ბაიერნი ჯერ ლიდერია… 70 მილიონი მცველის სანაცვლოდ

საინტერესო ციფრები: ჩვენმა გერმანელმა კოლეგებმა დაიანგარიშეს და თქვეს, რომ ამ ზაფხულს ტრანსფერებში ყველაზე მეტი მიუნხენის ბაიერნს გადაუხდია – 120.5 მილიონი ევრო… გერმანულმა გრანდმა უკვე იყიდა სადიო მანე ლივერპულიდან  (32 მილიონი ევრო), მატეის დე ლიხტი იუვენტუსიდან (70 მილიონი), რაიან გრავნბერხი (18.5 მილიონი)… 2. სიტი (108.75 მილიონი ევრო) – ერლინგ ჰოლანდი (60), კელვინ ფილიპსი (48.75) 3. ბარსელონა… Continue reading ბაიერნი ჯერ ლიდერია… 70 მილიონი მცველის სანაცვლოდ

სად წავა გაბრიელ ჟესუსი?.. ფავორიტი გამოიკვეთა

სად წავა გაბრიელ ჟესუსი? დიდი ალბათობით, ბრაზილიელი მანჩესტერ სიტიდან სხვა ინგლისურ გუნდში გადავა და N 1 კანდიდატი არსენალია. მეთოფეები 60 მილიონ ევროს გადახდაზე თანახმანი არიან. და არსენალს ნახევარდაცვის გაძლიერებაც ასევე პრემიერლიგური კადრით სურს: ლესტერის ბელგიელი იური ტილემანსით (The Times). ფაქტია, არსენალს შემადგენლობის გაძლიერება სჭირდება, თორემ ვერა და ვერ ახერხებს ინგლისის ოთხეულში შესვლას. თითქოს ყველაფერი კარგად… Continue reading სად წავა გაბრიელ ჟესუსი?.. ფავორიტი გამოიკვეთა

ჟესუსი რეალში? – ანჩელოტიმ დაადასტურა…

გაბრიელ ჟესუსის რეალში ტრანსფერი, მაღალი ალბათობით, განხორციელდება. როგორც GOAL Brasil წერს, ანჩელოტი ჟესუსს დაუკავშირდა და უთხრა, რომ მისი მადრიდში გადაბარგებით დაინტერესებულია. მოგეხსენებათ, სიტის წინა ხაზში ისედაც დიდი კონკურენციაა, გვარდიოლამ კი ორი ახალი ფეხბურთელი – ჰოლანდი და ალვარესი უკვე დაიმატა, რაც ჟესუსის სათამაშო პრაქტიკას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ამის შესახებ, ფეხბურთელს პეპი უკვე ელაპარაკა. ანჩელოტის სჯერა,… Continue reading ჟესუსი რეალში? – ანჩელოტიმ დაადასტურა…

მამა გაბრიელი

მანჩესტერ სიტის ბრაზილიელ შემტევ გაბრიელ ჟეზუსს, საოცნებო დღეები უდგას: კვირას პრემიერლიგის ჩემპიონობა იზეიმა, სამშაბათს კი მის მეუღლეს რაიანე ლიმას გოგონა გაუჩნდა. ახალშობილს ელენა დაარქვეს და მშობლებმა სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნეს, სადაც ორივეს პაწაწინას ხელი უპყრიათ. მინაწერი გვამცნობს: „საუკეთესო დღე ჩვენს ცხოვრებაში!“ საინტერსოა, რომ მშობიარობამდე არასრული 48 საათით ადრე, ადრიანე გაბრიელთან ერთად ეტიჰადზე აღნიშნავდა სიტის ჩემპიონიბას.… Continue reading მამა გაბრიელი