ბარსელონას მცველმა სერხი რობერტომ ფრანგული პსჟ-ის არგენტინელი თავდამსხმელის, ლიონელ მესის კატალონიურ კლუბში შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა. ის იმედოვნებს, რომ არგენტინელი ბარსაში დაბრუნდება. „ვიმედოვნებ, ლეო დაბრუნდება. ჩვენ მას ველოდებით. ის არ იმსახურებს ისეთ დამოკიდებულებას, როგორც მას პსჟ-ში ექცევიან“, – წერს სოც.ქსელში სერხი რობერტო. 35 წლის მესის პსჟ-სთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდეა გათვლილი. მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ… Continue reading მესის ჩაგრავენ?
Tag: პსჟ
ხვიჩა 180 მილიონად – რადარზე პსჟ-ც გამოჩნდა
ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ სატრანსფერო სიახლეები არ წყდება. Le10Sport-ის ინფორმაციით, ქართველი შემტევით პსჟ არის დაინტერესებული. “სულ რამდენიმე თვის წინ ბევრისთვის უცნობი ხვიჩა კვარაცხელია, დღეს ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი სენსაციაა. ქართველი ფეხბურთელი ნაპოლიში შარშან ზაფხულს დინამო ბათუმიდან გადავიდა და უმალ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. კვარაცხელიას ნაპოლისთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ ნაპოლი კვარაცხელიას გაყიდვას არ გეგმავს,… Continue reading ხვიჩა 180 მილიონად – რადარზე პსჟ-ც გამოჩნდა
პსჟ მზად არის ფეხბურთელის სანაცვლოდ 200 მილიონი გადაიხადოს
პსჟ-ს ერლინგ ჰოლანდის დამატება სურს. Marca-ს ინფორმაციით, ფრანგული კლუბი მზად არის ნორვეგიელის სანაცვლოდ ზაფხულში 200 მილიონი ევრო გადაიხადოს. ისიც სათქმელია, რომ ამან შესაძლოა ნეიმარის, მბაპეს და სერხიო რამოსოს პარიზულ მომავალზეც იქონიოს გავლენა. ჰოლანდი ბრწყინვალე ფორმაშია და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსსაც დამსახურებულად ატარებს. ერლინგმა ამ სეზონში სიტის რიგებში 36 მატჩი ჩაატარა და 39 გოლი გაიტანა.… Continue reading პსჟ მზად არის ფეხბურთელის სანაცვლოდ 200 მილიონი გადაიხადოს
არ წახვიდე, არ დაგვტოვო…
პსჟ სერხიო რამოსის შენარჩუნებას აპირებს. ესპანელ მცველს პარიზელებთან კონტრაქტის ვადა მომავალ ზაფხულს ეწურება, ამავდროულად მას ამერიკული MLS ლიგიდან აქვს შეთავაზება. პარალელურად, პსჟ რამოსისთვის ახალი ხელშეკრულების შეთავაზებას გეგმავს. 36 წლის ესპანელმა ბოლო პერიოდში თავისი თამაშით ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბი დაარწმუნა საკუთარ კვალიფიკაციაში. გარდა ამისა, რამოსი ნაკლებ ტრავმებს იღებს, რაც საშუალებას აძლევს მუდმივად ითამაშოს. ამიტომ აღარ სურთ… Continue reading არ წახვიდე, არ დაგვტოვო…
მესი ლიგაში დარჩება
პარი სენ-ჟერმენის თავდამსხმელი ლიონელ მესი, რომელსაც პარიზულ კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება, მაგრამ კოპა ამერიკის 2024 წლის ჩემპიონატისთვის კარგად მოსამზადებლად ჩემპიონთა ლიგის მომდევნო სეზონშიც ითამაშებს. წყაროს ცნობით, მესიმ მოქმედი კლუბისგან კონტრაქტის გახანგრძლივების შეთავაზება მიიღო. 35 წლის არგენტინელი პსჟ-ში 2021 წლიდან თამაშობს და გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მანამდე მესიმ მთელი ევროპული კარიერა ბარსელონაში გაატარა. ჩემპიონთა… Continue reading მესი ლიგაში დარჩება
მაკდონალდსიდან არსენალში?.. (ფრანგის საფეხბურთო ტყუილები და სიგიჟეები)
წაიკითხეთ გრეგუარ აქსელროდის საფეხბურთო ისტორია, რომელიც მთლიანად ტყუილზე იყო აგებული. ამჟამად აქსელროდი 41 წლისაა… თავის დროზე, 20 წლის რომ იყო, მაკდონალდსში მზარეულად მუშაობდა და არსენ ვენგერს შესთავაზა, არსენალში ამიყვანეთო. აქსელროდი პსჟ-ის სამოყვარულო გუნდში თამაშობდა. „ბავშვი ვიყავი, როცა მამამ მითხრა, ძალიან ცუდად თამაშობ და სჯობს სხვა საქმეს შეუდგეო. შოკში ჩავვარდი და ვუთხარი: „კარგი, ვნახოთ…“. იმ ღამეს… Continue reading მაკდონალდსიდან არსენალში?.. (ფრანგის საფეხბურთო ტყუილები და სიგიჟეები)
არსად სხვაგან
ფრანგული პსჟ-ის ბრაზილიელი თავდამსხმელი, ნეიმარი, პროფესიონალური სათამაშო კარიერის დასრულებას პარიზულ კლუბში აპირებს. 31 წლის ვარსკვლავს პარი სენ-ჟერმენთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულში უმთავრდება და სხვა კლუბში თამაში აღარ სურს. სავარაუდო სატრანსფერო ღირებულების გათვალისწინებით, მისი სხვა გუნდში გადასვლის შემთხვევაში სერიოზული ფინანსური ინვესტიციები იქნება საჭირო. ნეიმარი მიმდინარე სეზონში მარჯვენა მუხლის მძიმე ტრავმის გამო აღარ ითამაშებს. ბრაზილიელს წინა დღეებში… Continue reading არსად სხვაგან
რეალი დაიღალა…
ესპანური Marca წერს, რომ კილიან მბაპეს რეალში შესაძლო გადასვლის თემა დახურულია. რეალი ამ საკითხით დაიღალაო… თანაც მადრიდში არარეალურად მიაჩნიათ, რომ მბაპემ პსჟ-ში ზღაპრულ კონტრაქტზე უარი თქვას და შეწყვიტოს. ასე რომ, ეს სანტა-ბარბარას სერიალივით დაუსრულებელი ამბავი მთავრდება. და ვისზე გადაერთვება სამეფო კლუბი? ერთი ფეხბურთელისადმი ინტერესი ნამდვილად ცნობილია და საამაყოა, რომ ეს ქართველი ხვიჩა კვარაცხელიაა. თუმცა კვარა… Continue reading რეალი დაიღალა…
მესის ფინანსურად მომგებიანი წინადადება შესთავაზეს
ინტერ მაიამის ლეო მესის დამატება სურს. ზუსტი თანხები არ სახელდება, თუმცა ცნობილია, რომ ამერიკელებმა არგენტინელს ფინანსურად საკმაოდ მომგებიანი წინადადება შესთავაზეს. ინფორმაცია ნიკოლა სკირამ ტვიტერის საშუალებით გაავრცელა. სხვა მხრივ, მესის შენარჩუნება პსჟ-საც სურს. ფრანგებს უნდათ მესის კონტრაქტი 2024 წლამდე კიდევ ერთი სეზონის გახანგრძლივების პერსპექტივით შესთავაზონ. შეგახსენებთ, რომ მესის მოქმედი კონტრაქტი წელს ზაფხულში ეწურება. ლეო მესი პსჟ-ში… Continue reading მესის ფინანსურად მომგებიანი წინადადება შესთავაზეს
გალტიეს რა შემთხვევაში გაუშვებენ?
ამ ეტაპზე, პსჟ კრისტოფ გალტიეს გათავისუფლებას არ გეგმავს. Le Parisien-ის ინფორმაციით, ნასერ ალ-ხელაიფის გადაწყვეტილებით, გალტიე თანამდებობას მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ გუნდი ლიგა 1-ს ვერ მოიგებს. გასაგებია, ბაიერნთან გამარჯვებას ვერავინ დაგეგმავს, თუმცა პარიზელებმა გოლი მათთან ვერც ერთ შეხვედრაში გაიტანეს… თუ გალტიეს გაათავისუფლებენ, მას საფეხბურთო მრჩეველი – ლუის კამპოსიც მიყვება. 26 ტურის შემდეგ, ლიგა 1-ს პსჟ… Continue reading გალტიეს რა შემთხვევაში გაუშვებენ?