42 წლის რონალდინიო თამაშს აპირებს. ეს ესპანეთის მედიალიგაში, კლუბ პორსინიოსში. მედიალიგაში, იგივე კინგს ლიგაში სხვა ვეტერანი ფეხბურთელებიც თამაშობენ. მაგალითად, პორსინიოსში თამაშობენ მექსიკელი ჩიჩარიტო და ესპანელი რაულ ტამუდო. ახლა რონალდინიოც დაემატათ. მედიალიგაში შვიდი შვიდზე თამაშობენ. რონალდინიოს ამბავმა კი ამ ტურნირის მიმართ ინტერესი ძალიან ასწია… შეგახსენებთ, ბრაზილიელი ვარსკვლავი 2020 წელს რამდენიმე თვე ციხეში იჯდა. რონალდინიოს 17 წლის… Continue reading რონალდინიო ითამაშებს…
Tag: რონალდინიო
რონალდინიო და ისევ ბარსელონიო
ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ნახევარმცველმა რონალდინიომ, რომელიც ბარსელონაში 2003-2008 წლებში თამაშობდა, დაადასტურა, რომ მისი შვილი, ჟოაო მენდეშ დე ასის მორეირა კატალონიური კლუბის აკადემიაში აიყვანეს. “ბარსელონა ჩემი ცხოვრების ნაწილია. კლუბი ყოველთვის ჩემთანაა. ახლა, შვილის „ბარსაში” ჩამოსვლის კვალად, მეც უფრო ხშირად ვიქნები აქ“, – უთხრა რონალდინიომ ესპანელ ჟურნალისტებს. რონალდინიოს ვაჟი 17 წლისაა და ამპლუით თავდამსხმელია. თუმცა ნახევარდაცვაშიც წარმატებით შეუძლია… Continue reading რონალდინიო და ისევ ბარსელონიო
რონალდინიო: ყველაფერი ჰქონდათ, მაგრამ…
რონალდიონიომ ბრაზილიის სენსაციურად გავარდნაზე ისაუბრა და იმ პრობლემაზე, ეს შედეგი რატომაც დადგა “ნაკრებს წარმატებისთვის ყველაფერი ჰქონდა – შემადგენლობა, დრიბლინგი, სიჩქარე, ტაქტიკური განსწავლულობა, მაგრამ მთავარი დააკლდათ – თვითრწმენა. ეს პენალტების დროს გამოვლინდა. შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს გუნდი დაიბნა. ამ დროს ვინმეს უნდა ეთქვა: გამოფხიზლდით, ეს ფეხბურთში შეიძლება მოხდეს! წარმომიდგენია ფეხბურთელებმა რა იგრძნეს. ვიტირებდი, თავის შეკავება არ შემიძლია,”… Continue reading რონალდინიო: ყველაფერი ჰქონდათ, მაგრამ…
“კვარა არის ყველაფერი ერთად!” (შოთა იტალიელებს ესაუბრა)
შოთა არველაძე იტალიურ Il Mattino-ს ესაუბრა. შოთამ რომის ოლიმპიკოზე საქველმოქმედო მატჩში სუპერვარსკვლავებთან ერთად ითამაშა და ორი გოლი გაიტანა… როგორც იცით, მანამდე შოთა ხვიჩა კვარაცხელიასაც შეხვდა. საუბარიც სწორედ კვარას შეეხო: …რა მომწონს ხვიჩაში? საუკეთესო თვისებების სისრულეში მოყვანა. ყველაფერი ერთად. მისი ასაკის კვალობაზე ეს თვისებები საოცარია. ხვიჩას არა მხოლოდ ლამაზი გოლები გააქვს, არამედ თამაშსაც კითხულობს და თანაგუნდელებს… Continue reading “კვარა არის ყველაფერი ერთად!” (შოთა იტალიელებს ესაუბრა)
რონალდინიო და ლივერპული
ლეგენდარულმა ბრაზილიელმა რონალდინიომ რამდენიმე თემაზე გააკეთა კომენტარი. ჩემპიონთა ლიგის ფინალზე: „რეალი თუ ლივერპული? რეალი ბრწყინვალეა, მაგრამ რადგან ბარსელონა ძალიან მომწონს, ამიტომაც ფინალში ლივერპულისკენ ვიქნები“. ბენზემაზე: „ის მიყვარს. ფეხბურთელი საოცარი თვისებებით. იმედია, ბევრ ინდივიდუალურ ტიტულსაც მოიგებს“. პსჟ-ის ვარსკვლავებზე: „თქვენ გსურთ, რომ პსჟ-ში ყველაფერი შეცვალოთ? დიდებული ფეხბურთელები ჰყავთ და დრო სჭირდებათ, რათა ახალ ცხოვრებასა და ახალ სტილს… Continue reading რონალდინიო და ლივერპული
1 მაისი 17 წლის წინ: ასე დაიწყო მესი!.. (+video)
ზუსტად 17 წლის წინ, 2005 წლის 1 მაისს, ლეო მესიმ პირველი გოლი გაიტანა ბარსელონას მაისურით… ეს ალბასეტესთან შეხვედრაში. 88-ე წუთი იყო, როცა ფრანკ რაიკარდმა მესი სამუელ ეტოოს ნაცვლად შეიყვანა მინდორზე. დრო რაღა რჩებოდა? მაგრამ მესიმ არათუ ერთი, ორი გოლი გაიტანა… უბრალოდ, პირველი არ ჩაუთვალეს თამაშგარეს გამო. მესიმ არ მოისვენა და მაინც გაიტანა თავისი. ორივეჯერ რონალდინიომ… Continue reading 1 მაისი 17 წლის წინ: ასე დაიწყო მესი!.. (+video)
რონალდინიო: მესის როგორ უსტვენთ?
რონალდინიომ ლეო მესის მხარი დაუჭირა. მას როგორ უსტვენთო – ამ პათოსით… „ვფიქრობ, მესის პარიზში მხოლოდ იმიტომ გაუჭირდა, რომ მრავალი წლის განმავლობაში სხვანაირ ფეხბურთს თამაშობდა. და იყო გუნდში, რომელიც სტილს არ ცვლიდა. მას მხოლოდ ადაპტაცია სჭირდება, დანარჩენი კი დალაგდება. დრო სჭირდება. …ვერ ვხვდები, მესის როგორ უნდა უსტვინო. მაშინ რაღა რჩება ფეხბურთში? მესის თუ უსტვენთ, მაშინ აპლოდისმენტები… Continue reading რონალდინიო: მესის როგორ უსტვენთ?
რონალდინიო: მესის ისევ ჩათვლიან მსოფლიოში საუკეთესოდ
ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რონალდინიომ ლეო მესის შესახებ ისაუბრა. 41 წლის რონალდინიომ განაცხადა, რომ მესი კვლავ დაიბრუნებს ოპტიმალურ ფორმას. “მესი კარგ სიტუაციაში არ არის. რთულია მისი კრიტიკა მას შემდეგ, რაც მესიმ ფეხბურთისთვის გააკეთა. დარწმუნებული ვარ ის მალე დაუბრუნდება ოპტიმალურ ფორმას და ისევ მოიგებს ტიტულებს. მას ისევ ჩათვლიან მსოფლიოში საუკეთესოდ.”-განაცხადა რონალდინიომ. მესი და რონალდინიო ბარსელონაში ერთად 2005-08… Continue reading რონალდინიო: მესის ისევ ჩათვლიან მსოფლიოში საუკეთესოდ
კიდევ ერთი პრიზი – რონალდინიო კვლავაც ახსოვთ…
Gobe Soccer Awards ცერემონია დუბაიში გაიმართა. ბარსელონას, მილანისა და ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელს, რონალდინიოს დავიწყება არასდროს ემუქრება. მან, ახლაც, ფეხბურთიდან ამდენი წლის წასვლის შემდეგ (კარიერა ფლუმინენსეში, 2018 წელს დაასრულა), კიდევ ერთი პრიზი მოიგო, რომელიც გამორჩეული კარიერის გამო დაიმსახურა. ბრაზილიის ნაკრებთან ერთად, გაუჩომ მსოფლიო ჩემპიონატი 2002 წელს მოიგო…
ოჰ, ეს რონალდინიო…
რონალდინიოზე ახლახან ვწერდით. ლოთობს და ალიმენტებს არიხდის, ამიტომ შეიძლება ისევ ვირის აბანოში ამოყოს თავიო. შარშანაც ხომ იჯდა პარაგვაის ციხეში ყალბი საბუთებით საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით. მოკლედ, რეციდივისტობამდე ცოტა უკლია. თუმცა მხიარილი კაცია და გულში დარდს არ გაივლებს. აი, ახლაც, რიო-დე-ჟანეიროს კოპაკაბანას პლაჟზე გამართულ ტურნირში მიიღო მონაწილეობა და ვისთან ერთად თუ იცით? არანაკლებ ლეგენდარულ რომარიოსთან, რომელიც უვე… Continue reading ოჰ, ეს რონალდინიო…