ბრაზილია მგონი ბრაზილიურია

მე არ ვიცი რას იზამს ბრაზილია ხორვატიასთან. ერთადერთი რაც ვიცი ის არის, რომ ვუყურებ ყატარში მიმდინარე ჩემპიონატს და ვფიქრობ — ახლა ყველაზე ბედნიერები ასე, რვა-ათი წლის ბავშვები არიან, რომელთათვისაც ეს პირველი მუნდიალია. მათთვის რაღაც დიდი და განსაკუთრებული ხდება, სხვებისთვის კი… თუმცა ვისთვის როგორ. იმ დღეს მოვისმინე მოსაზრება, რომ ვინაიდან ჯგუფური ეტაპის ბოლო ტური ინტრიგით იყო… Continue reading ბრაზილია მგონი ბრაზილიურია

სამი ძმა… “მოგესალმები ბრაზილიაში, ამიგო!”

ლეგენდები… ხრისტო სტოიჩკოვი ბრაზილიაში ჩაფრინდა და ძველი მეგობრები მოინახულა: რომარიო და ბებეტო. სამივენი მსოფლიო ჩემპიონატის (1994) გმირები არიან. სტოიჩკოვი იმ მუნდიალის ერთ-ერთი ბომბარდირი გახდა 6 გოლით, ხოლო რომარიო და ბებეტო – მსოფლიო ჩემპიონები. პლუს, ხრისტომ 94-ში ოქროს ბურთი მოიგო. მისი ბულგარეთი ნახევარფინალამდე მივიდა, რაც დიდი სენსაცია იყო. ისე კი, მეორე წლიდან გახდა შესაძლებელი, რომ ოქროს… Continue reading სამი ძმა… “მოგესალმები ბრაზილიაში, ამიგო!”

რონალდინიო: მესის როგორ უსტვენთ?

რონალდინიომ ლეო მესის მხარი დაუჭირა. მას როგორ უსტვენთო – ამ პათოსით… „ვფიქრობ, მესის პარიზში მხოლოდ იმიტომ გაუჭირდა, რომ მრავალი წლის განმავლობაში სხვანაირ ფეხბურთს თამაშობდა. და იყო გუნდში, რომელიც სტილს არ ცვლიდა. მას მხოლოდ ადაპტაცია სჭირდება, დანარჩენი კი დალაგდება. დრო სჭირდება. …ვერ ვხვდები, მესის როგორ უნდა უსტვინო. მაშინ რაღა რჩება ფეხბურთში? მესის თუ უსტვენთ, მაშინ აპლოდისმენტები… Continue reading რონალდინიო: მესის როგორ უსტვენთ?

ჩემპიონი ფეხბურთში, ჩემპიონი – ქალებში

56 წლის ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელ-პოლიტიკოსმა, 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონმა, რომარიო დე სოუზა ფარიამ, გაამხილა, რომ 25 წლით უმცროს ლამაზმანს, ერთობ გავლენიან ქალბატონ მარსელ სეოლინს ხვდება. გასულ უქმეებზე რომარიომ, რომელიც პირველ მეუღლეს, მონიკა სანტოროს 1995 წელს დაშორდა, სოციალურ ქსელში ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც მარსრლთან და მეგობრებთან ერთად რომანტიკულ ვახშამზე ერთობა. მანამდე მისი ბოლო შეყვარებული, კაროლინ ნაზარიო, ყოფილ… Continue reading ჩემპიონი ფეხბურთში, ჩემპიონი – ქალებში

როცა ორ წამში გარემარბი ხარ

ვის რა მოსწონს ფეხბურთში. საქართველოში გამორჩევით ყოველთვის „მატაობა“ უყვარდათ და ამიტომაცაა „მომატავე“ ფეხბურთელები ყველაზე დიდ ვარსკვლავებად რომ ითვლებოდნენ. ფეხბურთი კი სხვადასხვა კომპონენტისგან შედგება: ბურთის მიღებისგან, დრიბლინგისგან, პასისგან, დარტყმისგან, თავურისგან, უბურთო გადაადგილებისგან, სირბილისგან, ხტომისგან… ვიღაცაზე მეუბნებოდნენ, ლაზათიანი „პოდკატის“ ნახვა ყველაფერს ურჩევნიაო. აუ, რა „პოდკატებს“ აკეთებდა თამაზ კოსტავა. ამდენი, ასე ლამაზად და სუფთად შესრულებული „პოდკატი“ სხვისი შესრულებით… Continue reading როცა ორ წამში გარემარბი ხარ

ოჰ, ეს რონალდინიო…

რონალდინიოზე ახლახან ვწერდით. ლოთობს და ალიმენტებს არიხდის, ამიტომ შეიძლება ისევ ვირის აბანოში ამოყოს თავიო. შარშანაც ხომ იჯდა პარაგვაის ციხეში ყალბი საბუთებით საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით. მოკლედ, რეციდივისტობამდე ცოტა უკლია. თუმცა მხიარილი კაცია და გულში დარდს არ გაივლებს. აი, ახლაც, რიო-დე-ჟანეიროს კოპაკაბანას პლაჟზე გამართულ ტურნირში მიიღო მონაწილეობა და ვისთან ერთად თუ იცით? არანაკლებ ლეგენდარულ რომარიოსთან, რომელიც უვე… Continue reading ოჰ, ეს რონალდინიო…