ლონდონის არსენალმა გარემარბის პოზიციაზე 5 კანდიდატი შეარჩია: ლეანდრო ტროსარი (ბრაიტონი), მუსა დიაბი (ლევერკუზენი), იერემი პინო (ვილიარეალი), რაფინია (ბარსელონა) და… ნაპოლის ქართველი მარგალიტი ხვიჩა კვარაცხელია. Express.co.uk. ეს ყველაფერი მას შემდეგ, რაც არსენალმა უკრაინელი მიხაილო მუდრიკი ვეღარ იყიდა. მუდრიკი ჩელსიში გადავიდა. არსენალს სურს, რომ ორივე ფლანგი გააძლიეროს. იანვარში სურს მოასწროს მარჯვენა გარემარბის ყიდვა და N 1 კანდიდატი… Continue reading არსენალის სია: ხვიჩა ხუთეულშია
Tag: რაფინია
პასუხი როის…
ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელებმა, რაფინიამ და ლუკას პაკეტამ, მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილ კაპიტანს, ამჟამად კი ტელეექსპერტს, როი კინს ცეკვის გამო კრიტიკაზე უპასუხეს. შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში სამხრეთ კორეასთან მატჩისას (4:1) ბრაზილიელი ფეხბურთლები ყველა გოლს ჯგუფური ცეკვით აღნიშნავდნენ, რაზედაც კინმა თქვა – ეს მეტოქის უპატივცემულობააო. „ეს მისი პრობლემაა, ვისაც არ მოსწონს. იგივეს გავაგრძელებთ“, – ციტირებს რაფინიას სიტვებს… Continue reading პასუხი როის…
ბარსას არავინ ენდობა – ლიდსის ჯარიმა, თუ…
ბარსელონას რაფინიაში ფულის გადახდა მხოლოდ მას შემდეგ სურდა, რაც ფეხბურთელს დაარეგისტრირებდა. 25 წლის გარემარბის ტრანსფერის დეტალებზე The Athletic წერს. ლიდსი და ჩელსი უკვე ყველაფერზე შეთანხმებულნი იყვნენ, როდესაც ფეხბურთელის აგენტმა, დეკომ, მოლაპარაკებები შეაჩერა და ბარსას წინადადებას დაელოდა. კატალონიელებმა შეთავაზება გააკეთეს, თუმცა გუნდს იმაზე ნაკლები, ვიდრე ლონდონელებმა. ამასთან ერთად, ბარსელონამ ინგლისელებს ასეთი თხოვნით მიმართა: იმის გამო, რომ… Continue reading ბარსას არავინ ენდობა – ლიდსის ჯარიმა, თუ…
რაფინიას ულამაზესი გოლი მადრიდის რეალის კარში | ვიდეო
ლას ვეგასში მადრიდის რეალი და ბარსელონა წინა სასეზონო მატჩში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ბარსელონას ახალწვეულმა რაფინიამ მატჩის 27-ე ულამაზესი გასროლით ელ კლასიკოში პირველი გოლი გაიტანა.
რაფინია: “ჩვენ მადრიდის რეალზე უკეთესები ვართ”
რამდენიმე კვირის წინ ლიდსიდან ბარსელონაში გადასულმა ბრაზილიელმა ვინგერმა, რაფინიამ ინტერ მაიამისთან გამანადგურებელი გამარჯვების შემდეგ თავისი დებიუტი და მატჩი შეაფასა. ამხანაგური მატჩის პირველ ტაიმში ბრაზილიელმა 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა. პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ კი მოედანი დატოვა. მატჩის შემდეგ გაკეთებულ კომენტარში კი, 24ში მადრიდის რეალთან გასამართ კლასიკოზე ემოციები ვერ დამალა. “ბედნიერი ვარ რომ პირველი… Continue reading რაფინია: “ჩვენ მადრიდის რეალზე უკეთესები ვართ”
თითქმის… რაფინია ოცნებაში
ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველი რაფინია ლიდსს ტოვებს… და გადაწყვეტილია, სადაც გადადის: ბარსელონაში. დიდი შანსია, კონტრაქტის შესახებ ამ კვირშივე ოფიციალურად გამოცხადდეს. ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს ცნობით, ბარსა 72 მილიონ ევროს გადაუხდის ლიდსს და პლუს, ბონუსებს. საერთო ჯამში, 75 მილიონი ევრო დაუჯდებათ. 25 წლის ბრაზილიელზე ადრეც გვეწერა, რომ ბარსელონა მისი საყვარელი კლუბია და ბავშვობიდან ოცნებობდა იქ თამაშზე. რაფინია, რომელიც… Continue reading თითქმის… რაფინია ოცნებაში
რაფა და ტაია
ლიდსის ბრაზილიელი გარემარბი, რაფინია, არსენალის, ჩელსისა და ბარსელონას ინტერესთა სფეროშია მოქცეული, თუმცა ამ დღეებში ალბათ ნაკლებად ფიქრობს ფეხბურთზე და მით უმეტეს, სატრანსფერო ამბებზე. ის მიმხიბლავ მეუღლესთან, ტაია როდრიგესთან ერთად იბიცაზე ისვენებს. ტაია, რომელიც ნატალიას შემოკლებული ვარიანტია, 25 წლის ბრაზილიელს ცოლად წლეულს გაჰყოლია და მიუხედავად იმისა, რომ ერთი ხანი გასულა, თაფლობის თვის მაგვარი სწორედ ახლა ჰქონიათ.
რაფინია: უარი ლივერპულს, რადგან…
ლიდსის ლიდერმა რაფინიამ ფავორიტი კლუბი აირჩია: 25 წლის ბრაზილიელმა ლივერპულის წინადადებაზე უარი განაცხადა, რადგან ბარსელონაში გადასვლა სურს. უახლოეს დღეებში რაფინია ბარსას დირექტორ მატეო ალემანის შეხვდება, ჩავისთან კი უკვე უსაუბრია. დიდი შანსია, ტრანსფერი შედგეს და ამ შემთხვევაში ელიან, რომ ბარსელონას დაახლოებით 50 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. რაფინიას დიდი დამსახურებაა, რომ ლიდსმა პრემიერლიგაში ადგილი შეინარჩუნა. ეს დღევანდელი… Continue reading რაფინია: უარი ლივერპულს, რადგან…
რაფინია და გრანდი: თითქმის გადაწყვეტილი
25 წლის რაფინია ახლოსაა გრანდში გადასვლასთან. ეს კლუბია ბარსელონა… ცნობილი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო წერს, რომ მხარეებმა მოილაპარაკეს და მცირე დეტალებიღა დარჩა. ბრაზილიელი შემტევი რაფინია ლიდსში თამაშობს და მშვენიერ სეზონს ატარებს: 10 გოლი, 3 საგოლე პასი. კონტრაქტი 2024 წელს უმთავრდება, მაგრამ არსებობს პუნქტი: გასაშვები თანხა 75 მილიონი ევროა… და თუ ლიდსი გავარდება პრემიერლიგიდან, მაშინ ეს გასაშვები… Continue reading რაფინია და გრანდი: თითქმის გადაწყვეტილი
50 მილიონი? რაფინია გრანდს უახლოვდება…
რა სიახლეები შეიძლება იყოს ბუნდესლიგაში? ბევრი, მაგრამ აი, ახალი მოსალოდნელი ტრანსფერის შესახებ. დიდი შანსია, ამ ზამთარს ბაიერნმა ბრაზილიელი შემტევი შეიძინოს. საუბარია ლიდსის რაფინიაზე… 25 წლის რაფინია ლიდსის ერთ-ერთი ლიდერია, ბრაზილიის ნაკრებშიც უკვე სასტარტოში ათამაშებენ. გერმანული საიტები ინფორმაციას TNT Sport Brazil-ზე დაყრდნობით წერენ – ტრანსფერის ფასი დაახლოებით 50 მილიონი ევრო იქნებაო. მეტიც, რაფინიას პირველი კლუბი ავაიც… Continue reading 50 მილიონი? რაფინია გრანდს უახლოვდება…