არველაძე ლეგენდების მატჩში ითამაშებს

SWANSEA, WALES - SEPTEMBER 17: Hull City manager Shota Arveladze stands on the touch line prior to the Sky Bet Championship match between Swansea City and Hull City at the Swansea.com Stadium on September 17, 2022 in Swansea, Wales. (Photo by Athena Pictures/Getty Images)

შოთა არველაძე მარტში აირბოქსზე კიდევ ერთხელ ითამაშებს. რეინჯერსის ყოფილი თავდამსხმელი ლეგენდების მატჩში მიიღებს მონაწილეობას, სადაც რეინჯერსის ლეგენდები მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდებს დაუპირისპირდებიან. მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდებში რობინ ბან პერსი, პოლ სქოულზი, მიკაელ ესიენი და სხვა ცნობილი ვარსკვლავები ითამაშებენ. “მიხარია, რომ მარტში რეინჯერსის მაისურს კიდევ ერთხელ მოვირგებ, ლეგენდების მატჩში. ყოველთვის სასიამოვნოა ასეთ თამაშებში მონაწილეობის მიღება, მეგობრებთან და ძველ… Continue reading არველაძე ლეგენდების მატჩში ითამაშებს

აგუერო არ ჩამოწერდა

არგენტინის ნაკრების და მანჩესტერ სიტის ყოფილმა თავდამსხმელმა, სერხიო აგუერომ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ სეზონის ცუდი დასაწყისის მიუხედავად, ლივერპულის ჩამოწერა ჯერ ადრეა. „ლივერპულს თავდასხმაში კადრების დეფიციტი აქვს. არ გაუმართლათ ტრავმების მხრივ. მაგრამ მჯერა, რომ მოთამაშეები მალე გამოჯანმთელდებიან და ისეთივე კონკურენტუნარიანები გახდებიან, როგორებიც იყვნენ. მით უმეტეს, ასეთი ნიჭიერი მწვრთნელის ხელში. ამიტომ, ვფიქრობ, ლივერპულის ჩამოწერა ჯერ ადრეა“, – თქვა… Continue reading აგუერო არ ჩამოწერდა

მაინც იმღერეს…

რეინჯერსსა და ნაპოლის მატჩის დაწყებამდე უეფას აკრძალვის მიუხედავად, აიბროქსის სტადიონზე წუთიერი დუმილის შემდეგ ბრიტანეთის ჰიმნი მაინც შეასრულეს. მატჩი 13 სექტემბერს უნდა გამართულიყო, მაგრამ ბრიტანეთის დედოფლის ელისაბედ II-ის გარდაცვალების გამო ერთი დღით გადაიდო. იტალიელი ქომაგები მატჩს არ დაასწრეს. ჩელსი, სიტი და რეინჯერსი უეფას სთხოვდნენ მატჩების წინ ბრიტანეთის ჰიმნი შეესრულებინათ. მაგრამ ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ უარი უთხრა… Continue reading მაინც იმღერეს…

ენდი… როცა იცი, რომ მხოლოდ 6 თვეს იცოცხლებ

ბრიტანულ პრესაში ცუდი ინფორმაცია გავრცელდა: გლაზგო რეინჯერსის ლეგენდარულ მეკარე ენდი გორამს საყლაპავი მილის მეოთხე სტადიის სიმსივნე დაუდგინეს და გაირკვა, რომ დაახლოებით ექვსი თვეღა იცოცხლებს. გორამი მანჩესტერ იუნაიტედშიც თამაშობდა, მაგრამ უკვე ასაკში როცა იყო. ფაბიენ ბარტეზის დუბლიორად. შოტლანდიის ნაკრებში კი 43 მატჩი აქვს ჩატარებული, მათ შორის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე. 58 წლის გორამი ძალიან გახდა. ქიმიოთერაპიაზე… Continue reading ენდი… როცა იცი, რომ მხოლოდ 6 თვეს იცოცხლებ

ჯოვანი ვან ბრონკჰორსტი: პენალტები ლატარეაა და ჩვენ წაგებული ბილეთი ამოვიღეთ

ევროპა ლიგის ფინალში რეინჯერსი აინტრახტს შეხვდა. მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო 1:1 დასრულდა, პენალტების სერიაში კი შოტლანდიელებმა 4:5 წააგეს. მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ჯოვანი ვან ბრონკჰორსტმა ისაუბრა. “პენალტები ყოველთვის ლატარეაა და დღეს წაგებული ბილეთი ამოვიღეთ. ჩემი ფეხბურთელების თავდადებით კმაყოფილი ვარ. ფინალი არის მოგონება, რომელიც ყოველთვის გემახსოვრება. ეს ძალიან მტკივნეულია. ფეხბურთელობისას მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი წავაგე და არ… Continue reading ჯოვანი ვან ბრონკჰორსტი: პენალტები ლატარეაა და ჩვენ წაგებული ბილეთი ამოვიღეთ

ნერვების ომი – აინტრახტმა ევროპა ლიგა მოიგო

BARCELONA, SPAIN - APRIL 14: Filip Kostic of Eintracht Frankfurt celebrates after scoring their sides first goal during the UEFA Europa League Quarter Final Leg Two match between FC Barcelona and Eintracht Frankfurt at Camp Nou on April 14, 2022 in Barcelona, Spain. (Photo by David Ramos/Getty Images)

ფრანქფურტის აინტრახტმა ევროპა ლიგა მოიგო, გერმანელებმა ფინალში გლაზგოს რეინჯერსი დაამარცხეს. სანჩს პის ხუანზე გამართული შეხვედრის ძირითადი და დამატებითი დრო 1:1 დასრულდა, პენალტებში კი აინტრახტმა 5:4 გაიმარჯვა. მატჩის უმეტესი ნაწილი აინტრახტის უპირატესობით წარიმართა. გერმანელები უფრო მეტად უტევდნენ და სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ თუ ვინმე მოგებას იმსახურებდა, ეს პირველ რიგში აინტრახტი იყო. აღსანიშნავია, რომ აინტრახტმა ევროპა ლიგის… Continue reading ნერვების ომი – აინტრახტმა ევროპა ლიგა მოიგო

სევილიაში გლაზგო ათუხთუხდა

დღეს საღამოს ევროპა ლიგის ფინალში ერთმანეთს სევილიაში რეინჯერსი და აინტრახტი დაუპირისპირდებიან. ქალაქში კი უკვე გუშინ დიდი მხიარულება იყო. თუმცა ქომაგები მთელი მსოფლიოდან ისევ ემატებიან და ემატებიან. ვარაუდობენ, რომ მატჩის დაწყებისთვის ქალაქში დაახლოებით 100 ათასი გულშემატკივარი შეიკრიბება. რეინჯერსის ფანები დროს უქმად არ კარგავენ. უკვე მოედნენ ადგილობრივ ბარებსა და რესტორნებს. სევილიაში შესანიშნავი ამინდია და ფანტანებში ჭყუმპალაობასაც არ… Continue reading სევილიაში გლაზგო ათუხთუხდა

ნორმალურია? N 1 ბომბარდირი მარჯვენა მცველია

ასეთ რამეს იშვიათად გაიგებთ. ევროპა ლიგის სეზონის საუკეთესო ბომბარდირი ამპლუით… მარჯვენა მცველია. მისი სახელ-გვარია ჯეიმს ტავერნიე. გლაზგო რეინჯერსის 31 წლის ინგლისელი. 7 გოლი გაიტანა. მე-7 იყო ლაიპციგთან საპასუხო ნახევარფინალში. რეინჯერსს 0:1 ჰქონდა წაგებული და შინ 3:1 მოუგო. შოტლანდიური კლუბი ევროპა ლიგის ფინალში გავიდა, სადაც ფრანკფურტის აინტრახტს შეხვდება. 18 მაისს, სევილიის სტადიონზე… ტავერნიე მშვენივრად ასრულებს საჯარიმოებს,… Continue reading ნორმალურია? N 1 ბომბარდირი მარჯვენა მცველია

ყური სად გაქვს?..

ლაიფციგმა ევროპა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში გლაზგოს რეინჯერსს უმასპინძლა. შოტლანდიელი გულშემატკივრები კი გერმანიაში ესპანეთიდან, კერძოდ გრან-კანარიიდან ჩავიდნენ. საინტერესოა, რომ ედინბურგიდან ლაიფციგამდე 710 კილომეტრია, ედინბურგიდან გრან-კანარიაში, იქიდან კი ლაიფციგამდე კი 4 200 კილომეტრი. მაშ რაშია საქმე? საქმე ის არის, რომ ბოლო დროს შოტლანდიაში ავიაბილეთები ძალიან გაძვირებულა. თუ ადრე უმეტესი რეისები დაახლოებით 100 გირვანქა ღირდა, ამჟამად ლამის… Continue reading ყური სად გაქვს?..