ლუკაკუ ინტერში ბრუნდება

რომელუ ლუკაკუ კვლავ ინტერში ითამაშებს. Sky Sport-ის ინფორმაციით, ბელგიელი ჩელსიდან ნერაძურიში 1 წლიანი იჯარით დაბრუნდება. არენდის ფასი 8 მილიონი ევრო პლუს ბონუსები იქნება. ლუკაკუმ ინტერში 2 სეზონი გაატარა და კარიერის უდაოდ გამორჩეული პერიოდი ჰქონდა. ბელგიელმა ამ დროის განმავლობაში 95 მატჩი ჩაატარა, 64 გოლი გაიტანა და 2020-21 წლების სეზონში სერია ა მოიგო. რაც შეეხება ლუკაკუს ლონდონურ… Continue reading ლუკაკუ ინტერში ბრუნდება

ლუკაკუს ინტერში დაბრუნება უნდა

LONDON, ENGLAND - SEPTEMBER 19: Romelu Lukaku of Chelsea warms up prior to the Premier League match between Tottenham Hotspur and Chelsea at Tottenham Hotspur Stadium on September 19, 2021 in London, England. (Photo by Catherine Ivill/Getty Images)

მილანის ინტერის თავდამსხმელს რომელუ ლუკაკუს ინტერში დაბრუნება სურს. ამის შესახებ Calciomercato იუწყება. აღნიშნული წყაროს ცნობით, ბელგიელს არ მოსწონს ის დამოკიდებულება, რომელიც ჩელსიში მის მიმართ აქვთ და ამიტომაც უნდა არისტოკრატთა დატოვება. Calciomercato-ს ბოლო ცნობებით, ლუკაკუ ინტერის აღმასრულებელ დირექტორს ჯუზეპე მაროტას უკვე შეხვდა და ამ თემაზე ისაუბრეს. საუბრის დეტალები უცნობია. ლუკაკუ ჩელსიში 2021 წლის ზაფხულში სწორედ ინტერიდან… Continue reading ლუკაკუს ინტერში დაბრუნება უნდა

ჩელსი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა (ვიდეო)

აბუ დაბიში მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის 1/2 ფინალი გაიმართა, სადაც ჩელსი ალ ჰილალს შეხვდა. მატჩი არისტოკრატების სასარგებლოდ 1:0 დასრულდა, გოლი რომელუ ლუკაკუს ანგარიშზეა, რომელმაც თავი 32-ე წუთზე გამოიჩინა. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ჩელსი პალმეირასს დაუპირისპირდება. მატჩი 12 თებერვალს გაიმართება.

ლონდონიდან ლონდონში? – ლუკაკუმ შესაძლოა ჩელსი დატოვოს

რომელუ ლუკაკუს ჩელსიში საქმეები აერია. ფეხბურთელს ტომას ტუხელთან კონფლიქტი აქვს და გერმანელმა იგი განაცხადს მიღმა დატოვა. დიდი შანსია ბელგიელმა ფორვარდმა გუნდი დატოვოს. La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, 28 წლის ფეხბურთელი შესაძლოა ტოტენჰემში გადავიდეს. დეზების მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტეა, რომელიც ლუკაკუს ინტერში ხელმძღვანელობდა და მისი შესაძლებლობები კარგად იცის. ლუკაკუ ჩელსიში შარშან ზაფხულში ინტერიდან გადავიდა. ბელგიელმა ფორვარდმა… Continue reading ლონდონიდან ლონდონში? – ლუკაკუმ შესაძლოა ჩელსი დატოვოს

ახირებული

ტოტენჰემის გულშემატკივრები ეიფორიაში არიან. ბოლოსდაბოლოს მათ მიიღეს ის, რასაც ითხოვდნენ – ანტონიო კონტე, მწვრთნელი, რომელმაც შედეგის დადება იცის. დეზებთან მის თანამშრომლობაზე ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს ალაპარაკდნენ, მაგრამ მაშინ მხარეები ვერ შეთანხმდნენ. თანაც იტალიელმა თქვა, ამ ეტაპზე სამწვრთნელო საქმიანობისთვის მზად არ ვარო. ბევრმა იცის, რომ მისი საკვანძო სიტყვაა – „ჩემპიონი“. ბოლო ათი წლის განმავლობაში სამ სხვადასხვა… Continue reading ახირებული

რომელუ ლუკაკუ: არასდროს შემადაროთ რონალდუს

ბოლო დროს რომელუ ლუკაკუ და კრიშტიანუ რონალდუ ერთმანეთს ბევრჯერ შეადარეს. ამ თემაზე თავად ბელგიელმა ისაუბრა და აღნიშნული ფაქტით უკმაყოფილება გამოთქვა. “ძალიან გთხოვთ არასდროს შემადაროთ კრიშტიანუ რონალდუს, არასდროს. ის ჩემთვის ყველა დროის სამ საუკეთესო ფეხბურთელს შორის შედის. მიხარია, რომ იტალიაში მის წინააღმდეგ მომიწია თამაში, ახლა კი ერთმანეთს ინგლისში დავუპირისირდებით.  ჩემი თაობის ფეხბურთელებისთვის ის რაღაც განსაკუთრებულია. დანარჩენი… Continue reading რომელუ ლუკაკუ: არასდროს შემადაროთ რონალდუს

ლუკაკუ ჩელსიში დაბრუნდა

რომელუ ლუკაკუ ჩელსიში დაბრუნდა. აღნიშნული ინფორმაცია ბრიტანელთა ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა. ლონდონელებმა ინტერს მის სანაცვლოდ 115 მილიონი ევრო გადაუხადეს. შეგახსენებთ, რომ გულშემატკივართა დიდმა ნაწილმა რომელუ სწორედ ჩელსიდან გაიცნო. ლონდონელთა ღირსებას იგი 2011-12 წლებში იცავდა, თუმცა მხოლოდ 15 მატჩი ჩაატარა და გოლი არ გაუტანია. რაც შეეხება მისი და ინტერის ურთიერთობას, ლუკაკუ ნერაძურიში 2019 წლის ზაფხულში მანჩესტერიდან გადავიდა.… Continue reading ლუკაკუ ჩელსიში დაბრუნდა

ლუკაკუს უკან უნდა

რომელუ ლუკაკუმ ინტერის უფროსობას  ჩელსიში წასვლის უფლება სთხოვა. ჩელსიმ მილანელებს ორჯერ მიმართა ლუკაკუსთან დაკავშირებით. ბოლო შეთავაზება ასეთი იყო — 85 მილიონ გირვანქას პლუს განაპირა მცველი მარკოს ალონსო, მაგრამ იტალიის ჩემპიონი 100 მილიონ გირვანქას ითხოვს.  ბოლო ცნობების თანახმად, კლუბები ინტენსიურად მუშაობენ საერთო ენის გამოსანახად. ჩელსისა და ტოტენჰემის ამხანაგური შეხვედრის (2:2) შემდეგ, ჟურნალისტებმა დასავლეთლონდონელთა გერმანელ მწვრთნელს თომას… Continue reading ლუკაკუს უკან უნდა

ჩელსიმ 130 მილიონი გადადო

ლონდონის ჩელსი დანებებას არ აპირებს. ტომას ტუხელის გუნდი ინტერიდან რომელუ ლუკაკუს შეძენას გეგმავს. Goal.com-ის ინფორმაციით, ბრიტანელები ახალ წინადადებას ამზადებენ, რომლის მიხედვითაც არისტოკრატები ინტერს ლუკაკუს სანაცვლოდ 130 მილიონ ევროს გადაუხდიან. რამდენიმე დღის წინ ჩელსიმ ინტერს 100 მილიონი და მარკოს ალონსო შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო. ლონდონში იმედი აქვთ, რომ ნერაძურის ხელმძღვანელები ახალ წინადადებას დათანხმდებიან. შეგახსენებთ, რომ ლუკაკუს… Continue reading ჩელსიმ 130 მილიონი გადადო