დორტმუნდი: როზე დროზე ადრე გაუშვეს!

მარკო როზე დორტმუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან წავიდა… კლუბმა გაათავისუფლა წარუმატებლობის გამო: მეორე ადგილი ბუნდესლიგაში, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მესამე გასვლა და მერე ევროპა ლიგაზე გლაზგო რეინჯერსთან გავარდნა. როზე ზალცბურგსა და გლადბახში მუშაობდა. კარგი CV-ით მივიდა დორტმუნდში, მაგრამ იქ უკეთეს შედეგს ელოდნენ. ვის დანიშნავენ როზეს ნაცვლად? ფავორიტი ედინ ტერზიჩია, რომელიც როზემდე მუშაობდა დორტმუნდში. თუმცა დაველოდოთ.