ტოკიოს ოლიმპიადაზე დასრულდა რაგბი 7-ის ტურნირი მამაკაცთა შორის, რომლის გამარჯვებულიც ფიჯის ნაკრები გახდა. „მფრინავმა ფიჯელებმა“ 2016 წლის რიოს ოლიმპიადაზეც ოქროს მედლები მოიგეს, 5 წლის შემდეგ კუნძულელებმა ტრიუმფი უკვე იაპონიაში მოაწყვეს. ფინალურ შეხვედრაში ფიჯი ახალი ზელანდიის ნაკრებს უპირისპიდებოდა. ტურნირის მსვლელობისას აშკარად ჩანდა, თუ ვინმე გაუწევდა კონკურენცია მოქმედ ჩემპიონებს, ეს მხოლოდ „ოლ ბლექსი“ უნდა ყოფილიყო. შეხვედრის სტარტი… Continue reading „მფრინავი ფიჯელების“ ოლიმპიური ტრიუმფი
Tag: რაგბი 7
ოლიმპიადის ფინალში ერთმანეთს ფიჯი და ახალი ზელანდია დაუპირისპირდებიან
დღეს გამთენიისას, ტოკიოს ოლიმპიადაზე, რაგბი 7-ის ტურნირის ნახევარფინალები გაიმართა და ფინალისტებიც გამოვლინდნენ. პირველ ნახევარფინალში ერთმანეთს ახალი ზელანდიის და დიდი ბრიტანეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. შეხვედრაში პირველი ლელო ახალ ზელანდიელთა კაპიტანმა კარიმ დადო, რომელიც ნიუსთაბმა გარდასახა 7:0. ამ მოვლენიდან 1 წუთში ბრიტანელებმა საპასუხო ლელო დადება მოახერხეს – ნორტონი გაექცა დამცველებს და წონასწორობაც აღდგა 7:7 (ბიბის გარდასახვა). პირველი ტაიმის… Continue reading ოლიმპიადის ფინალში ერთმანეთს ფიჯი და ახალი ზელანდია დაუპირისპირდებიან
ფავორიტები მეოთხედფინალში გავიდნენ
ტოკიოს ოლიმპიადაზე დასრულდა რაგბი 7-ის ტურნირის ჯგუფური ეტაპი. ოთხივე პულში ფავორიტებმა მოახერხეს ლიდერობის შენარჩუნება და პლეიოფის საგზურები მოიპოვეს. A ჯგუფის გამარჯვებული ახალი ზელანდიის ნაკრები გახდა. ფავორიტებმა ჯერ სანხრეთ კორეა გაანადგურეს 50:5, ხოლო შემდეგ არგენტინა 35:14. „ოლ ბლექსს“ ძალიან გაუჭირდა ავსტრალიასთან, როდესაც პირველი ტაიმის შემდეგ 0:12-ს აგებდა, თუმცა კოლიეს და ნიუსტაბის ლელოებით შეხვედრა მაინც მოიგო 14:12… Continue reading ფავორიტები მეოთხედფინალში გავიდნენ
ფიჯიმ იაპონია გაჭირვებით დაამარცხა
ტოკიოს ოლიმპიადაზე სტარტი აიღო რაგბი 7-ის ტურნირმა. გახსნით შეხვედრაში იაპონიის ნაკრები მოქმედ ჩემპიონ ფიჯის დაუპირისპირდა და „სამურაებმა“ საკმაოდ დიდი პრობლემები შეუქმნეს კუნძულელებს. შეხვედრის პირველივე წუთზე „მფრინავმა ფიჯელებმა” ლელოს დადება მოახერხეს – ჰაერშ დაკიდებულ ბურთს იაპონელები ვერ გაუმკლავდნენ, ქაოსურ სიტუაციაში კი ყველაზე უკეთ ვაინიკოლო გაერკვა, რომელმაც ხაზი გაჭრა და ბურთი დაამიწა მეტოქის ჩათვლის მოედანში. 2 წუთში… Continue reading ფიჯიმ იაპონია გაჭირვებით დაამარცხა