ემოციების ზღვა: როგორ შეხვდა რიშარლისონი მსოფლიოზე გამოძახებას [ვიდეო]

ამ ვიდეომ ინტერნეტ სივრცე დაიპყრო: სამუნდიალე განაცხადში მოხვედრას რიშარლისონი ასე ემოციურად შეხვდა… თითქოს რა, ძირითადშიც ხშირად თამაშობს და კითხვის ნიშანი არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ…   ეს ხომ ბრაზილია და მუნდიალია…  

“ყველაფერი, რათა ნეიმარმა მსოფლიო გამოტოვოს…”(5:1 Video)

ბრაზილიამ ამხანაგურ მატჩში 5:1 მოუგო ტუნისს. ეს პარიზის პარკ დე პრენსზე და რამდენიმე საინტერესო, თან ცუდი მომენტიც ვნახეთ. ცუდით დავიწყოთ: რიშარლისონმა გოლი გაიტანა, აღნიშნავდა და ტრიბუნიდან ბანანები ესროლეს. ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციამ საჩივარი შეიტანა. ისე, რიშარლისონს ბოლო დროს მშვენიერი სტატისტიკა აქვს ნაკრებში: ბოლო 6 მატჩში 7 გოლი. მეორე: ტუნისელები ხშირად უხეშობდნენ ნეიმარზე. ბრაზილიელთა მწვრთნელმა ტიტემ ასეთი… Continue reading “ყველაფერი, რათა ნეიმარმა მსოფლიო გამოტოვოს…”(5:1 Video)

ცრემლები

ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგაში დაბრუნებულმა ტოტენჰემმა, ტურნირის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში ფრანგულ მარსელს 2:0 მოუგო. ორივე გოლი დეზების ბრაზილიელმა ახალწვეულმა, რიშარლისონმა გაიტანა. საფინალო სასტვენის შემდეგ ემოციებს ვეღარ გაუმკლავდა და ბავშვივით ატირდა. რიშარლისონი ტოტენჰემმა ევერტონისგან 60 მილიონ გირვანქად იყიდა. ბევრს ეს ამბავი არ მოეწონა. ამბობდნენ: წინა ხაზზე კეინი, სონი და კულუშევსკი ჰყავთ და რიშარლისონი რისთვის დასჭირდათ, საუკეთესო… Continue reading ცრემლები

ჩხუბი ბრაზილიის ნაკრებში

ბრაზილიის ნაკრებმა იაპონიის ეროვნული გუნდი ტოკიოს ოლიმპიურ სტადიონზე ნეიმარის გვიანი და ერთადერთი გოლით დაამარცხა. მატჩის წინა დღეს კი ბრაზილიელთა საწვრთნელ ბანაკში ერთი უსიამოვნო ამბავი მოხდა. შუა ვარჯიშისას რეალის ვინისიუსი და ევერტონის რიშარლოსონი ერთმანეთს დაერივნენ, გაწევ-გამოწევა ლამის მუშტიკრივში გადაიზარდა. თანაგუნდელები უცებ გაჩდნენ მათთან გასაშველებლად. როცა ნეიმარმა რიშარლისონს კისერში მოჰკიდა ხელი, ამ უკანასკნელს ეგონა პსჟ-ის შემტევი ვინისიუსს… Continue reading ჩხუბი ბრაზილიის ნაკრებში

რიშარლისონი: ნეტავ, ლივერპულმა ლიგა ვერ მოიგოს…

  ლივერპულმა ჩემპიონთა ლიგა რომ მოიგოს, ლივერპულის შემტევს, რიჩალისონს ძალიან არ უნდა… რატომ? მიზეზი მარტივია, თანაქალაქელთა გულშემატკივრები მის გუნდს კიდევ ერთხელ დასცინებენ… “თუ ინგლისზე ვსაუბრობთ, მირჩევნია ლიგა ლივერპულმა არ მოიგოს, რადგან, მოგვწონს თუ არა, ისინი ჩვენი მთავარი მოწინააღმდეგეები არიან. ნამდვილად არ გვინდა ამ ბიჭებმა მოიგონ. თუ მოიგებენ, ვიცი, გულშემატკივრები ბანერებსა თუ სოციალურ მედიაში დაგვცინებენ. არჩევანი… Continue reading რიშარლისონი: ნეტავ, ლივერპულმა ლიგა ვერ მოიგოს…