ლევანდოვსკი მეორე ადგილზეა

ბარსელონას თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ ესპანეთის ჩემპიონატის 22-ე ტურის მატჩში კადისთან (2:0) მორიგი ბურთი გაიტანა. პოლონელი თავდამსხმელისთვის ეს გოლი ლა ლიგაში მე-15 გახდათ. ამისათვის მას 19 მატჩი დასჭირდა. მხოლოდ მადრიდის რეალის ყოფილმა ფორვარდმა, კრიშტიანუ რონალდუმ შეძლო 2009/2010 წლების სეზონში უფრო სწრაფად გატანა. პირველი 15 გოლი პორტუგალიელმა მაშინ 17 მატჩში შეაგდო. 34 წლის ლევანდოვსკი ბარსელონას 2022 წლის… Continue reading ლევანდოვსკი მეორე ადგილზეა

რობერტ ლევანდოვსკი: მათმა თამაშმა დაგვანახა, რომ ყველაფერი შესაძლებელია

მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთ 1/8 ფინალში ერთმანეთს პოლონეთის და საფრანგეთის ნაკრებები შეხვდებიან. მოახლოებულ მატჩთან დაკავშირებით, პოლონელთა კაპიტანმა რობერტ ლევანდოვსკიმ ისაუბრა. “საფრანგეთი ფავორიტია. ჩვენ უნდა გავაუმჯობესოთ ჩვენი თამაში, რათა მათ პრობლემები შევუქმნათ. ფრანგებს დიდი გუნდი ჰყავთ, თუმცა ტუნისთან თამაშმა დაგვანახა, რომ ყველაფერი შესაძლებელია. საფრანგეთთან დაპირისპირება ჩვენთვის დიდი გამოწვევაა, გვესმის თუ რამდენად კარგი ფეხბურთელები ჰყავთ მათ. შანსები ბოლომდე… Continue reading რობერტ ლევანდოვსკი: მათმა თამაშმა დაგვანახა, რომ ყველაფერი შესაძლებელია

ესპანეთში ლევანდოვსკის დისკვალიფიკაციას განიხილავენ

ლა ლიგის მორიგ ტურში, ბარსელონა ოსასუნას ესტუმრა და 2:1 დაამარცხა. მატჩის 31-ე წუთზე მეორე ყვითელი და შესაბამისად წითელი ბარათი მიიღო რობერტ ლევანდოვსკიმ. EL Partidazode COPE-ს ინფორმაციით, პოლონელი შესაძლოა 3 მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ. ლევანდოვსკიმ გაძევების შემდეგ მსაჯს უხამსი ჟესტები უჩვენა და სწორედ ამის გამო მის საქციელს სადისციპლინო კომიტეტი განიხილავს და გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. რობერტ… Continue reading ესპანეთში ლევანდოვსკის დისკვალიფიკაციას განიხილავენ

ბარსელონამ ვალენსია ბოლოს გატეხა – რა შეფასება მიიღო მამარდაშვილმა?

VALENCIA, SPAIN - OCTOBER 29: Giorgi Mamardashvili of Valencia during the La Liga Santander match between Valencia v FC Barcelona at the Estadio de Mestalla on October 29, 2022 in Valencia Spain (Photo by David S. Bustamante/Soccrates/Getty Images)

ლა ლიგის მე-12 ტურში ვალენსიამ ბარსელონას უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. ეს ერთადერთი გოლი 93-ე წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანა. რაც შეეხება გიორგი მამარდაშვილს, მან თავიდან ბოლომდე ითამაშა. გიორგიმ Whoscored.com-ზე 6.3 შეფასება მიიღო. მან 1 სეივი შეასრულა, ერთხელ შეცდა როცა არაზუსტი პასი გააკეთა, თუმცა ამ მომენტს განსაკუთრებული არაფერი მოჰყოლია. ვალენსია ლა ლიგაში 15 ქულით მე-10 ადგილზეა. გატუზოს… Continue reading ბარსელონამ ვალენსია ბოლოს გატეხა – რა შეფასება მიიღო მამარდაშვილმა?

ლევანდოვსკიმ გერდ მიულერის სახელობის ჯილდო მიიღო

France Football-ის ყოველწლიურ დაჯილდოვებაზე რობერტ ლევანდოვსკიმ გერდ მიულერის სახელობის ჯილდო მიიღო, რაც სეზონის საუკეთესო თავდამსხმელს ნიშნავს. წინა სეზონში პოლონელი ბრწყინვალე იყო. ბაიერნის რიგებში მან ბუნდესლიგაში და ჩემპიონთ ლიგაში ერთად 44 მატჩი ჩაატარა, 48 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა. ლევანდოვსკიმ ბაიერნთან ერთად ბუნდესლიგა მოიგო.

უეფამ ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინანტები დაასახელა

უეფას ჩემპიონთა ლიგაში პირველი ტური გაიმართა. პირველი კვირის საუკეთესოობისთვის 4 ფეხბურთელი იბრძვის და გამოკითხვის შედეგად ერთ-რთi კვირის გამორჩეული ფეხბუთელი გახდება. ნომინანტები რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა), ლეროი სანე (ბაიერნი), პიოტრ ზელინსკი (ნაპოლი) და კილიან მბაპე (პსჟ) არიან. ლევანდოვსკიმ ვიქტორია პლზენთან დუბლი შეასრულა, სანემ ინტერთან გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა, ასევე დუბლი შეასრულა მბაპემაც, რომელმაც იუვენტუსს გაუტანა,… Continue reading უეფამ ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინანტები დაასახელა

რობერტ ლევანდოვსკი: ბოლო ორი კვირა ყველასთვის რთული იყო

რობერტ ლევანდოვსკიმ მიუნხენის ბაიერნი დატოვა და კარიერას ბარსელონაში გააგრძელებს. ფეხბურთელმა ხელმძრვანელობასთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ბაიერნში გატარებული დრო არასდროს დაავიწყდება. “ემოციური მომენტი იყო, გუნდის ხელმძღვანელობას შევხვდი, ყველას მადლობა გადავუხადე, საჩუქრები გადავეცი და იქაურობა დავტოვე. ბაიერნში ბევრი რამ ვისწავლე, აქ გატარებული დრო არასდროს დამავიწყდება. მადლობა ყველაფრისთვის. ბოლო ორი კვირა ყველასთვის რთული იყო.” – ციტირებს… Continue reading რობერტ ლევანდოვსკი: ბოლო ორი კვირა ყველასთვის რთული იყო

რობერტ ლევანდოვსკი: გვარდიოლამ ფეხბურთი სხვანაირად დამანახა

ბარსელონას ახალწვეულმა რობერტ ლევანდოვსკიმ პეპ გვარდიოლაზე ისაუბრა. გეცოდინებათ, რომ პოლონელი ფორვარდი და ბლაუგრანას ყოფილი მწვრთნელი ერთად ბაიერნში მუშაობდნენ. “გვარდიოლასთან ტაქტიკაზე ბევრი ვისაუბრე. ამის შემდეგ ჩემთვის ახალ სქემასთან შეგუება ბევრად მარტივია, პეპმა ფეხბურთი სხვანაირად დამანახა. მან შეცვალა ჩემი შეხედულებები ფეხბურთზე, მწვრთნელებზე, ტაქტიკაზე… მისი წყალობით ჩემთვის, ჩავის მოთხოვნებთან ადაპტაცია ბევრად მარტივია.” – წერია Marca-ზე. შეგახსენებთ, რომ ბარსელონამ… Continue reading რობერტ ლევანდოვსკი: გვარდიოლამ ფეხბურთი სხვანაირად დამანახა

რობერტ ლევანდოვსკი: ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს დიდი ხანია ბარსელონაში ვთამაშობ

ბარსელონას ახალწვეულმა რობერტ ლევანდოვსკიმ, ესპანურ გრანდზე ისაუბრა. პოლონელმა განაცხადა, რომ ისეთი შეგრძნება აქვს, თითქოს დიდი ხანია ამ გუნდის წევრია. “მოუთმენლად ველი მომავალ მატჩს, მომავალ ვარჯიშს, რადგან ვგრძნობ, რომ წინ რაღაც განსაკუთრებული გველოდება. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს დიდი ხანია ამ გუნდში ვთამაშობ. მოხარული ვარ, რომ ადაპტაციაში, როგორც თანაგუნდელები, ასევე პერსონალი მეხმარება.” – ციტირებს ლევანდოვსკის სიტყვებს Sport.es… Continue reading რობერტ ლევანდოვსკი: ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს დიდი ხანია ბარსელონაში ვთამაშობ

ასო W

ბარსელონას პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რობერტ ლევანდოვსკის ყიდვის შემდეგ, მსოფლიო ელიტაში დავბრუნდითო. რობერტი ახლა აშშ-ის ტურნეშია კატალონიელებთან ერთად, ბარსელონაში კი უცნაური ამბავი ხდება. კლუბის ოფიციალურ მაღაზიაში პოლონელი ფორვარდის ზურგზე გვარისწარწერიან მაისურებს ვერ ყიდიან. მიზეზი? თურმე საკლუბო მაღაზიაში, შრიფტში ასო W დაუმთავრდათ, რომელიც ორჯერ ფიგურირებს ლევანდოვსკის გვარში…