ანტონიო კასანო: მოურინიო დიდი მწვრთნელი არასდროს ყოფილა

იტალიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ანტონიო კასანომ ჟოზე მოურინიოზე ისაუბრა. გამოცდილმა ფორვარდმა განაცხადა, რომ მოურინიოს მხოლოდ დიდ ფეხბურთელებთან ურთიერთობა გამოსდის. “მოურინიო დიდი მწვრთნელი არასდროს ყოფილა. ის უბრალოდ კომუნიკაბელური ადამიანია და იცის როგორი ურთიერთობა ჰქონდეს მედიასთან. მას ასევე კარგად გამოსდის დიდ ფეხბურთელებთან კომუნიკაცია, შედარებით დაბალი დონის მოთამაშეებთან კი ნაკლები ურთიერთობა აქვს. დიდ ფეხბურთელებთან მეგობრობა ყოველთვის ადვილია.  მისი… Continue reading ანტონიო კასანო: მოურინიო დიდი მწვრთნელი არასდროს ყოფილა

ძველი ბურთები სულ კენწვლა-კენწვლით წაუღიათ

გინდა ზაფხულში ჩაატარე და გინდა შემოდგომაზე; არ აქვს მნიშვნელობა კარგი იყო თუ ცუდი; შენ რომ მოგწონს იმ გუნდმა გაიმარჯვა თუ შენ რომ არ მოგწონს იმან — წელიწადი, რომელშიც მსოფლიოს ჩემპიონატი ჩატარდა, გულშემატკივრის გონების იმ განყოფილებაში შეინახება, რომელსაც აწერია: „მსოფლიოს ჩემპიონატის წლები“.  ასეთია დახარისხების პრინციპი. კიდევ, გინდ ჩემპიონი გახდეს და გინდ ვერა; კარგად ითამაშებს თუ ცუდად;… Continue reading ძველი ბურთები სულ კენწვლა-კენწვლით წაუღიათ

პოგბა მოურინიოს: შენი აზრით ვინ ვარ?

პოლ პოგბამ ჟოზე მოურინიოსთან კონფლიქტი გაიხსენა. ფრანგმა მოყვა თუ როგორ დაიწყო მას და პორტუგალიელ მწვრთნელს შორის უთანხმობება. “ჩვენ შორის ურთიერთობა მაშინ დაიძაბა როცა ტრავმა მივიღე და რეაბილიტაციას მაიამიში გავდიოდი. იქ მეუღლესთან ერთად ვიყავი, ჟურნალისტებმა ფოტოები გადაგვიღეს, ჟოზეს ეს არ მოეწონა და სურათები მინო რაიოლას გაუგზავნა. რაიოლას უთხრა, რომ მთელი გუნდი ვარჯიშობს, მე კი მაიამიში ვერთობი.… Continue reading პოგბა მოურინიოს: შენი აზრით ვინ ვარ?

მოურინიოს კონტრაქტი გაუმზადეს

Soccer Football - Serie A - AC Milan v AS Roma - San Siro, Milan, Italy - January 6, 2022 AS Roma coach Jose Mourinho reacts REUTERS/Daniele Mascolo

მას მერე რაც ფერნანდუ სანტუშმა პორტუგალიის ნაკრები დატოვა, ეროვნული გუნდი ახალი მთავარი მწვრთნელის ძიებაშია. არახალია, რომ პორტუგალიელთა ჩაბარების ერთ-ერთი კანდიდატი ჟოზე მოურინიოა. ნიკოლა სკირას ინფორმაციით, პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციამ მოურინიოსთვის კონტრაქტი უკვე გაამზადა, რომელიც 2026 წლამდეა გათვლილი. ფედერაციის ხელმძღვანელები ჟოზეს ხელშეკრულებას უახლოეს დღეებში შესთავაზებენ. შეგახსენებთ, რომ პორტუგალიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალიდან გავარდა, სადაც მაროკოსთან 0:1… Continue reading მოურინიოს კონტრაქტი გაუმზადეს

მოურინიოს ფეხბურთელის წაყვანა ბარსელონადან სურს

ჟოზე მოურინიოს რომაში ბარსელონას ფეხბურთელის დამატება სურს. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, პორტუგალიელის ახალი სატრანსფერო ობიექტი კლემენ ლენგლეა. ამავე გამოცემაში წერია, რომ ესპანელებს თანხები სჭირდებათ, რათა ჩელსიდან ანდრეას კრისტიანსენი დაიმატონ და ლენგლეს გაყიდვა თავადაც უნდა აწყობდეთ. ლენგლე ბარსელონაში 2018 წლის ზაფხულში სევილიადან გადავიდა. ბლაუგრანასთან ერთად მან ლა ლიგა, ესპანეთის თასი და ესპანეთის სუპერთასი მოიგო. 27 წლის ფეხბურთელმა… Continue reading მოურინიოს ფეხბურთელის წაყვანა ბარსელონადან სურს

მოურინიომ რომაში ყოფილი შეგირდი მიიყვანა (ფოტო)

რომამ ნახევარდაცვა გააძლიერა. ჯალოროსის ახალწვეული სერბი ნემანია მატიჩი გახლავთ, რომელიც გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. 33 წლის ფეხბურთელმა იტალიელებთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე გააფორმა. მატიჩი ბოლოს მანჩესტერ იუნაიტედში თამაშობდა, რომლის ღირსებასაც 2017-22 წლებში იცავდა. გამოცდილი ფეხბურთელი იუნაიტედში სწორედ მოურინიოს მწვრთნელობისას მივიდა. აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელი მატიჩს ლონდონის ჩელსიშიც ხელმძღვანელობდა. რაც შეეხება რომას ბოლო ამბებს, გუნდმა სერია… Continue reading მოურინიომ რომაში ყოფილი შეგირდი მიიყვანა (ფოტო)

ჩემპიონობა აქაც აღნიშნეს [ვიდეო]

ჟოზე მოურინიო პირველი მწვრთნელია, რომელმაც უეფას სამივეს საკლუბო ტურნირი მოიგო: ჩემპიონთა ლიგა, ევროპა ლიგა და კონფერენს ლიგა.   კონფერენს ლიგაში, ფეიენოორდთან გამარჯვების შემდეგ (1:0), განსაკუთრებული პრეს-კონფერენციაზე იყო, როდესაც რომას ფეხბურთლები შეცვივდნენ და გამარჯვება მანდაც აღნიშნეს… ჟოზეს სახეზე ბედნიერება ეწერა. ეს მოგვენატრა.  

კაცი მანჩესტერიდან – მოურინიოს ყოფილი შეგირდი სურს

მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველმა ნემანია მატიჩმა კარიერა შესაძლოა სერია ა-ში გააგრძელოს. ნიკოლა სკირას ინფორმაციით, სერბის დამატება რომას სურს. მეტიც, 33 წლის ნახევარმცველით პირადად ჟოზე მოურინიო არის დაინტერესებული. რომას საქმეს ისიც გაუადვილებს, რომ მატიჩს მანჩესტერთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და ბრიტანელები ახალი ხელშეკრულების გაფორმებას არ აპირებენ. მატიჩი მანჩესტერში სწორედ მოურინიოს მწვრთნელობის დროს მივიდა. პორტუგალიელის ოლდ ტრაფორდზე ყოფნისას,… Continue reading კაცი მანჩესტერიდან – მოურინიოს ყოფილი შეგირდი სურს

ჟოზე მოურინიო: მანჩესტერში მისვლის დღიდან ყველა ნეგატივზე იყო კონცენტრირებული

ჟოზე მოურინიომ მანჩესტერ იუნაიტედში მუშაობის პერიოდი გაიხსენა. პორტუგალიელმა განაცხადა, რომ იუნაიტედში მისვლიდანვე ყველა ნეგატიურზე იყო კონცენტრირებული, თუმცა მან გუნდში 3 ტიტული მაინც მოიგო. “მანჩესტერთან ერთად 3 ტიტული მოვიგე. სამწუხაროა, რომ მას შემდეგ გუნდი უტიტულოდ არის. სამწუხარო იმიტომაა, რომ ეს გუნდი ძალიან მომწონს. მანჩესტერს ყოველთვის საუკეთესოს ვუსურვებ. როცა გუნდში მივედი, რატომღაც ყველა თავიდანვე ნეგატივზე იყო კონცენტრირებული,… Continue reading ჟოზე მოურინიო: მანჩესტერში მისვლის დღიდან ყველა ნეგატივზე იყო კონცენტრირებული

ჟოზე: შევიცვალე, ადრე თუ…

  რომას მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ თქვა, რომ პიროვნულად შეიცვალა „როგორც პიროვნება, შევიცვალე. ადრე თუ გამარჯვება ჩემთვის მინდოდა, ახლა ასე აღარაა. გამარჯვების წყურვილი გამიმძაფრდა, მაგრამ ჩემთვის არა, არამედ ფეხბურთელებისთვის, რომლებსაც არაფერი მოუგიათ, მინდა დავეხმარო. ახლა გულშემატკივრებზე მეტს ვფიქრობ, მინდა გამარჯვებების სერია გავაგრძელო, რადგან თუ მოვიგებთ, ვიცი ფანებს კარგი კვირა ექნებათ, რადგან მათმა გუნდმა მოიგო. კონკურენცია… Continue reading ჟოზე: შევიცვალე, ადრე თუ…