დაიღალა… სერხიო რამოსი ისევ უთამაშებლად

სერხიო რამოსი ისევ ვერ ვარჯიშობს. მას კუნთები სტკივა და დასვენება სჭირდება… ფრანგული პრესის ცნობით, რამოსი ლანსთან ჩემპიონატის მატჩში ვერ ითამაშებს.   35 წლის ესპანელი ვარსკვლავი ზაფხულში გადავიდა რეალიდან პსჟ-ში, მაგრამ მხოლოდ ერთხელ ითამაშა: ერთი კვირის წინ სენტ-ეტიენთან 90 წუთი. როგორც ჩანს, გადაიღალა და კუნთების ტკივილიც ამან გამოიწვია.   როდის იქნება მზად რამოსი, ჯერ უცნობია.

ის წვერებიანი კაცი ვინღა იყო?..

საფრანგეთში ფსევდოდოკუმენტური რგოლი გადაიღეს: „რამოსის აჩრდილი“. ეს იუმორია… როგორც იცით, ესპანელი ვარსკვლავი ზაფხულში გადავიდა პსჟ-ში, მაგრამ ტრავმის გამო არ ჩანს და გუნდს ვერ ეხმარება. რამდენიმე დღის წინ კლუბმა გამოაცხადა, რომ რამოსი კიდევ ათიოდე დღე ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშებს. ამ იუმორისტულ რგოლში კი პსჟ-ის არარსებული ფეხბურთელები ჰყვებიან, თუ როგორ ნახეს ვიღაც ადამიანი სტადიონზე, რომელიც რამოსს ჰგავდა და… Continue reading ის წვერებიანი კაცი ვინღა იყო?..

რას შემატებს ვარანი პრემიერლიგას?

10 წლიანი მადრიდული კარიერის შემდეგ, რაფაელ ვარანი მანჩესტერში გადავიდა. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოლე გუნარ სულშერის გუნდი ახალი სეზონისთვის ბევრად ძლიერი იქნება. 28 წლის ფრანგი კუნძულზე ასეთი ტიტულებით მიდის: ჩემპიონთა ლიგა 4-ჯერ მოიგო, 4-ჯერ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი, 3-ჯერ უეფას სუპერ თასი, სამჯერ ლა ლიგა, 3-ჯერ ესპანეთის სუპერ თასი, კოპა დელ რეი და რეალში 300 შეხვედრა ჩაატარა.… Continue reading რას შემატებს ვარანი პრემიერლიგას?

დავიდ ალაბა რეალში 4 ნომრიანი მაისურით ითამაშებს

უკვე ოფიციალურად, თავისუფალი აგენტის სტატუსით, ალაბა რეალში გადაბარგდა. ფოტოზე, სადაც ის ფლორენტინო პერესთან ერთად დგას, ჩანს, რომ ის 4 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.   მოგეხსენებათ, 4 ნომერს აქამდე, რეალის ლეგენდარული კაპიტანი, სერხიო რამოსი ატარებდა, რომელიც პსჟ-ში ამ ზაფხულს გადავიდა…

რამოსი: მსურს მბაპე პსჟ-ში დარჩეს…

სერხიო რამოსმა პსჟ-ში ვარჯიში ორშაბათს დაიწყო და იმედოვნებს, რომ კილიან მბაპესთან ერთად ამის გაკეთება კიდევ მოუწევს. ფრანგი ფორვარდის დამატება, რამოსის ყოფილ გუნდს, რეალს სურს. სერხიო მას ერთ დღესაც “ბლანკოსში” გადასვლას ურჩევს, თუმცა ახლა იმედი აქვს, რომ ის დარჩება “რეალი ერთერთი საუკეთესო კლუბია მსოფლიოში და ერთ დღეს იქ უნდა წახვიდე, მაგრამ ახლა მსურს მბაპე პსჟ-ში დარჩეს,… Continue reading რამოსი: მსურს მბაპე პსჟ-ში დარჩეს…

რამოსი ბაიერნში? – რეალურია

ESPN-სა The Sun-ის ინფორმაციით, ბაიერნი რამოსის გადაბირებას ცდილობს. მართალია, მიუნხენელბმა უპამეკანო 80 მილიონ ევროდ შეიძინეს, თუმცა რამოსი რომელ გუნდს ვერ გააძლიერებს?! ისედაც უძლიერესი რეკოდმაისტერი, რამოსთან ერთად კიდევ უფრო დომინანტი გახდება… ამავე წყაროს ცნობით, ესპანელი ფეხბურთელის პსჟ-ში გადასვლა თითქმის გამოირიცხა.

პერესი: ზიდანის წერილი არ წამიკითხავს, რადგან არც დაუწერია…

  რეალიდან მთავარი ხალხი წავიდნენ – ზიდანი და რამოსი, თანაც ორივე ისე, რომ საფეხბურთო სამყაროს ბევრი კითხვა პასუხგაუცემელი დარჩა. მათზე ფლორენტინო პერესმა ისაუბრა “ზიდანს კარგად ვიცნობ, რთული წელი გვქონდა და მის დასატოვებლად ვიბრძოდი. შვილიშვილებს გეფიცებით, მისი გამოსამშვიდობებელი წერილი არ წამიკითხავს. ადამიანი, რომელმაც ის დაწერა, ზიდანი ნამდვილად არაა. მას საუკეთესოს ვუსურვებ, მადრიდის ლეგენდაა და ყველანაირი აღიარება აქვს.… Continue reading პერესი: ზიდანის წერილი არ წამიკითხავს, რადგან არც დაუწერია…

რეალის მიზანი – სევილიას ცენტრალური მცველი

მარკას ინფორმაციით, რეალს, სევილიას მცველის, ჟულეს კუნდეს დამატება სურს. წყარო წერს, რომ 22 წლის ფეხბურთელი მადრიდელებს სერხიო რამოსის შემცვლელად წარმოუდგენიათ, რომელმაც კლუბი 16 ივნისს დატოვა. კუნდეს კონტრაქტი სევილიასთან 2024 წლამდე აკავშირებს. წინა სეზონში, ფეხბურთელმა მონაწილეობა ლა ლიგის 34 შეხვედრაში მიიღო, 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემაც შეასრულა. ტრანსფერმარკეტის მიხედვით, ფეხბურთელის ღირებულება 60 მილიონი ევროა..  

მარსელო – 117 წელიწადში პირველად!

სერხიო რამოსის რეალიდან წასვლა გადაწყდა. გუნდის კაპიტანი კი, Marca-ს ცნობით, მარსელო გახდება. უკვე 15 წელია, რაც მარსელო რეალშია…   ვიცე-კაპიტანი იქნება კარიმ ბენზემა და შემდეგ – რაფაელ ვარანი.   აქ სხვა რამ არის საინტერესო: რეალს 1904 წლიდან არ ჰყოლია უცხოელი კაპიტანი. 117 წლის განმავლობაში!  (რა თქმა უნდა, ზოგადად კაპიტანი და არა ერთ-ორ მატჩში…)   რეალი… Continue reading მარსელო – 117 წელიწადში პირველად!

სად მიდის რამოსი?

მადრიდის რეალში, 16 წლიანი ლეგენდარული კარიერის შემდეგ, სერხიო რამოსი გუნდიდან მიდის. ახლა, ამ ამბავში, მთავარი შეკითხვაა – სად გააგრძელებს ესპანელი კარიერას? მიუხედავად ტრავმიანი სეზონისა, მონდომების, შესაძლებლობებისა და ფიზიკური ფორმიდან გამომდინარე, მინიმუმ 2 წელი მაღალ დონეზე თამაში კიდევ შეუძლია. რას გადაწყვეტს? მიმზიდველი საგადასახადო სისტემის გამო, ის იტალიაში წასვლას აირჩევს თუ არჩევანს სიტისა და მანჩესტერ იუნაიტედს შორის გააკეთებს?… Continue reading სად მიდის რამოსი?