ვინ შეცვლის მანეს? – ლივერპულში ამაზე ფიქრობენ…

ლივერპულში მანეს შემცვლელზე ფიქრობენ. მოგეხსენებათ, სენეგალელმა ლივერპულიდან წასვლის სურვილი დაადასტურა და მისი ბაიერნში ტრანსფერი მხოლოდ დროის ამბავი ჩანს. როგორც ბილდის ჟურნალისტი, კრისტიან ფალკი წერს, მერსისაიდელთა სამიზნე ჩელსის ვინგერი – კრისტიან პულისიკია. წინა სეზონში, 23 წლის ამერიკელმა, მონაწილეობა 38 შეხვედრაში მიიღ, სადაც 8 გოლის გატანა და 4 საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა.