ლა ლიგის 26-ე ტურში ელ კლასიკო გაიმართა, სადაც ბარსელონამ რეალი შინ 2:1 დაამარცხა. მატჩი საკმაოდ საინტერესო და დაძაბული გამოდგა. პირველი გოლი მე-9 წუთზე გავიდა, როცა ვინისიუსის აქტიურობის და ჩაწოდების შემდეგ, ბურთი არაუხოს მოხვდა და ტერ შტეგენის კარში აღმოჩნდა. ანგარიში ტაიმის ბოლო წუთზე სერხი რობერტომ მოხდენილი დარტყმით გაათანაბრა. ამ თამაშამდე გუნდებს შორის 9 ქულიანი სხვაობა იყო… Continue reading დიდი ნაბიჯი ჩემპიონობისკენ – ბარსელონამ ელ კლასიკო მოიგო
Tag: რეალი
ტუხელი რეალში
ჩელსის ყოფილი თავკაცი ტომას ტუხელი მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელის პოსტზე კარლო ანჩელოტის ყველაზე რეალური სავარაუდო შემცვლელია. 49 წლის გერმანელმა სპეციალისტმა ესპანურის სწავლა უკვე დაიწყო. ტუხელის ბოლო კლუბი ჩელსი გახლდათ, რომელიც მან გასულ სექტემბერს დატოვა. მანამდე ის პსჟ-ს, დორტმუნდსა და მაინცს წვრთნიდა. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მადრიდის რეალი ანჩელოტის იმ შემთხვევაში გაათავისუფლებს, თუ გუნდი მიმდინარე სეზონში ვერც… Continue reading ტუხელი რეალში
რეალი კვარაცხელიაზე დაკვირვებას აგრძელებს
პოპულარულ ესპანურ საიტზე Football Espana ხვიჩა კვარაცხელიაზე დაიწერა. გამოცემაში ნათქვამია, რომ მადრიდის რეალი ქართველ შემტევს კვლავ აკვირდება. “ხვიჩა კვარაცხელია აგრძელებს იმის ჩვენებას თუ რატომ არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფეხბურთელი. 22 წლის ნახევარმცველი ევროპაში მაღალ დონეზე ჯერ პირველ სეზონს ატარებს. ქართველ ფეხბურთელს ნაპოლიში გადასვლის შემდეგ, მეტსახელად კვარადონა შეარქვეს. დიეგო მარადონასთან შედარება მას ატალანტასთან ფანტასტიკურმა გოლმაც… Continue reading რეალი კვარაცხელიაზე დაკვირვებას აგრძელებს
რეალი დაიღალა…
ესპანური Marca წერს, რომ კილიან მბაპეს რეალში შესაძლო გადასვლის თემა დახურულია. რეალი ამ საკითხით დაიღალაო… თანაც მადრიდში არარეალურად მიაჩნიათ, რომ მბაპემ პსჟ-ში ზღაპრულ კონტრაქტზე უარი თქვას და შეწყვიტოს. ასე რომ, ეს სანტა-ბარბარას სერიალივით დაუსრულებელი ამბავი მთავრდება. და ვისზე გადაერთვება სამეფო კლუბი? ერთი ფეხბურთელისადმი ინტერესი ნამდვილად ცნობილია და საამაყოა, რომ ეს ქართველი ხვიჩა კვარაცხელიაა. თუმცა კვარა… Continue reading რეალი დაიღალა…
რეალი ლივერპულთან დანაკლისით ითამაშებს
დავიდ ალაბას ბარძაყის ტრავმა აქვს. The Athletic-ის ჟურნალისტის მარიო კორტეგანას ინფორმაციით, ავსტრიელი მცველი ლივერპულთან ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/8 ფინალურ მატჩს გამოტოვებს. ალაბამ ტრავმა პირველ 1/8 ფინალურ შეხვედრაში მიიღო, როცა სამეფო გუნდმა ლივერპული 5:2 დაამარცხა. 19 მარტს რეალი ბარსელონას შეხვდება და ჯერ უცნობია მოასწრებს თუ არა ალაბა ელ კლასიკოსთვის გამოჯანმრთელებას. ალაბა რეალში 2021 წლის ზაფხულში მიუნხენის… Continue reading რეალი ლივერპულთან დანაკლისით ითამაშებს
რეალის ფეხბურთელი: ქართველ ხალხთან ერთად ვდგავართ
საქართველოში გამართულ საპროტესტო აქციებს, მადრიდის რეალის ფეხბურთელი ანდრეი ლუნინი გამოეხმაურა. ლუნინმა ინსტაგრამ სთორიზე აქციის ფოტო დადო. “ქართველ ხალხთან ერთად ვდგავართ” – დააწერა ლუნინმა ფოტოზე. შეგახსენებთ, რომ საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს, საკმაოდ ბევრი ქართველი სპორტსმენი გამოეხმაურა. მათ შორის იყვნენ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებიც. რაც შეეხება ლუნინს, უკრაინელმა მეკარემ მიმდინარე სეზონში რეალის რიგებში 9 მატჩი ჩაატარა.
გუტის სთორი – კუმირი ქართველს აქებს!
ხვიჩა კვარაცხელიას არაერთხელ უთქვამს, რომ ფეხბურთი გუტიმ შეაყვარა. ბავშვობაში თეთრ ფორმას იცვამდა და ესპანელის გამო 14 ნომერს აწერდა… ხვიჩას დიდებული გოლით, ატალანტასთან ნაპოლი დაწინაურდა. ეს გუტისაც არ გამორჩენია.
რეალი 3:1 ესპანიოლი (ვიდეო)
ბენზემა ესპანიოლთან ვერ ითამაშებს, თუმცა…
რეალი ლა ლიგის უახლოეს მატჩში ესპანიოლთან ითამაშებს. ამ შეხვედრაში ტრავმის გამო მონაწილეობას კარიმ ბენზემა ვერ მიიღებს, თუმცა კარლო ანჩელოტის თქმით, ფრანგს ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/8 ფინალში ლივერპულთან თამაში შეეძლება. “კარიმს კოჭის ტრავმა ჰქონდა. მან ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიში დაიწყო და ოთხშაბათს ლივერპულთან თამაში შეეძლება.” – ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს Marca. ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8 ფინალში რეალმა ლივერპულთან… Continue reading ბენზემა ესპანიოლთან ვერ ითამაშებს, თუმცა…
ზიდანის კაცი სიონში
დევიდ ბეტონი შვეიცარიული სიონის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. მან კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა. მანამდე 51 წლის ფრანგი სპეციალისტი მადრიდის რეალში ზინედინ ზიდანის სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა, შემდეგ კი კანის ახალგაზრდულ გუნდს ავარჯიშებდა. მთავარ მწვრთნელად არასოდეს უმუშავია. შვეიცარიულ სუპერლიგაში 23-ე ტურის შემდეგ სიონი 23 ქულით ბოლოსწინა, მე-9 ადგილზეა.