რანგნიკი: როდის დაბრუნდება მანჩესტერი?

  რალფ რანგნიკმა მანჩესტერის პრესპექტივაზე ისაუბრა და ის დრო განსაზღვრა, როდესაც გუნდი ძველ დიდებას დაიბრუნებს „მჯერა, რომ მოთამაშეების ბირთვი გვყავს, რომელიც ამ კლუბის ხარისხს აკმაყოფილებენ. იმედი მაქვს, მომავალ სეზონში ისინი აქ იქნებიან. თუ სწორ ფეხბურთელებს ვიყიდით, კლუბი უმაღლესი მიზნებისთვის ისევ იბრძოლებს. სავარაუდოდ, ეს ერთ სატრანსფერო ფანჯარაში ვერ შეიცვლება, მაგრამ ორ-სამში – დიახ,“ – თქვა რანგნიკმა… Continue reading რანგნიკი: როდის დაბრუნდება მანჩესტერი?

რანგნიკი: „მანჩესტერმა 10 ფეხბურთელი უნდა დაიმატოს“

  მანჩესტერის მთავარმა მწვრთნელმა, რალფ რანგნიკმა გუნდის რესტრუქტურიზაცია მოითხოვა „ლივერპული და სიტი პრემიერლიგაში დომინირებენ, ამას მხოლოდ ახალი მწვრთნელის მოყვანით კი არ მიაღწიეს, არამედ ყველაფერი შეცვალეს და გუნდი ააშენეს. ისინი დაფიქრდნენ: როგორი ტიპის ფეხბურთელები გვჭირდება? როგორი ფეხბურთი გვინდა ვითამაშოთ? და ყოველ სატრანსფერო ფანჯარაში ამ კითხვებს პასუხობდნენ. თუ სიტუაციას გაანალიზებთ, ყველაფერი ასეთი რთული აღარ მოგეჩვენებათ. მანჩესტერს ცვლილება… Continue reading რანგნიკი: „მანჩესტერმა 10 ფეხბურთელი უნდა დაიმატოს“

რა დღეშია იუნაიტედი, რა დროს ბარბადოსი და კრიკეტია?..

მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა მარჯვენა მცველმა და ამჟამად საფეხბურთო ექსპერტმა გარი ნევილმა რალფ რანგნიკი გააკრიტიკა – რა დროს ბარბადოსი და კრიკეტიაო… საქმე ისაა, რომ წითელი ეშმაკების მწვრთნელი კრიკეტის მატჩს დაესწრო შორეულ ბარბადოსში, სადაც ერთმანეთს ინგლისისა და ვესტ-ინდოეთის ნაკრებები ხვდებოდნენ. „იყო დრო, როცა ფრის შემთხვევაში მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელები და მწვრთნელები ბარბადოსში კრიკეტზე კი არა, იტალიურ რესტორანშიც კი… Continue reading რა დღეშია იუნაიტედი, რა დროს ბარბადოსი და კრიკეტია?..

პეპი: რანგნიკი გეგენპრესინგის მამაა

  სიტის მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, თანაქალაქელთა მთავარ მწვრთნელზე, რალფ რანგნიკზე ისაუბრა “რალფი გეგენპრესინგის მამაა. ამას ლივერპულში, საუთჰემპტონში, ნაწილობრივ კი ტუხელის ჩელსიშიც ვხედავ. რანგნიკმა გერმანიაში სანიმუშო საქმე გასწია. მაგალითად, ლაიფციგი და ზალცბურგი – ამ ფილოსოფიას ეს კლუბები ატარებენ. კონტურები მანჩესტერ იუნაიტედშიც გამოიკვეთა,” – თქვა პეპმა  

მისმინე, კრიშტიანუ! ერთხელაც მიხვდები…

გაირკვა, რა უთხრეს ერთმანეთს კრიშტიანუ რონალდუმ და რალფ რანგნიკმა ბრენტფორდთან მატჩის დროს, როცა მწვრთნელმა პორტუგალიელი შეცვალა. რონალდუ უკმაყოფილო იყო… „რატომ მე? რატომ მე? რის გამო გამომიყვანეთ?“. (Mirror) რანგნიკის კომენტარი: “რონალდუს მაშინვე ვუთხარი, რომ ეს გუნდური ინტერესების გამო გავაკეთე. ხუთ მცველზე გადავედით და მარკუს რაშფორდი შევიყვანე, რომელიც უსწრაფესი ვინგერია. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება იყო. …კრიშტიანუ უკმაყოფილო დარჩა.… Continue reading მისმინე, კრიშტიანუ! ერთხელაც მიხვდები…

ვინ შეცვლის რანგნიკს? ფავორიტი ცნობილია…

გაირკვა, ვინ არის მანჩესტერ იუნაიტედის მწვრთნელობის N1 ფავორიტი. ეს ზაფხულისთვის, როცა პოსტს სავარაუდოდ დატოვებს რალფ რანგნიკი. ფავორიტი ერიკ ტენ ჰაგი გახლავთ: აიაქსის მწვრთნელი, რომელიც დიდებულად მუშაობს ამსტერდამულ კლუბში. ნიდერლანდელს ასევე უკავშირებდნენ ნიუკასლსაც. ინფორმაციას ტენ ჰაგზე The Sun და Daily Mirror ავრცელებენ. თავად ტენ ჰაგმა განაცხადა, რომ უცხოურ კლუბში გადასვლაზე თანახმაა, მაგრამ ჯერ აიაქსზეა კონცენტრირებული. ისე,… Continue reading ვინ შეცვლის რანგნიკს? ფავორიტი ცნობილია…

ყოჩაღ, რალფ! დებიუტი 35 წლის ასაკში

მანჩესტერ იუნაიტედში 35 წლის მეკარეს ჰქონდა დებიუტი. საინტერესოა, არა? ეს იანგ ბოიზთან ჩემპიონთა ლიგის მატჩში (1:1). მწვრთნელმა რალფ რანგნიკმა მეორე ტაიმის შუაში შეიყვანა გოლკიპერი ჰიტონი, რითაც მანჩესტერ იუნაიტედის ფანებში ოვაცია გამოიწვია… სოციალურ ქსელებშიც რანგნიკს მაგრად აქებენ – ბრწყინვალე სვლა გააკეთაო. ვინ არის ჰიტონი? ის მანჩესტერ იუნაიტედის აღზრდილია, კლუბს 6 წლის განმავლობაში ეკუთვნოდა (2004-2010), მაგრამ ერთი… Continue reading ყოჩაღ, რალფ! დებიუტი 35 წლის ასაკში

კარაგერი: რანგნიკი კლოპისა და ტუხელის მსგავსია…

  ლივერპულის ყოფილმა მცველმა, ჯეიმი კარაგერმა მანჩესტერის მთავარ მწვრთნელზე, რალფ რანგნიკზე ისაუბრა “მანჩესტერმა ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა. რანგნიკის მუშაობა გუნდს პირველსავე დღეს დაეტყო. სულშერი გააკრიტიკეს, თუმცა რანგნიკი კლოპს და ტუხელს ჰგავს. მისი სამუშაო დასაწყისშივე გამოჩნდა, სისტემა და პრესინგი დავინახეთ, რომელსაც მანჩესტერი თამაშობდა. ტოპ მწვრთნელები – გერმანელები, რომლებიც ჩვენს გუნდებში სეზონის სტარტის შემდეგ მოვიდნენ, გავლენა გუნდს პირველსავე… Continue reading კარაგერი: რანგნიკი კლოპისა და ტუხელის მსგავსია…

რანგნიკის 10 მილიონიანი ბონუსი ჰოლანდისთვის? – გერმანელმა კომენტარი გააკეთა

  მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი მწვრთნელი, რალფ რანგნიკი იმ ინფორმაციას გამოეხმაურა, თითქოს ჰოლანდის  შეძენის შემთხვევაში, ის ბონუსის სახით 10 მილიონ ევროს მიიღებდა “10 მილიონი ჰოლანდისთვის, 10 მილიონი მბაპესთვის, 10 მილიონი ლევანდოვსკისთვის, 10 მილიონი კიმიხისთვის… რა თქმა უნდა, ეს ნონსენსია. ასეთი რამე კონტრაქტში არ წერია,” – თქვა პროფესორმა რალფმა.

რონალდუ: კერიკს შეუძლია დიდებული მწვრთნელი გახდეს

  მანჩესტერ იუნაიტედის თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ გუნდიდან, დროებითი მწვრთნელის, მაიკლ კერიკის წასვლაზე ისაუბრა “მაიკლ კერიკი დიდებული ფეხბურთელი იყო და შეუძლია დიდებული მწვრთნელიც გახდეს. ამ ბიჭისთვის შეუძლებელი არაფერია. ვამაყობ, რომ მის გვერდზე ვითამაშე, როგორც იმით, რომ ჩვენი მწვრთნელი იყო. ახლა დროა რალფ რანგნიკს მივესალმოთ. ვიწყებთ,” დაწერა რონალდუმ