რეალი: წინ საკმარისია!..

მადრიდის რეალი ტოპ-შემტევის შეძენას არ აპირებს. კილიან მბაპეს უარის შემდეგ, თითქოს მოსალოდნელი იყო, რომ რეალი სხვა ფორვარდის ტრანსფერზე გადაერთვებოდა, მაგრამ AS-ის ცნობით, საქმე სხვანაირადაა. „რეალმა გადაწყვიტა, რომ გეგმა B შეტევაში ბრაზილიელებზე სრული ნდობა იქნება. ისინი ამას იმსახურებენ. ვინისიუსი და როდრიგო იმ დონის არიან, რომ მეგავარსკვლავები გახდნენ, მათ დიდი პოტენციალი აქვთ“. ვინისიუსი ისედაც თერთმეტეულის კაცი იყო… Continue reading რეალი: წინ საკმარისია!..

გოლ, გოლ, გოლ! ბრაზილია პირველი ათასიანია

რომელი ქვეყნის წარმომადგენლებს აქვთ გატანილი ყველაზე მეტი გოლი ჩემპიონთა ლიგაში? ბრაზილიელებს. 1000-ზე ავიდნენ. როდრიგომ რეალი-მანჩესტერ სიტის შეხვედრაში მეორე რომ გაიტანა, ის გამოდგა მე-1000 ბრაზილიური… მეორეზე არიან ფრანგები (803 გოლი), მესამეზე გერმანელები (798), მეოთხეზე ინგლისელები (642). ჩემპიონთა ლიგაში პირველი გოლი ნიგერიელმა დანიელ ამოკაჩიმ გაიტანა: ბრიუგე-ცსკა 1:0, ეს 1992 წელს.

კაზემირო: თითქმის შეუძლებელი შევძელით

  სანტიაგო ბერნაბეუს მაგია და რეალის სასწაული – მადრიდში გამართულ ნახევარფინალს ასე შეგვიძლია ვუწოდოთ. ბლანკოსმა სიტი 3:1 დაამარცხა და ფინალში გავიდა. მატჩის შემდეგ, კომენტარი კაზემირომ გააკეთა „2 წელი ფანების გარეშე ვითამაშეთ. ახლა შეგვიძლია ატმოსფეროთი დავტკბეთ. ეს კლუბი არასდროს ნებდება. ყველას მინდა მივულოცო. როდრიგო შემოვიდა და ფენომენალურად ითამაშა. არასდროს დანებდე. ჩვენ თითქმის შეუძლებელი შევძელით,“ – თქვა… Continue reading კაზემირო: თითქმის შეუძლებელი შევძელით

როდრიგო: „ღმერთმა გადმომხედა და მითხრა…“

  სიტისითან მატჩში გმირმა, რეალის ჯოკერმა, როდრიგომ, რომელმაც 90-ე და 91 წუთებზე გოლები გაიტანა, შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა „რა მოხდა? არ შემიძლია ავხსნა. სიტყვები არ მაქვს. ღმერთმა გადმომხედა და მითხრა: „ეს შენი დღეა,“ – თქვა როდრიგომ. დამატებით დროში, რეალმა სიტი 3:1 დაამარცხა და ლიგის ფინალში გავიდა.