პიკე სხვაგან დაფრინავს

Tennis - Davis Cup Finale 2019 - Gerard Pique Kormos organsation - Conference de presse TENNIS : Davis Cup Finale - Spain - 24/11/2019 ChrysleneCaillaud/Panoramic.

ამბობენ, რომ ჩავი ყატარში მუშაობის პერიოდში ბარსელონას თამაშს ყურადღებით აკვირდებოდა. მან კარგად იცოდა, რა ხდებოდა მოედანზე, ჰქონდა თავისი მოსაზრება საფეხბურთო საკითხებზე, იღებდა ინფორმაციას პრეზიდენტ ჟოან ლაპორტასგან, მაგრამ ფეხბურთელების პრობლემებსა და სურვილებში ცხადია ჩახედული არ იყო.   ჩავის განსაკუთრებით თავისი ყოფილი თანაგუნდელის, ვეტერანი ჟერარდ პიკეს გუნებ-განწყობა აინტერესებდა. ბოლო პერიოდში ბარსას ქომაგებს, ეგრეთწოდებულ კულეებს შორის გაძლიერდა ეჭვი,… Continue reading პიკე სხვაგან დაფრინავს

ჟოან ლაპორტა: ჩავის გვარდიოლაზე რთული გზა ელის

ლეგენდარული ესპანელი ფეხბურთელი ჩავი ბარსელონაში დაბრუნდა და გუნდს მთავარი მწვრთნელის რანგში დაეხმარება. ამ თემაზე ბლაუგრანას პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ ისაუბრა. “დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ჩავის ძალიან რთული გზა ელის, უფრო რთული ვიდრე გვარდიოლას. პეპს ჰქონდა გარკვეული ბაზა, რომელიც სრულყოფილებამდე მიიყვანა. ახლა ჩავის დროა, მან საუკეთესოსგან ისწავლა.  გარიგებას ორმხრივი სურვილის წყალობით მივაღწიეთ. ჩვენ ასევე ვაგრძელებთ მჭიდრო კომუნიკაციას ალ-სადისთან.… Continue reading ჟოან ლაპორტა: ჩავის გვარდიოლაზე რთული გზა ელის

ბარსელონამ მწვრთნელი დანიშნა

სერხი ბარხუანი ბარსელონას დროებით გაწვრთნის – ამას კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი გვამცნობს. კლუბის პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა ბარხუანს დღეს წარუდგენს გუნდს. ესპანური მედია წერს, რომ სავარაუდოდ, ბარხუანი მხოლოდ რამდენიმე მატჩში უხელმძღვანელებს გუნდს. მანამ, სანამ ჩავი ყატარულ ალ სადთან მოაგვარებს კონტრაქტის გაწყვეტის საქმეებს. ჩავი ბარსელონაში ნოემბრის სანაკრებო პაუზის შემდეგ გამოჩნდება.

ჟოან ლაპორტა: ამიტომაც ვერ შევინარჩუნეთ მესი

წლის ერთ-ერთი მთავარი საფეხბურთო მოვლენა ლეო მესის ბარსელონადან წასვლა იყო. ამაზე კლუბის პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ კიდევ ერთხელ ისაუბრა. ” სახელფასო ფონდში ადგილი აღარ გვქონდა, აუდიტის დასკვნა არადამაკმაყოფილებელი იყო და მესის ხელფასს ვერ გადავიხდიდით. ამიტომაც მოუწია ლეოს გუნდის დატოვება.  ლა ლიგამ შემოგვთავაზა, რომ საინვესტიციო ფონდ CVC-სთან გარიგება დაგვედო და ასე გადაგვეხადა მესისთვის ხელფასი. ეს ჩვენს მომავალს… Continue reading ჟოან ლაპორტა: ამიტომაც ვერ შევინარჩუნეთ მესი

კუმანი ლაპორტას: ახსენი!

ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისი მუშაობის წყალობით, კლუბს კარგი მომავალი აქვს, “პრეზიდენტ ლაპორტასთან ურთიერთობა გამომისწორდა. მაგრამ გასულ კვირას მოხდა რაღაც, რაც არასწორია. მან თქვა: მწვრთნელს საკმარისი გავლენა არ აქვს გუნდზეო. ბევრი ილაპარაკა. მაგრამ ალბათ საჭიროა სიტუაციას ნათელი მოვფინოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სპეკულაციები იწყება. მე მზად ვარ ბარსელონასთან მუშაობის გასაგრძელებლად. ყველაფერი კარგადაა. ჩემი… Continue reading კუმანი ლაპორტას: ახსენი!

… მესი დღესაც ბარსელონას ფეხბურთელი იქნებოდა

ჟოზეპ-მარია ბარტომეუმ, ბარსელონას ყოფილმა პრეზიდენტმა მის მემკვიდრეს, ჟოან ლაპორტას ღია წერილით მიმართა, რომელშიც თავის გამართლება და კონტრშეტევა სცადა. „კლუბის დირექტორატი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნას კანონით განსაზღვრულ დროს, ჩვენი უფლებამოსილების ამოწურვის თარიღისთვის, 2021 წლის 21 მარტისთვის აპირებდა. ასე რომ მომხდარიყო, მე მოვასწრებდი 2020-21 წლების სეზონის ფინანსების გათვლას და მივიღებდი გადაწყვეტილებებს, რომლებიც დღევანდელ ურთულეს მდგომარეობას აგვაცილებდა“, — წერს… Continue reading … მესი დღესაც ბარსელონას ფეხბურთელი იქნებოდა

უმუშევრები

11 ივლისს ლიონელ მესიმ კოპა ამერიკა თავისუფალი აგენტის სტატუსით მოიგო. ბარსელონასთან ახალი კონტრაქტი ჯერ არ გაუფორმებია, ამიტომ უმუშევრად ითვლება. მას მერე, რამდენიმე საათში ევროპის თასი ჯორჯო კიელინიმაც აღმართა, თუმცა ივნისის ბოლოს მასაც ამოეწურა იუვენტუსთან კონტრაქტი… ვნახოთ ხუთეული, რომლებიც დღეისათვის თავისუფალი აგენტები არიან.  ჯორჯო კიელინი, 36 წლის, მცველი (იტალია) კიელინის იუვენტუსთან კონტრაქტის გასაგრძელებლად ჯერ არ სცალია.… Continue reading უმუშევრები