ევროპის ლიგაზე დაწყვილდნენ…

ევროპა ლიგის 1/4 ფინალების წილისყრა გაიმართა, სადაც გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ: მანჩესტერი – სევილია იუვენტუსი – სპორტინგი ლევერკუზენი – როიალ უნიონი ფეიენოორდი – რომა   1/2-ში, მანჩესტერისა და სევილიას გამარჯვებული, იუვენტუსისა და სპორტინგის გამარჯვებულს შეხვდება.

მასიმილიანო ალეგრი: ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს სამყარო ჩემს ირგვლივ ჩამოინგრა

ტურინის იუვენტუსმა სერია ა-ს 25-ე ტურში რომასთან 0:1 წააგო. მატჩის შემდეგ კომენტარი ტურინელთა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ გააკეთა. “პირველ ტაიმში მეტად უნდა შეგვეტია, რადგან რომამ ხაზებს შორის ზონები გახსნა. სამწუხაროდ გოლი აქეთ გავუშვით. კიეზა და პოგბა 100%-ით მზად არ იყვნენ. რთული თამაში იყო, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითოს ჩემს ირგვლივ სამყარო ჩამოინგრა.  ყველას შეუძლია და ბევრს უყვარს… Continue reading მასიმილიანო ალეგრი: ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს სამყარო ჩემს ირგვლივ ჩამოინგრა

მოუ და პროკურატურა

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო რომას მწვრთნელ ჟოზე მოურინიუსა და მეოთხე არბიტრ მარკო სერას შორის სერია A-ს 24-ტურში კრემონეზესთან მატჩში (1:2) მომხდარი კონფლიქტის შესახებ. მეორე ტაიმის დასაწყისში მოედნის ხაზთან ხანმოკლე შეკამათების შემდეგ, მოურინიუმ წითელი ბარათი მიიღო. მოგვიანებით პორტუგალიელმა მწვრთნელმა მომხდარზე კომენტარი გააკეთა და მიანიშნა, რომ სერა ტურნიდანაა, რომას კი შემდეგი თამაში იუვენტუსთან უწევს. თანაც,… Continue reading მოუ და პროკურატურა

რა შანსი აქვს ნაპოლის ჩემპიონობისთვის? Opta-ს მიხედვით…

ნაპოლი რომ სკუდეტოს მოპოვების უმთავრესი ფავორიტია, ცხრილში ერთი ჩახედვაც საკმარისია, თუმცა მაინც რა შანსი აქვს? Opta-ს ანალიზის მიხედვით, პარტენოპეის ჩემპიონობის ალბათობა 99.46%-ია. თითქმის გარანტირებული… როგორ დაითვალეს პროცენტი? ანალიზის ბაზაში შეიყვანეს ჩატარებული მატჩები, შედეგები, გატანილი/გაშვებული გოლები, ასევე კალენდარი და ეს შედეგი მიიღეს. ინტერის ჩემპიონობას 1000-დან 5 შანსი მისცეს; მილანს – 0,02%; ატალანტას და ლაციოს – 0.01%…… Continue reading რა შანსი აქვს ნაპოლის ჩემპიონობისთვის? Opta-ს მიხედვით…

ანტონიო კასანო: მოურინიო დიდი მწვრთნელი არასდროს ყოფილა

იტალიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ანტონიო კასანომ ჟოზე მოურინიოზე ისაუბრა. გამოცდილმა ფორვარდმა განაცხადა, რომ მოურინიოს მხოლოდ დიდ ფეხბურთელებთან ურთიერთობა გამოსდის. “მოურინიო დიდი მწვრთნელი არასდროს ყოფილა. ის უბრალოდ კომუნიკაბელური ადამიანია და იცის როგორი ურთიერთობა ჰქონდეს მედიასთან. მას ასევე კარგად გამოსდის დიდ ფეხბურთელებთან კომუნიკაცია, შედარებით დაბალი დონის მოთამაშეებთან კი ნაკლები ურთიერთობა აქვს. დიდ ფეხბურთელებთან მეგობრობა ყოველთვის ადვილია.  მისი… Continue reading ანტონიო კასანო: მოურინიო დიდი მწვრთნელი არასდროს ყოფილა

ნაპოლის პრეზიდენტი: არა, სკუდეტოს წავაგებთ… (+video)

ნაპოლის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი რომასთან მოგების მერე ემოციებს აფრქვევდა. ფანებთან გავიდა და იქ მანქანაში ძლივს ჩაჯდა, თან ჟესტებით აღნიშნავდა გამარჯვებას. მანამდე, გვირაბიდან გამოსულ დე ლაურენტისს ერთ-ერთმა ტელეჟურნალისტმა ჰკითხა: – „სკუდეტოს ვიგებთ?“… დე ლაურენტისმა კი უპასუხა: „ არა, წავაგებთ. სკუდეტოს ვკარგავთ… რა კითხვაა?“    

ჟოზე: უსამართლობაა, მოგება დავიმსახურეთ…

იტალიის სერია ა-ს მე-20 ტურში, ნაპოლიმ რომა მიიღო და 2:1 დაამრცხა. მატჩის შემდეგ, პორტუგალიელმა მთავარმა მწვრთნელმა ჟურნალისტებს შემდეგი უთხრა “მთელი მატჩი კარგად ჩავატარეთ. ჩვენ ის გუნდი ვართ, რომელმაც, ამ სეოზნში, ნაპოლის ყველაზე მეტი პრობლემა შეუქმნა. მათში შიში დავთესეთ. ფეხბურთი ხანდახან უსამართლოა, გამარჯვება დავიმსახურეთ. ახლა მეტად დავრწმუნდი, რომ სკუდეტო ნეაპოლში წავა,” – თქვა მოურინიუმ  

რა შეფასება მიიღო ხვიჩამ რომასთან?

NAPLES, ITALY - JANUARY 29: Victor Osimhen of SSC Napoli celebrates after scoring the 1-0 goal during the Serie A match between SSC Napoli and AS Roma at Stadio Diego Armando Maradona on January 29, 2023 in Naples, Italy. (Photo by Francesco Pecoraro/Getty Images)

იტალიის სერია ა-ს მეოცე ტურში, ნაპოლიმ რომა მიიღო და 2:1 დაამარცხა.   დედაქალაქურ გუნდთან შეხვედრაში, ხვიჩა კვარაცხელიამ თავი საგოლე პასით გამოიჩინა. Whoscored.com-მა მას საკმაოდ მაღალი – 6.9 შეფასება დაუწერა, ისევე, როგორც, მაგალითად: ვიქტორ ოსიმენს…  

ნაპოლის სასტარტო შემადგენლობა რომასთან

ნაპოლის შემადგენლობა რომასთან: ხვიჩა კვარაცხელია ძირითადშია… მერეტი – დი ლორენცო, რაჰმანი, კიმი, მარიო რუი – ლობოტკა, ანგისა, ზელინსკი – ლოსანო, კვარაცხელია, ოსიმენი დიეგო მარადონას სტადიონზე მაგარ თამაშს ველით. არბიტრი – დანიელე ორსატო.

ჟოზე: ვულოცავ ნაპოლის, ჩემპიონები არიან

იტალიის მე-20 ტურის დიდი მატჩის წინ, სადაც ნაპოლი რომას დაუხვდება, მატჩის წინ, ტრადიციულად, პრეს-კონფერენცია ჟოზე მოურინიუმ გამართა “რას ველოდები ნაპოლისგან? რასაც პირველი დღიდან აკეთებენ. ილუზიები არ მაქვს, ვულოცავ სკუდეტოს. მოიგებენ და ეს დაიმსახურეს. ისინი საუკეთესონი არიან, კარგი მწვრთნელითა და ბრწყინვალე ტრანსფერებით,” – თქვა მოურინიუმ