რალფ რანგნიკი მანჩესტერ იუნაიტედში აღარ იმუშავებს. გერმანელი, რომელმაც გუნდი დეკემბრის დასაწყისში ჩაიბარა, დროებითი მწვრთნელობის შემდეგ, ტრანსფერებისთვის გუნდის მრჩეველი უნდა გამხდარიყო. მიუხედავად ამისა, სპეციალისტმა თქვა რომ კლუბს სეზონის ბოლოს დატოვებს. სად თქვა ეს? – როდესაც პრეს-კონფერენცია მოიწვია, როგორც ავსტრიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა. რას ვკითხულობთ მანჩესტერის განცხადებაში? “იმ 6 თვისთვის, როდესაც ის მანჩესტერს სათავეში ედგა, რალფ რანგნიკს… Continue reading რანგნიკი მანჩესტერიდან წავიდა – რა მოხდა?
Tag: რალფ რანგნიკი
რალფ რანგნიკი: ახალს არაფერს ვიგონებ, ეს სარაკეტო მეცნიერება არ არის
მანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა რალფ რანგნიკმა კლუბის რესტრუქტურიზაციაზე გააკეთა კომენტარი. გერმანელმა განაცხადა, რომ წარმატებამდე რთული გზაა გასავლელი და ამას დრო სჭირდება. “მანჩესტერ სიტიც და ლივერპულიც 5-6 წლის განმავლობაში კომპლექტდებოდნენ. ყველაფერი მწვრთნელების სურვილიდან გამომდინარე ხდებოდა. გუნდის შექმნას დრო სჭირდება. ეს საბჭოს უკვე ვუთხარი და ისიც მოვახსენე თუ რა არის საჭირო. ასეთ დროს მთავარია სწორი გადაწყვეტილება მიიღო… Continue reading რალფ რანგნიკი: ახალს არაფერს ვიგონებ, ეს სარაკეტო მეცნიერება არ არის
რალფ რანგნიკი: ატლეტიკოსთან ფსიქოლოგიური სიმტკიცე უნდა გამოვავლინოთ
ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში მანჩესტერ იუნაიტედი ატლეტიკოს შეხვდება. მოახლოებულ მატჩზე ბრიტანელთა თავკაცმა რალფ რანგნიკმა ისაუბრა. “სასიხარულოა, რომ ბოლო დღეებში ფეხბურთელები გამოჯანმრთელდნენ. ატლეტიკოსთან მატჩისთვის ფსიქოლოგიურად უნდა მოვემზადოთ, როხიბლანკოს სტადიონზე მტრული ატმოსფეროა. არ მგონია 2 მატჩიან დუელში გამარჯვებულის ბედი პირველ შეხვედრაში გადაწყდეს. დიეგო სიმეონე ტიტულებს განსხვავებული სათამაშო სტილით იგებს. ატლეტიკო ემოციური გუნდია, რომელიც მწვრთნელის ხასიათის ანარეკლია. ჩვენი… Continue reading რალფ რანგნიკი: ატლეტიკოსთან ფსიქოლოგიური სიმტკიცე უნდა გამოვავლინოთ
პოგბას მომავალი რანგნიკზეა დამოკიდებული
პოლ პოგბას მომავალი კვლავ ბუნდოვანია. The Sun-ის ინფორმაციით, ფრანგს მანჩესტერთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება და ჯერაც უცნობია სად იქნება შემდეგ სეზონში. The Sun-ის ინფორმაციით, პოგბა მანჩესტერში მხოლოდ იმ შემთხვევაში დარჩება, თუ მანჩესტერს მომავალშიც რალფ რანგნიკი გაწვრთნის. გერმანელმა მანჩესტერის შუახაზელზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მე-6 ნომერს მასთან მუშაობა ძალიან მოსწონს. პოგას კარიერის გაგრძელების არაერთი ვარიანტი აქვს.… Continue reading პოგბას მომავალი რანგნიკზეა დამოკიდებული
რანგნიკს მოთმინების ფიალა აევსო – “ეს ხალხი გაუშვით”
მანჩესტერ იუნაიტედის თავს ბოლო დროს არცთუ ისე კარგი ამბებია. გუნდი ხშირად ვერ იგებს, რაც სატურნირო ცხრილზე მოქმედებს და იუნაიტედს რთულ სიტუაციაში აგდებს. 90min.com-ის ცნობით, გუნდის მთავარი მწვრთნელი რალფ რანგნიკი ხელმძღვანელებს შეხვდა და გუნდის წმენდა სთხოვა. გერმანელის თქმით ლუკ შოუ, ჰარი მაგუაიერი და აარონ ვან-ბისაკა გუნდის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ. მანჩესტერი 32 ქულით მე-7 ადგილზეა და ჩემპიონთა… Continue reading რანგნიკს მოთმინების ფიალა აევსო – “ეს ხალხი გაუშვით”
მოიყვანეთ ეს კაცი…
მანჩესტერელთა შეფებმა თავის დროზე მწვრთნელად ანტონიო კონტეს აყვანა არ ისურვეს. მათ ჯერ კიდევ ოლე გუნარ სულშერის ეიმედებოდათ. არადა, კონტეს ხელმძღვანელობით იუვენტუსი, ჩელსი და ინტერი ხუთჯერ გახდნენ სერია A-ს და პრემიერლიგის ჩემპიონები. ნოემბერში ანტონიო კონტე ტოტენჰემს ჩაუდგა სათავეში. ბედის ირონიით, ამ ამბიდან სამ კვირაში „მანჩესტერ იუნაიტედმა” სულშერი თანამდებობიდან გაათავისუფლა. მანჩესტერელმა ვეტერანმა პოლ სქოულზმა კი თქვა: „ზოგი… Continue reading მოიყვანეთ ეს კაცი…
რალფ რანგნიკი: კავანის ვესაუბრე და მისი მომავალი ზუსტად ვიცი
ედინსონ კავანის მანჩესტერთან კონტრაქტი წელს ზაფხულში ეწურება. აქედან გამომდინარე, ფეხბურთელს შეუძლია სხვა კლუბთან მოლაპარაკებები უკვე აწარმოოს. ისიც სათქმელია, რომ ელ მატადორზე დიდი მოთხოვნაა და იუნაიტედს მისი ზაფხულამდე შენარჩუნება გაუჭირდება. ამ თემაზე მანჩესტერის მთავარმა მწვრთნელმა რალფ რანგნიკმა ისაუბრა და განაცხადა, რომ კავანი იუნაიტედში რჩება. გერმანელის თქმით, ეს თავად ფეხბურთელმა უთხრა. “კავანის მომავალი ზუსტად ვიცი, მას ნახევარი… Continue reading რალფ რანგნიკი: კავანის ვესაუბრე და მისი მომავალი ზუსტად ვიცი
ინსი რანგნიკის წინააღმდეგ
მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა ნახევარმცველმა, ლეგენდარულმა პოლ ინსმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ახალი მთავარი მწვრთნელის, რალფ რანგნიკის მუშაობით უკმაყოფილოა, რადგან გუნდის პროგრესს ვერ ხედავს. „მართალი გითხრათ, რანგნიკის მოსვლის შემდეგ გუნდის პროგრესს ვერ ვხედავ. ეს სიტუაცია იმ დროს მასხენებს, როცა სულშერი მოვიდა იუნაიტედში. თავიდან მას საკმაოდ იოლი კალენდარი შეხვდა, მატჩები კარდიფის დონის მეტოქეებთან. თანაც მან გუნდი მოურინიუს შემდეგ… Continue reading ინსი რანგნიკის წინააღმდეგ
რანგნიკი: თავის დროზე კლოპის აგენტი ვიყავი
კვირას, გერმანელი რალფ რანგნიკის ხელმძღვანელობით მანჩესტერ იუნაიტედმა პირველი თამაში მოიგო. ეს პრემიერლიგის მე-15 ტურის მატჩში მოხდა კრისტალ პალასის წინააღმდეგ (1:0). რანგნიკი სულ რამდენიმე დღეა მანჩესტერშია, თუმცა უკვე მთავარ პერსონად გადაიქცა: ადგილობრივებს სჯერათ, რომ სწორედ გერმანელი სპეციალისტი გახდება ის ადამიანი, რომელიც მანკუნიანელებს მწვერვალზე დააბრუნებს. ლივერპულის ქომაგებისვის ეს არცთუ სასიამოვნო ამბავია, თუმცა ისინი მაინც მადლობელნი უნდა იყვნენ… Continue reading რანგნიკი: თავის დროზე კლოპის აგენტი ვიყავი
ქერიკი რანგნიკს გაექცა
40 წლის მაიკლ ქერიკი მანჩესტერში 2006 წელს, ტოტენჰემიდან გადავიდა. ლონდონელებმა ის 18 მილიონ გირვანქად გაყიდეს. ამის შემდეგ, 12 წლის განმავლობაში ქერიკი მანჩესტერის ფეხბურთელი იყო. მან 464 შეხვედრაში 24 გოლი გაიტანა. არსენალთან 3:2 მოგებული მატჩის შემდეგ კი რალფ რანგნიკის ასისტენტობას საყვარელ კლუბთან გამოთხოვება არჩია. დაიხურა ქუდი და წავიდა. მას მერე, რაც მანჩესტერმა თანამდებობიდან ოლე გუნარ სულშერი… Continue reading ქერიკი რანგნიკს გაექცა