პეპი სიტიდან წავა, თუ…
პრემიერლიგამ სიტი სამართლიანი თამაშის წესების დარღვევაში დაადანაშაულა
პრემიერლიგამ მანჩესტერ სიტი სამართლიანი თამაშის წესების დარღვევაში დაადანაშაულა. ინფორმაცია Sky Sport-მა გაავრცელა. ისიც დაიწერა, რომ საქმე უკეთ შესასწავლად დამოუკიდებელ კომისიას გადაეცა. სავარაუდოდ კლუბმა დაარღვია წესები, რომლის მიხედვითაც მანჩესტერ სიტი ვალდებულია წარმოადგინოს ფინანსური დოკუმენტები, რომლებიც ცხადყოფს, რომ კლუბი კეთილსინდისიერად უზრუნველყოფს ზუსტი ფინანსური ინფორმაციის მიწოდებას. გამოძიებული იქნება ფინანსური შემოსავლები და სპონსორებისგან მიღებული თანხები, ასევე შეისწავლიან 2009-10 და… Continue reading პრემიერლიგამ სიტი სამართლიანი თამაშის წესების დარღვევაში დაადანაშაულა
კანტონა: სად არის სული?
მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდამ ერიკ კანტონამ თქვა, რომ ეს კლუბი ახლა ისეთი მიმზიდველი აღარაა, როგორც სერ ალექს ფერგიუსონის პერიოდში. კანტონა ფერგისდროინდელი მანჩესტერის შვიდიანი იყო, ახლა კი 56 წლისაა… „ფერგიუსონის დროს მანჩესტერს თუ ვინმეს შეძენა სურდა, ის ფეხბურთელი მზად იყო. რატომ? იმიტომ, რომ გუნდი ინგლისში ყველაფერს იგებდა და ევროპაშიც წარმატებული იყო. მანჩესტერი მთავარ კლუბად ითვლებოდა და ნებისმიერ… Continue reading კანტონა: სად არის სული?
ჰოლანდი: დავტენე!
ერლინგ ჰოლანდმა ლიდსთან ორი გოლის გატანის მერე საინტერესო კომენტარი გააკეთა. ჯერ ის დავწეროთ, რომ მანჩესტერ სიტიმ სტუმრად 3:1 აჯობა ლიდსელებს, ხოლო ნორვეგიელს 20 მატჩში 26 გოლი და 3 საგოლე პასი მოუგროვდა… კონკრეტულად პრემიერლიგაში კი ასეთი სტატისტიკა აქვს: 20 გოლი საწყის 14 თამაშში, რაც აქამდე ვერავინ მოახერხა. „მიზანი მაქვს, თუ რამდენი გოლი უნდა გავიტანო. უბრალოდ,… Continue reading ჰოლანდი: დავტენე!
ბავშვს ერევით?!.. (+video)
აი, ასეთი ეპიზოდი ნიუკასლის მოგების მერე… კაჭკაჭებმა 3:0 მოუგეს ლესტერს და გამარჯვებულთა მცველმა დან ბარნმა მაისურა ისროლა ტრიბუნისკენ. ერთმა ბავშვმა დაიჭირა ფორმა და უფროსი ადამიანები ართმევდნენ: თანაც, გაბარიტებს შეხედეთ, არცერთს არ დაეწუნებოდა ჯანი. ბრიტანული პრესის ცნობით, მარჯვნივ მყოფი კაცი ბავშვის მამა ყოფილა. საბოლოოდ, საჩუქარი ბავშვს დარჩა. Newcastle fan trying to steal a shirt from a… Continue reading ბავშვს ერევით?!.. (+video)