რაფაელ ნადალის 22-ე გაელვება

პარიზში დასრულდა საფრანგეთის ღია პირველობა ჩოგბურთში. როლან გაროსის მამაკაცთა ერთეულთა თანრიგის ფინალში რაფაელ ნადალმა 6:3 6:3 6:0 სძლია კასპერ რუუდს და კარიერაში 22-ე დიდი სლემის ტურნირი მოიგო. ესპანელს შეხვედრაში იდეალური სტარტი გამოუვიდა – მეორე გეიმშივე შეასრულა ბრეიკი და 2:0 დაწინაურდა. კასპერი დროულად გამოფხიზლდა – უკუბრეიკი შეასრულა, თუმცა მომდევნო გეიმში კიდევ ერთხელ წააგო საკუთარი ჩაწოდება და… Continue reading რაფაელ ნადალის 22-ე გაელვება

ჟან ჟულიენ როიე – დიდი სლემის ტურნირების ყველაზე ასაკოვანი გამარჯვებული

როლან გაროსის მამაკაცთა წყვილთა თანრიგის ფინალურ მატჩში მარსელო არევალოს და ჟან-ჟულიენ როიეს დუეტმა 6:7 7:6 6:3 სძლია ივან დოდიგი/ოსტინ კრაიჩეკის ტანდემს და დიდი სლემის ტურნირის გამარჯვებული გახდა. გადამწყვეტ სეტში, მე-12 გეიმში, 5:6-ზე როიე/არევალოს წყვილმა 3 მატჩპოინტის მოგერიება შეძლო და საბოლოოდ მაინც მოიგო ეს რთული მატჩი. მიმდინარე სეზონში როიე/არევალოს წყვილმა უკვე მესამე ტურნირი მოიგო. ATP TOUR-ის… Continue reading ჟან ჟულიენ როიე – დიდი სლემის ტურნირების ყველაზე ასაკოვანი გამარჯვებული

არარეალური იგა შვიონტეკი

2022 წლის მარტის დასაწყისში, როდესაც მსოფლიო რეიტინგის პირველმა ნომერმა ეშლი ბარტიმ მოულოდნელად დაასრულა კარიერა, საკმაოდ დიდი საშიშროება გაჩნდა იმის, რომ ქალთა საჩოგბურთო ტური საერთოდ ლიდერის გარეშე დარჩებოდა. არც ბარტის ასპარეზობის პირობებში იყო მაინდამაინც ლოგიკური WTA TOUR-ის შედეგები, თუმცა ავსტრალიელი თითქმის 3 წლის განმავლობაში იდგა რეიტინგის სათავეში, ბევრ მატჩს იგებდა და სტაბილურობის გარანტი იყო. ბარტის დიდი… Continue reading არარეალური იგა შვიონტეკი

როლან გაროსის ფინალში ნადალი რუუდს დაუპირისპირდება

პარიზში დასასრულს უახლოვდება სეზონის მეორე დიდი სლემის ტურნირი – როლან გაროსი. 1/2 ფინალურ სტადიაზე რაფაელ ნადალმა ალექსანდრ ზვერევს სძლია, ხოლო კასპერ რუუდმა მარინ ჩილიჩის “ფრანგული ზღაპარი” დაასრულა. პირველები კორტზე რაფაელ ნადალი და ალექსანდრ ზვერევი გამოვიდნენ. გერმანელმა შეხვედრაში მშვენიერი სტარტი აიღო და საწყის  გეიმშივე  დააბრეიკა მეტოქე. საშა 2 გეიმიან უპირატესობას მერვე გეიმამდე ინარჩუნებდა – ესპანელმა უდიდესი… Continue reading როლან გაროსის ფინალში ნადალი რუუდს დაუპირისპირდება

18 წლის კოკო გაუფი “როლან გაროსის” ფინალში გავიდა

პარიზში დასასრულს უახლოვდება სეზონის რიგით მეორე დიდი სლემის ტურნირი. ქალთა ერთუელთა თანრიგში, როლან გაროსის 1/2 ფინალურ სტადიაზე მარტივი გამარჯვებები მოიპოვეს კოკო გაუფმა და იგა შვიონტეკმა. ამერიკელი და პოლონელი ერთმანეთს ფინალში დაუპირისპირდებიან. თავდაპირველად კორტზე მსოფლიოს პირველი ჩოგანი – იგა შვიონტეკი გამოვიდა. პოლონელმა ჩოგბურთელმა 66 წუთში გაანადგურა დარია კასატკინა და მეტოქეს მხოლოდ 3 გეიმი “დაუთმო” 6:2 6:1.… Continue reading 18 წლის კოკო გაუფი “როლან გაროსის” ფინალში გავიდა

მარინ ჩილიჩი – რუსების რისხვა

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში დასასრულს უახლოვდება საჩოგბურთო სეზონის რიგით მეორე დიდი სლემის ტურნირი. როლან გაროსის მთავარ სენსაციად იქცა 33 წლის მარინ ჩილიჩი. ვეტერანი ხორვატი თიხაზე წარმატებული თამაშით არასდროს გამოირჩეოდა, თუმცა წლევანდელ ტურნირზე ბრწყინვალედ ასპარეზობს და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. მარინი რუსი ჩოგბურთელების ნამდვილ “რისხვად” იქცა, რადგან ჩილიჩმა 1/8 ფინალში ჯერ დანილ მედვედევი “გააქრო” კორტიდან 6:2 6:3 6:2,… Continue reading მარინ ჩილიჩი – რუსების რისხვა

რაფაელ ნადალმა ნოვაკ ჯოკოვიჩი კარიერაში 29-ედ დაამარცხა

საჩოგბურთო გიგანტთა ჯახი შედგა როლან გაროსის 1/4 ფინალში – რაფაელ ნადალი ნოვაკ ჯოკოვიჩის წინააღმდეგ. ესპანელი და სერბი ერთმანეთს კარიერაში 59-ედ ხვდებოდნენ, “ჯოკო” მატჩის წინ ურთიერთშეხვედრებში 30:28 იგებდა. შეხვედრის სტარტი ნადალს უკეთესი გამოუვიდა – რაფამ პირველ და მეხუთე გეიმებში აიღო მეტოქის ჩაწოდება და ყველანაირი პრობლემების გარეშე მოიგო პირველი სეტი 6:2 (52 წუთი). მეორე პარტიის საწყის გეიმებში… Continue reading რაფაელ ნადალმა ნოვაკ ჯოკოვიჩი კარიერაში 29-ედ დაამარცხა

მედვედევი როლან გაროსზე გაანადგურეს

ორშაბათი დღე როლან გაროსზე სენსაციით დაიწყო – 19 წლის ჰოლგერ რუნემ 7:5 3:6 6:3 6:4 სძლია სტეფანოს ციციპასს და ასპარეზობას გამოთიშა ბადის ქვედა ნახევრის ფავორიტად მიჩნეული ბერძენი ჩოგბურთელი. არანაკლებ მოულოდნელი იყო დანილ მედვედევის “დაუგეგმავი” წაგება ხორვატ მარინ ჩილიჩთან. რუსმა ჩოგბურთელმა საფრანგეთის ღია პირველობა ძალიან კარგად დაიწყო და საწყისი 3 რაუნდი დამაჯერებლად, ყველანაირი პრობლემების გარეშე გაიარა… Continue reading მედვედევი როლან გაროსზე გაანადგურეს

“კარლიტოს” რევანში კორდასთნ

19 წლის კარლოს ალკარასს 2022 წლის გრუნტის სეზონზე ჯერჯერობით ერთადერთი მატჩი აქვს წაგებული – მონტე კარლოს მასტერსის მეორე წრეში მოულოდნელად დამარცხდა სებასტიან კორდასთან. ამ წაგების შემდეგ “კარლიტომ” ზედიზედ მოიგო ბარსელონას (500) და მადრიდის(1000) ტურნირები. ესპანელი თინეიჯერი როლან გაროსზე ერთ-ერთი ფავორიტის სტატუსით ჩამოვიდა ჯერჯერობით სპეციალისტების მიერ მასზე გაცემულ ავანსებს ამართლებს. საფრანგეთის ღია პირველობის მესამე რაუნდში ალკარასის… Continue reading “კარლიტოს” რევანში კორდასთნ

ჟილ სიმონის ზღაპარი გრძელდება

როლან გაროსის დაწყების წინ 37 წლის ჟილ სიმონმა განაცხადა რომ ეს საჩოგბურთო სეზონი მის კარიერაში უკანასკნელია და ბოლოჯერ თამაშობს საფრანგეთის ღია პირველობაზე. ჟურნალისტმა კითხა: “თქვენ 498 თამაში გაქვთ კარიერაში მოგებული, როგორ ფიქრობთ – შეძლებთ საიუბილეო, მე-500 გამარჯვების მოპოვებას როლან გაროსის ტურნირის მსვლელობისას? ვეტერანმა ფრანგმა გაიღიმა და მოკლედ უპასუხა: რთული იქნება, მაგრამ შევეცდები.” “პროფესორად” წოდებულმა ჟილმა… Continue reading ჟილ სიმონის ზღაპარი გრძელდება