გიორგი გოჩოლეიშვილი: შახტარი ტრამპლინია, თუ თავს გამოვიჩენ დიდ გუნდში გადასვლის შანსი მექნება

საქართველოს ნაკრებმა წლის ბოლო მატჩი მაროკოსთან გამართა და 0:3 დამარცხდა. ამ შეხვედრაში დებიუტი საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთ გამორჩეულ ფეხბურთელს გიორგი გოჩოლეიშვილს ჰქონდა, რომელმაც თავიდან ბოლომდე ითამაშა. გოჩოლეიშვილის თავს ბოლო დროს საინტერესო სიახლეებია. შახტარში ტრანსფერი, ნაკრებში დებიუტი, ევროტურნირები, მზადება 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატისთვის… ამ და სხვა თემებზე გოჩოლეიშვილს ვრცლად ვესაუბრეთ. – პირველ რიგში გილოცავთ ნაკრებში დებიუტს. რომ… Continue reading გიორგი გოჩოლეიშვილი: შახტარი ტრამპლინია, თუ თავს გამოვიჩენ დიდ გუნდში გადასვლის შანსი მექნება

რამაზ სვანაძე: მეორე ტაიმში ფსიქოლოგიურად მოვიშალეთ, წინა სამატჩო დავალებები არ სრულდებოდა

საქართველოს 21 წლამდე ნაკრებმა ისრაელის ახალგაზრდულ გუნდთან ამხანაგური მატჩი გამართა და 1:2 დამარცხდა. აღნიშნული შეხვედრა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ შეაფასა. საქართველოს 21 წლამდე ნაკრები მორიგ ამხანაგურ მატჩს 21 ნოემბერს ასევე შინ, უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებთან გამართავს.

21 წლამდე ნაკრები გორში ისრაელთან დამარცხდა

საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრებმა მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა. რამაზ სვანაძის შეგირდებმა გორში ისრაელის ახალგაზრდულ გუნდს უმასპინძლეს და შეხვედრა 1:2 დათმეს. ქართველმა ფეხბურთელებმა პირველი ტაიმი კარგად ჩაატარეს. ბურთი უმეტესად მასპინძლებს ჰქონდათ და შეტევაშიც მეტად აქტიურობდნენ. 28-ე წუთზე ქართველებს ანგარიშის გახსნის რეალური შანსი ჰქონდათ. გიორგი გაგუას წაქცევისთვის მსაჯმა პენალტი დანიშნა, ბურთთან გიორგი გულიაშვილი მივიდა, მისი დარტყმული კი… Continue reading 21 წლამდე ნაკრები გორში ისრაელთან დამარცხდა

რამაზ სვანაძე: საფეხბურთო ევროპა უფრო ახლოს გაგვიცნობს (ვიდეო ინტერვიუ)

უეფას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა, საქართველოს 21 წლამდე ნაკრების მწვრთნელთან რამაზ სვანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ინტერვიუს სრული ვერსია სფფ-ს იუთუბ არხზე დაიდო, რომელსაც გთავაზობთ. შეგახსენებთ, რომ საქართველო რუმინეთთან ერთად 2023 წელს 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ჩვენი გუნდი A ჯგუფში ითამაშებს, სადაც მეტოქეებად ნიდერლანდების, პორტუგალიის და თურქეთის ნაკებები ეყოლება.

რამაზ სვანაძე: ეს იყო ყველაზე ცუდი თამაში, რომელიც გვითამაშია (ვიდეო)

საქართველოს 21 წლამდე ნაკრებმა ზედიზედ მეორე ამხანაგური მატჩი წააგო. პორტუგალიასთან 1:4 მარცხის შემდეგ, რამაზ სვანაძის შეგირდებმა თურქეთთან 0:1 წააგეს. აღნიშნული შეხვედრა და მთლიანად შეკრება მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ შეაფასა.