პულიშიჩი იტალიის გზაზე

ჩელსის ნახევარმცველმა კრისტიან პულიშიჩმა კარიერა, შესაძლოა, იტალიის ჩემპიონატში გააგრძელოს. ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა მილანმა ამერიკელი ფეხბურთელის წარმომადგენლებთან მოლაპარაკება დაიწყო. კრისტიან პულიშიჩი ლონდონურ კლუბს 2019 წლის ზაფხულში შეუერთდა. ამ სეზონში ამერიკელმა 21 მატჩში ერთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. მხარეებს შორის ხელშეკრულება 2024 წლამდეა გათვლილი. ინგლისის პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში 20 მატჩში ჩელსიმ 29 ქულა… Continue reading პულიშიჩი იტალიის გზაზე

გაიტანა, გაიხარა, გაიტრავმა…

ამერიკელებს ირანზე უკეთესი გუნდი ჰყავთ და ლოგიკურად გავიდნენ მერვედფინალში, სადაც ფავორიტები აღარ იქნებიან: ნიდერლანდებს შეხვდებიან. აშშ-მ სწრაფი და აგრესიული შეტევები იცის, კონტრშეტევებიც მაგრად ეხერხება და ირანს გაუჭირდა. დესტის ჩაწოდებულ ბურთს პულიშიჩმა დასწრებაზე სწორი მიმართულება მისცა და ასე გავიდა ერთადერთი გოლი – 1:0. პულიშიჩმა გაიტანა, გაიტრავმა და შესაცვლელიც გახდა. მეორე ტაიმში ირანელებმა ვერ მოუმატეს, არ ჰქონდათ… Continue reading გაიტანა, გაიხარა, გაიტრავმა…

ვერცერთხელ ამერიკაში

მუნდიალზე, ყველაზე “პოლიტიკურ ჯგუფში” (ინგლისი, აშშ, ირანი, უელსი) ოთხივე ნაკრებს გასვლის შანსი აქვს. აი, ინგლისმა ვერ გატეხა ამერიკა და თამაშითაც ვერ აჯობა – 0:0… საინტერესოა, რომ ინგლისი მუნდიალზე უკვე მესამედ შეხვდა აშშ-ს და ვერცერთხელ ვერ მოუგო. სამივეჯერ ჯგუფში. 1950 წელს სენსაციურად წააგო 0:1, 2010-ში 1:1 და აი ამჯერად ნულები. თამაშს მივყვეთ: თავიდან და ბოლო წუთებზე… Continue reading ვერცერთხელ ამერიკაში

ბეილი – ერთი მოძრაობის ფასი

მუნდიალის ჯერჯერობით ყველაზე დაძაბული და ტემპიანი მატჩი ვნახეთ. გარეთ ბეილი… ესაა კლასი და ესაა ერთი თითქოს მარტივი მოძრაობის ფასი. მარტივი, მაგრამ მოფიქრება ხომ უნდოდა იქ ფეხის შეყოფას? ამას მოჰყვა პენალტი და ანგარიშის გათანაბრება. უელსმა არსაიდან მოახერხა ქულის აღება: აშშ უკეთესად თამაშობდა, განსაკუთრებით კი პირველ ტაიმში. ამერიკელთაგან გოლი 22 წლის ტიმოთი ვეამ გაიტანა. აი, ლიბერიის პრეზიდენტისა… Continue reading ბეილი – ერთი მოძრაობის ფასი

დალევა და ფეხბურთი სათხილამურო სათვალეებით

აშშ-ის ნაკრები მუნდიალზე რვა წლის შემდეგ დაბრუნდა. წუხელ, აშშ უშუალო კონკურენტ კოსტა რიკას სან ხოსეში ესტუმრა და 0:2 დამარცხდა, მაგრამ ბურთების უკეთესი სხვაობით, კანადისა და მექსიკის შემდეგ, მესამე გუნდი გახდა, რომელიც კონკაკაფიდან მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს. კოსტარიკელები კი საკონტინენტთაშორისო ფლეი-ოფში ახალ ზელანდიას შეერკინებიან და  ალბათ მოიგებენ კიდეც. ამერიკელმა ფეხბურთელებმა წარმატება გასახდელში ერთობ ხმაურიანად აღნიშნეს. ჩელსის ამერიკელმა… Continue reading დალევა და ფეხბურთი სათხილამურო სათვალეებით