ბაუტისტა აგუტის მე-11 ტიტული

ავსტრიის ქალაქ კიცბუელში დასრულდა ATP-ის 250-იანთა კატეგორიის ტურნირი. ფინალურ შეხვედრაში რობერტო ბაუტისტა აგუტმა 6:2 6:2 სძლია ფილიპ მიზოლიჩს და კარიერაში მე-11 ტიტული მოიპოვა. მატჩი 94 წუთს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში ესპანელი დომინირებდა კორტზე. რობერტომ ორივე სეტში ორ-ორი ბრეიკი შეასრულა და გეიმი საკუთარ ჩაწოდებაზე არცერთხელ არ დაუკარგავს. ბაუტისტა აგუტის ანგარიშზე ასევე გახლდათ 1 ეისი და… Continue reading ბაუტისტა აგუტის მე-11 ტიტული

პირველად 2020 წლის შემდეგ

მსოფლიო რეიტინგის ყოფილი მესამე ჩოგანი დომინიკ ტიმი ნელ-ნელა უბრუნდება ოპტიმალურ სათამაშო ფორმას. ბაშტადის ტურნირის მეორე წრეში ავსტრიელმა ჩოგბურთელმა 7:6 3:6 6:4 სძლია რობერტო ბაუტისტა აგუტს და 1/4 ფინალის საგზური მოიპოვა. დომინიკმა 2020 წლის შემდეგ პირველად შეძლო რეიტინგის ტოპ 20-ის წარმომადგენლის დამარცხება. ტიმმა 2021 წლის მადრიდის მასტერსის შემდეგ პირველად შეძლო ATP TOUR-ზე ზედიზედ 2 მატჩის მოგება.… Continue reading პირველად 2020 წლის შემდეგ

ციციპასმა ბალახის საფარიანი ტურნირი პირველად მოიგო

ესპანეთის ქალაქ მალიორკაში დასრულდა ATP-ის 250-იანთა კატეგორიის ტურნირი, რომლის ფინალშიც სტეფანოს ციციპასმა 6:4 3:6 7:6 დაამარცხა რობერტო ბაუტისტა აგუტი და კარიერაში მეცხრე ტიტული მოიგო. მატჩი საკმაოდ დაძაბული და რთული გამოდგა. ბერძენმა პირველ პარტიაში 6:4 იმარჯვა, მეორეში კი 3:1 დაწინაურდა და თითქოს მარტივად უნდა მიეყვანა საქმე საბოლოო გაგამარჯვებამდე, თუმცა ნაადრევად მოდუნდა – ზედიზედ 5 გეიმი წააგო… Continue reading ციციპასმა ბალახის საფარიანი ტურნირი პირველად მოიგო

ანტუან ბელერი – მალიორკას ტურნირის მთავარი სენსაცია

ესპანეთის ქალაქ მალიორკაში გრძელდება ATP-ის 250-იანთა კატეგორიის ტურნირი. გათამაშების მთავარ სენსაციად იქცა 25 წლის შვეიცარიელი ჩოგბურთელი ანტუან ბელერი. მსოფლიო რეიტინგის N303 ჩოგანმა ჯერ კვალიფიკაცია გაიარა წარმატებით, შემდეგ კი ძირითად ბადეში ზედიზედ 3 მატჩი მოიგო და ნახევარფინალშია. ანტუან ბელერი მალიორკას ტურნირზე 1 საკვალიფიკაციო ეტაპი ბელერი – ტაბერნერი 6:3 7:6 2 საკვალიფიკაციო ეტაპი ბელერი – როზენკრანხი 4:6… Continue reading ანტუან ბელერი – მალიორკას ტურნირის მთავარი სენსაცია

აგუტის რევანში ბასილაშვილთან

ყატარის დედაქალაქ დოჰაში დასრულდა ATP-ის 250-იანთა კატეგორიის ტურნირი, ფინალურ მატჩში რობერტო ბაუტისტა აგუტმა 6-3 6-4 დაამარცხა ნიკა ბასილაშვილი და კარიერაში მეათე ტიტული მოიგო. ესპანელმა ჩოგბურთელმა 1 წლის წინ დოჰას ფინალი ნიკასთან წააგო, ახლა კი სრულფასოვანი რევანში აიღო საქართველოს პირველ ჩოგანთან. შეხვედრის სტარტი ნიკას უკეთესი გამოუვიდა, რომელმაც მესამე გეიმში მშრალი ანგარიშით მოიგო ესპანელის ჩაწოდება და ბრეიკით… Continue reading აგუტის რევანში ბასილაშვილთან

ენდი მარეის გამანადგურებელი მარცხი

დოჰას ტურნირის მეორე წრეში, მსოფლიო რეიტინგის ყოფილმა პირველმა ჩოგანმა – ენდი მარეიმ სამარცხვინო ანგარიშით წააგო მატჩი რობერტო ბაუტისტა აგუტთან 0:6 1:6. პირველ სეტში ბრიტანელმა ჩგბურთელმა ვერცერთი გეიმის მოგება ვერ შეძლო და კარიერაში მეთორმეტედ დათმო პარტია მშრალი ანგარიშით. ბოლოს ასეთი რამ ენდის 2015 წელს, მაიამის მასტერსის ფინალში შეემთხვა. მარეიმ მესამედ დაასრულა შეხვედრა ისე რომ, მხოლოდ ერთადერთი… Continue reading ენდი მარეის გამანადგურებელი მარცხი

13 ბრეიკი გადამწყვეტ სეტში

საჩოგბურთო ისტორიიდან „უიმბლდონის“ ტურნირს ბევრი ტრადიცია აქვს შენარჩუნებული , თუმცა Manic Monday მაინც განსაკუთრებულია. ორშაბათი, როდესაც ყველა 1/8 ფინალური შეხვედრა ერთ დღეს იმართება. Manic Monday-ს მშვენებად იქცა კარენ ხაჩანოვის და სებასტიან კორდას დაპირისპირება, მატჩი, რომლის გადამწყვეტ სეტში მაყურებელმა 13 ბრეიკი იხილა. ეს მაჩვენებელი კი მამაკაცთა „უიმბლდონის“ ახალი რეკორდია, წინა „საუკეთესო“ შედეგი 1997 წელს დაფიქსირდა, როდესაც… Continue reading 13 ბრეიკი გადამწყვეტ სეტში