მოუ და პროკურატურა

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო რომას მწვრთნელ ჟოზე მოურინიუსა და მეოთხე არბიტრ მარკო სერას შორის სერია A-ს 24-ტურში კრემონეზესთან მატჩში (1:2) მომხდარი კონფლიქტის შესახებ. მეორე ტაიმის დასაწყისში მოედნის ხაზთან ხანმოკლე შეკამათების შემდეგ, მოურინიუმ წითელი ბარათი მიიღო. მოგვიანებით პორტუგალიელმა მწვრთნელმა მომხდარზე კომენტარი გააკეთა და მიანიშნა, რომ სერა ტურნიდანაა, რომას კი შემდეგი თამაში იუვენტუსთან უწევს. თანაც,… Continue reading მოუ და პროკურატურა

ჩემი ტემი

სერია A-ს მე-4 ტურში მონცასთან გამარჯვების შემდეგ (3:0), რომას მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიუმ თავისი გუნდის ინგლისელი შემტევი, ტემი აბრაჰამი შეაქო, მიუხედავად იმისა, რომ დუბლი ახალწვეულმა არგენტინელმა, პაულო დიბალამ შეასრულა. „დღეს ტემი აბრაჰამის შესახებ მინდა გესაუბროთ. მან ყველაფერი შეასრულა რაც მატჩის წინ დავავალე. ის ჩემი ტემია. მართალია, არავინ აქებს თავდამსხმელს როცა გოლი ვერ გააქვს. დღეს დიბალას… Continue reading ჩემი ტემი

როგორ აწყენინეს რეალში ესიენს

ისე მოხდა, რომ რეალში 2012 წელს გადასულ მიკაელ ესიენს 30 წელი შეუსრულდა. ნახევარმცველმა იუბილეს კარგად აღნიშვნა გადაწყვიტა. მან, პურ-მარილი გაშალა და მთელი გუნდი დაპატიჟა, თუმც… მხოლოდ ორი კაცი მივიდა — ლუკა მოდრიჩი და  რიკარდო კარვალიუ. ფოტოც ამის დასტურია. მადრიდელთა მაშინდელი მწვრთნელი ჟოზე მოურინიუ გაცეცხლდა. მას განელთან განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა და ასეთი დამოკიდებულება ვერ აიტანა. მოურინიუმ… Continue reading როგორ აწყენინეს რეალში ესიენს

მოუმ დიეგო მოინახულა

დღეს ნაპოლი რომას უმასპინძლებს. გუშინ კი ნეაპოლში ჩასვლისას, რომაელთა მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიუმ, დიეგო მარადონას ფრესკა მოინახულა და ყვავილებიც შემოაწყო. ეს ფრესკა ნაპილის ქომაგებმა დიეგოს გარდაცვალებიდან (2020 წელს) წელიწადნახევარში მოხატეს. მოურინიუს სანახავად ქუჩაშა ძალიან ბევრი ხალხი შეგროვდა და საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ კინაღამ პოლიციის ჩარევაც გახდა საჭირო. პორტუგალიელი პირადადაც კარგად იცნობდა მარადონას. არგენტინელი გენიოსი… Continue reading მოუმ დიეგო მოინახულა

ჟოზე ჟოზეა… სად 25 ტიტული, სად ორი სერია B?

ROME, ITALY - DECEMBER 04: Jose Mourinho, Head Coach of AS Roma reacts from the sideline during the Serie A match between AS Roma v FC Internazionale at Stadio Olimpico on December 04, 2021 in Rome, Italy. (Photo by Paolo Bruno/Getty Images)

კვირას რომაული დერბია: რომა-ლაციო… ჟოზე მოურინიუ კი კვლავაც ფორმაშია და მორიგი მარგალიტი შემოგვთავაზა. მან ასეთი კომენტარი გააკეთა ჩეხი მწვრთნელის ზდენეკ ზემანის გამონათქვამზე, რომელმაც აღნიშნა, ლაციო უკეთესი გუნდია და მაურიციო სარი ჟოზე მოურინიუზე უკეთ მუშაობსო. ჟოზე: „ტყუილად ელოდებით, რომ 25 ტიტულის მომგები მწვრთნელი პასუხს გასცემს იმ კაცს, რომელმაც ამდენი წლის განმავლობაში სერია B მოიგო ორჯერ. კაპელო… Continue reading ჟოზე ჟოზეა… სად 25 ტიტული, სად ორი სერია B?

მოუ 59

26 იანვარს ჟოზე მოურინიუ 59 წლის გახდა. რომას ფეხბურთელებმა კი ეს თარიღი სამი დღით ადრე, სერია A-ს 23-ე ტურში ემპოლისთან გამარჯვებით (2:4), შემდეგ კი გასახდელში საზეიმო ტორტით და შამპანურით მიულოცეს. „განსაკუთრებული“ ბედნიერი ჩანდა, იღიმებოდა და ხუმრობდა. ტორტი თავად გაჭრა და პირველი ნაჭერი შუახაზელ ლორენცო პელეგრინის მიაწოდა. შემდეგ კი თქვა: 0:4 ვიგებდით ემპოლისთან  და ჩემმა ბიჭებმა… Continue reading მოუ 59

ინსი რანგნიკის წინააღმდეგ

მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა ნახევარმცველმა, ლეგენდარულმა პოლ ინსმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ახალი მთავარი მწვრთნელის, რალფ რანგნიკის მუშაობით უკმაყოფილოა, რადგან გუნდის პროგრესს ვერ ხედავს. „მართალი გითხრათ, რანგნიკის მოსვლის შემდეგ გუნდის პროგრესს ვერ ვხედავ. ეს სიტუაცია იმ დროს მასხენებს, როცა სულშერი მოვიდა იუნაიტედში. თავიდან მას საკმაოდ იოლი კალენდარი შეხვდა, მატჩები კარდიფის დონის მეტოქეებთან. თანაც მან გუნდი მოურინიუს შემდეგ… Continue reading ინსი რანგნიკის წინააღმდეგ

დე ბრუინი და მოუ… კარგად ივარჯიშებ და შანსს მიიღებ? ეს მითია

კევინ დე ბრუინმა ჩელსიში გატარებული პერიოდი გაიხსენა. მაშინ გუნდს ჟოზე მოურინიო წვრთნიდა, ბელგიელს კი შანსი არ ეძლეოდა და პრაქტიკის მიღების მიზნით გერმანულ ვოლფსბურგში გადავიდა. დე ბრუინმა მოურინიოზე მაინცდამაინც ცუდად არ ილაპარაკა: უბრალოდ, თავისი შეხედულება ჰქონდაო… „ჩელსის ხელმძღვანელობას ჩემი შენარჩუნება სურდა, მაგრამ გერმანიაში წასვლა გადავწყვიტე. კარგი წინათგრძნობა მქონდა, მე კი ყოველთვის მჯერა წინათგრძნობების. ჩელსიში ცოტას ვთამაშობდი,… Continue reading დე ბრუინი და მოუ… კარგად ივარჯიშებ და შანსს მიიღებ? ეს მითია

ჩისკო – პოცოების მსხვერპლი

უოტფორდის მწვრთნელობა ერთობ სახათაბალო საქმე ყოფილა. როცა ამ თანამდებობას თანხმდები,  დარწმუნებული უნდა იყო, რომ პირველივე წაფორხილებისას კარისკენ მიგითითებენ. ხუმრობა ხომ არ არის, ბოლო 10 წელიწადში 15 სპეციალისტი შეცვალეს… რანიერი მეთექვსმეტეა. თბილისის დინამოს ყოფილმა ფეხბურთელმა და დამრიგებელმა ჩისკო მუნიოსმა, უოტფორდში არასრული ათი თვე იმუშავა. ამ ხნის განმავლობაში გუნდი ჩემპიონშიფიდან პრემიერლიგაში დაწინაურდა და მიმდინარე სეზონშიც, მე-15 ადგილზე… Continue reading ჩისკო – პოცოების მსხვერპლი

მოუმ უკვე იჩხუბა

დიდი დავიდარაბით დამთავრდა ბეტისისა და რომას ამნხანაგური მატჩი (5:2). შეხვედრა სტატუსის მიუხედავად, ძალიან დაძაბული და ქაოტური გამოდგა, ერთ მომენტში რომაელთა ახლწვეულმა მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიუმ, ვეღარ მოითმინა და მოედანზე შევარდა. პორტუგალიელი ბეტისის საეჭვო მესამე გოლს აპროტესტებდა, მაგრამ მსაჯმა ხორხე ფიგეროა ვასკესმა თავხედობა არ აპატია, წითელი ბარათი აუფრიალა და ტრიბუბაზე გააძევა. საინტერესოა, რომ რომამ ეს შეხვედრა… Continue reading მოუმ უკვე იჩხუბა