რასელ ვესტბრუკი “კლიპერსში” გადავიდა

ვარსკვლავური გამთამაშებელი – რასელ ვესტბრუკი (34 წლის, 191 სმ) შეუთანხმდა კონტრაქტის დეტალებზე “კლიპერსს” და საკალათბურთო კარიერას კალიფორნიულ გუნდში გააგრძელებს – ინფორმაციას ავრცელებს ESPN-ის ინსაიდერი ედრიან ვოჟნაროვსკი. NBA-ს ყველა ვარსკვლავთა მატჩის 9 გზის მონაწილე როგორც კი დაასრულებს “იუტასთან” კონტრაქტის გამოსყიდვის პროცედურას, მაშინვე შეუერთდება ახალ კლუბს. შეგახსენებთ, რომ რასელი მიმდინარე სეზონს “ლეიკერსის” მაისურით იწყებდა, თუმცა სამმაგი გაცვლის… Continue reading რასელ ვესტბრუკი “კლიპერსში” გადავიდა

“ლეიკერსმა” ვესტბრუკი “ჯაზში” გაუშვა

“ლეიკერსმა”, “იუტამ” და “მინესოტამ” ერთმანეთში სამმაგი გაცვლა განახორციელეს, რის შედეგადაც გუნდების შემადგენლობები მნიშვნელოვნად გადახალისდა. “ლეიკერსმა” სამმაგი ტრეიდის შედეგად მიიღო დანჯელო რასელი (26 წლის, 193 სმ), ფორვარდი მალიკ ბიზლი (26 წლის, 193 სმ) და მძიმე ფორვარდი ჯარედ ვანდერბლიტი ( 23 წლის, 206 სმ). სოლიდური შევსება მიიღო იუტამაც – “ჯაზმენების” რიგებში სათამაშოდ გადავიდნენ რასელ ვესტბრუკი (34 წლის,… Continue reading “ლეიკერსმა” ვესტბრუკი “ჯაზში” გაუშვა

ლეიკერსმა ვესტბრუკის გაცვლა გადაიფიქრა

NBA-ს 2022/23 წლების რეგულარული სეზონის დაწყების წინ ლოს ანჯელეს ლეიკერსი ჩემპიონობის ერთერთ პრეტენდენტად მიიჩნეოდა, თუმცა დარვინ ჰემის გაწვრთნილ გუნდს საშინელი სტარტი გამოუვიდა. კალიფორნიულმა გუნდმა საწყისი 12 მატჩიდან მხოლოდ 2 მოიგო და დასავლეთ კონფერენციის ცხრილის ფსკერზე დაილექა. გუნდში განსახორციელებელ აუცილებელ ცვლილებებზე დაიწყო საუბარი და ყველაზე აქტიურად რასელ ვესტბრუკის ტრეიდი განიხილებოდა. რასის გადაყვანით “ინდიანა” გახლდათ დაინტერესებული, რომელიც… Continue reading ლეიკერსმა ვესტბრუკის გაცვლა გადაიფიქრა

რასელ ვესტბრუკი: თანაგუნდელებთან პრობლემები არასდროს მქონია”

NBA-ს ისტორიაში ერთერთმა ყველაზე სკანდალურმა და “პრობლემატურმა” კალათბურთელმა რასელ ვესტბრუკმა “გულწრფელად” ისაუბრა ჟურნალისტებთან და აღნიშნა, რომ საკალათბურთო კარიერის განმავლობაში თანაგუნდელებთან კონფლიქტი არასდროს ქონია. “მე ყოველთვის ორიენტირებული ვარ იმაზე,რომ ჩემი საქმე 100%-ით შევასრულო მოედანზე. ‘მინესოტასთან” გამართული ბოლო მატჩის შემდეგ გულშემატკივრებმა რამდენიმე ისეთი ტიპის ვიდეო ამოჭრეს, სადაც ჩანს, რომ თითქოს გუნდთან ერთად არ ვარ და მათთან კონფლიქტი… Continue reading რასელ ვესტბრუკი: თანაგუნდელებთან პრობლემები არასდროს მქონია”

“ლეიკერსი” და “ინდიანა” დიდ “ტრეიდს” ამზადებენ

ამერიკულ პრესაში არ წყდება ინფორმაციები იმასთან დაკავშირებით, რომ “ლეიკერსის” ხელმძღვანელებმა NBA-ს 2022/23 წლების რეგულარული სეზონის წინ გადაწყვიტეს რამენაირად თავიდან მოიშორონ რასელ ვესტბრუკი. ამ მომენტისთვის ვესტბრუკის გაცვლა ყველაზე რეალური “ინდიანაშია”. კალიფორნიული კლუბი რასელის გარდა პირველი რაუნდის 2 დრაფტ პიკს მისცემს “პეისერზს”, სანაცვლოდ კი მაილს თერნერს და ბადი ჰილდს მიიღებს. თუ ეს გაცვლა განხორციელდა, ორივე გუნდი მოგებული… Continue reading “ლეიკერსი” და “ინდიანა” დიდ “ტრეიდს” ამზადებენ

მანუ ჯინობილი – საუკეთესო NBA-ს ისტორიაში

“სან-ანტონიოს” ლეგენდარული უკანახაზელი ემანუელ ჯინობილი საუკეთესოა NBA-ს ისტორიაში. ვეტერან არგენტინელ კალათბურთელს ეკუთვნის რეკორდი, რომლის გაუმჯობესებაც ჯერჯერობით ვერავინ შეძლო – მანუმ NBA-ს კარიერის განმავლობაში ჩატარებული მატჩების 72,1% მოიგო, რაც საუკეთესო შედეგია იმ კალათბურთელთა შორის, რომელთაც ლიგაში მინიმუმ 100 ან მეტი მატჩი აქვთ გამართული. შეგახსენებთ, რომ ჯონობილი “სან-ანტონიოსთან” ერთად ოთხჯერ გახდა NBA-ს ჩემპიონი (2003, 2005, 2007, 2014).… Continue reading მანუ ჯინობილი – საუკეთესო NBA-ს ისტორიაში

რასელ ვესტბრუკი გოგა ბითაძესთან?

“ლოს-ანჯელეს ლეიკერსის” ხელმძღვანელები ყველანაირი ხერხით ცდილობენ, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე “თავიდან მოიცილონ” რასელ ვესტბრუკი(წლიური ხელფასი 47,1 მილიონი დოლარი). კალიფორნიული გუნდი ვარსკვლავი გამთამაშებლის გაცვლაზე ერთდროულად სამ კლუბს ეკონტაქტებოდა – “ნიუ-იორკს”, “ინდიანას” და “იუტას”. “ნიქსის” პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ნიუ-იორკულმა გუნდმა ჯერ რამდენიმე ტრეიდი უნდა განახორციელოს, რათა გაანთავისუფლოს სახელფასო ჭერი რასელ ვესტბრუკისთვის. “იუტას” ლიგის წესების მიხედვით საწვრთნელი… Continue reading რასელ ვესტბრუკი გოგა ბითაძესთან?

ჯონ ვოლი კლიპერსში გადადის

ჯონ ვოლი და “ჰიუსტონი” შეთანხმდნენ მოქმედი კონტრაქტის გამოსყიდვაზე, რის შედეგადაც “როკეტსის” გამთამაშებელი თავისუფალი აგენტი გახდება და უახლოეს პერიოდში “კლიპერსის” რიგებში გადავა საასპარეზოდ – ინფორმაციას ავრცელებს ESPN. მოქმედი კონტრაქტით ჯონს 1 წელი ქონდა დარჩენილი, რომლის განმავლობაშიც 47,4 მილიონი დოლარი უნდა გამოემუშავებინა. “ჰიუსტონი” “რებილდინგის” პროცესშია, გუნდი ცდილობს ახალგაზრდა მოთამაშეებზე გააკეთოს აქცენტი, თავისმხრივ ჯონს საჩემპიონო ამბიციების დონის გუნდში… Continue reading ჯონ ვოლი კლიპერსში გადადის

“დიდი წმენდა” ლეიკერსში

NBA-ს რეგულარული სეზონის წინ “ლეიკერსი” ჩემპიონობის უმთავრეს კანდიდატად მიიჩნეოდა, თუმცა გუნდმა არათუ პლეიოფში, არამედ პლეი ინში გასვლაც კი ვერ მოახერხა და დასავლეთ კონფერენციის ტოპ 10-ს მიღმა დარჩა. ვარსკვლავებით გადაჭედილ კალიფორნიულ გუნდს სატურნირო ცხრილში გადაასწრეს ისეთმა გუნდებმაც კი, რომლებიც აქტიური “რებილდინგის” პროცესში იმყოფებიან (სან ანტონიო, პორტლენდი). “ლეიკერსში” სიტუაცია აირია – რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ… Continue reading “დიდი წმენდა” ლეიკერსში

გადამწყვეტ მომენტში რასელ ვესტბრუკი ყველაზე სანდო მოთამაშეა

“ლეიკერსის” გამათამაშებელმა რასელ ვესტბრუკმა მორიგი ინდივიდუალური მიღწევა დააფიქსირა. “ტორონტოსთან” მიმდინარე მატჩის უკანასკნელ წამებზე რასმა მეტოქეს ბურთი ჩაუჭრა და შემდეგ ზუსტად ნასროლი სამქულიანით ანგარიში გაათანაბრა. ვესტბრუკის ლიგაში მოსვლის შემდეგ (2008 წელი), რასმა მატჩის უკანასკნელ წუთზე კარიერაში 53-ედ შეძლო ანგარიშის გათანაბრება ან საკუთარი გუნდის წინ გაყვანა. უკანასკნელი 14 წლის განმავლობაში ეს NBA-ს საუკეთესო შედეგია. ამ რეიტინგში მეორე… Continue reading გადამწყვეტ მომენტში რასელ ვესტბრუკი ყველაზე სანდო მოთამაშეა