ნიკოლოზ ბასილაშვილი US OPEN-ს გამოეთიშა

US OPEN-ის მესამე წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილმა დასანანი მარცხი იწვნია რეილი ოპელკასთან და ასპარეზობას გამოეთიშა. შეხვედრის სტარტი ქართველ ჩოგბურთელს იდეალური გამოუვიდა – მესამე გეიმში შეძლო მეტოქის ჩაწოდების აღება და 2:1 დაწინაურდა. სამწუხაროდ ამერიკელი დროულად გამოფხიზლდა და მომდევნო გეიმში უკუბრეიკი შეასრულა 2:2.ამ ფაქტის შემდეგ ორივე ჩოგბურთელი იოლად იგებდა გეიმებს საკუთარ ჩაწოდებაზე და სეტის ბედიც ტაიბრეიკზე გადაწყდა –… Continue reading ნიკოლოზ ბასილაშვილი US OPEN-ს გამოეთიშა

ბასილაშვილი US OPEN-ის მესამე წრეშია

ნიკოლოზ ბასილაშვილი აგრძელებს წარმატებულ ასპარეზობას US OPEN-ზე. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ტურნირის მეორე წრეში 7:6 6:3 7:5 დაამარცხა ამერიკელი მაქსიმე კრისი და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა. ნიკამ შეხვედრა ბრწყინვალედ დაიწყო – პირველივე გეიმში „მშრალზე“ მოიგო მეტოქის ჩაწოდება და ბრეიკიანი უპირატესობით დაწინაურდა. ბასილაშვილმა ეს ჰანდიკაპი მე-8 გეიმამდე შეინარჩუნა, როდესაც ამერიკელმა ისარგებლა მომენტით, როდესაც ქართველს პირველი ჩაწოდება არ… Continue reading ბასილაშვილი US OPEN-ის მესამე წრეშია

დანილ მედვედევმა მეოთხე მასტერსი მოიგო

Aug 15, 2021; Toronto, Ontario, Canada; Daniil Medvedev of Russia poses with the trophy after defeating Reilly Opelka of the United States (not pictured) in the finals of the National Bank Open at Aviva Centre. Mandatory Credit: Dan Hamilton-USA TODAY Sports

კანადის მასტერსზე, პირველ ნომრად განთესილმა დანილ მედვედევმა ფინალურ შეხვედრაში 6:4 6:3 სძლია რეილი ოპელკას და კარიერაში მე-12 ტიტული მოიგო. პირველი სეტის მეოთხე გეიმში ამერიკელმა სამმაგი ბრეიკპოინტი მიიღო, თუმცა ამ შანსის გამოყენება ვერ შეძლო. მომდევნო გეიმში კი უკვე რუსმა ჩოგბურთელმა შეასრულა ბრეიკი და შემდეგ წარმატებით შეინარჩუნა ეს ჰანდიკაპი სეტის ბოლომდე 6:4. მეორე პარტიაში დანილმა ორჯერ შეძლო… Continue reading დანილ მედვედევმა მეოთხე მასტერსი მოიგო

ფავორიტთა დღე კანადის მასტერსზე

ტორონტოში გრძელდება კანადის საჩოგბურთო მასტერსი. უაღრესად საინტერესო და დაძაბული გამოდგა მეოთხედფინალური მატჩები. ოთხივე შეხვედრაში ფავორიტებმა იმარჯვეს და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვეს. მსოფლიო რეიტინგის მესამე ჩოგანმა – სტეფანოს ციციპასმა 76 წუთში გაანადგურა კასპერ რუუდი 6:1 6:4 და ნახევარფინალში გავიდა. ბერძენმა ჩოგბურთელმა სამჯერ დააბრეიკა მოწინააღმდეგე, საკუთარი ჩაწოდება კი არცერთხელ არ წაუგია.სტეფანოსმა 8 ეისი ჩააწოდა და პირველ ჩაოწდებაზე… Continue reading ფავორიტთა დღე კანადის მასტერსზე