რონალდომ ყველა დროის საუკეთესო 11-ეული შეადგინა

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რონალდომ, ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა. აღშანიშნავია, რომ სიმბოლურ გუნდში კრიშტიანუ რონალდუ არ არის. 11-ეული შემდეგნაირია. View this post on Instagram A post shared by Sky Sport (Italia) (@skysport) ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო თავდამსხმელმა კარიერა კრუზეიროში დაიწყო, შემდეგ იყო პსვ ეინდჰოვენი, ბარსელონა, ინტერი, რეალი, მილანი და ბოლოს კორინთიანსი, სადაც 2011 წელს კარიერა… Continue reading რონალდომ ყველა დროის საუკეთესო 11-ეული შეადგინა

ბრაზილიელები ანჩელოტის უტრიალებენ

UOL Esporte-ის ცნობით, ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის წარმომადგენლები უახლოეს დღეებში მადრიდის რეალის მწვრთნელ კარლო ანჩელოტისთან პირად შეხვედრას გეგმავენ. იტალიელი სპეციალისტის განცხადებამ, რომ კლუბში  2024 წლის ზაფხულამდე აპირებს დარჩენას, მათ წარმომადგენლებში ერთგვარი პესიმიზმი გამოიწვია. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ორგანიზაციის პრეზიდენტმა ედნალდო როდრიგესმა ესპანეთში შეხვედრა უკვე დანიშნა. შუამავლების მეშვეობით ბრაზილიელებმა შეიტყვეს, რომ კარლო მაინც მზადაა მოისმინოს წინადადება ბრაზილიის ნაკრებში… Continue reading ბრაზილიელები ანჩელოტის უტრიალებენ

რონალდო: ნეიმარი უფრო ძლიერი დაბრუნდება

ლეგანდარულმა ფეხბურთელმა რონალდომ ბრაზილიის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატიდან გამოვარდნაზე და ნეიმარზე ისაუბრა. რონალდომ თანამემამულეზე განაცხადა, რომ ნაკრებში უფრო ძლიერი დაბრუნდება. “ნეიმარი ძალიან დამწუხრებულია ბრაზილიის ნაკრების შედეგით, ეს ნორმალურია. დარწმუნებული ვარ ის ნაკრებში უფრო ძლიერი დაბრუნდება. ნეიმარი ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და შეუძლია მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატზეც ითამაშოს. მეამაყება ის თავდადება, რომელიც მან ბრაზილიის ნაკრების მიმართ აჩვენა. ნეიმარმა ამ… Continue reading რონალდო: ნეიმარი უფრო ძლიერი დაბრუნდება

კაკას შოკი… რონალდოზეა საუბარი???

კაკამ უცნაური და სამწუხარო რეალობა თქვა: რონალდოს ბრაზილიაში საკმარისად არ აფასებენო… „ვიცი, რომ უცნაურია ამაზე ლაპარაკი, მაგრამ შოკირებული ვარ. ბევრი ბრაზილიელი ეროვნულ ნაკრებს არ ქომაგობს. ყოველ შემთხვევაში, ადრინდელთან შედარებით ეს შეიმჩნევა. რონალდოს აქ, ყატარში თუ დაინახავთ, დაიძახებთ Wow!, ბრაზილიაში კი ის უბრალოდ მსუქანი კაცია, რომელიც თავისთვის მიდის ქუჩაში. ვხედავ, რონალდოს მიმართ ურთიერთობა ბრაზილიაში და უცხოეთში… Continue reading კაკას შოკი… რონალდოზეა საუბარი???

ბრაზილია მგონი ბრაზილიურია

მე არ ვიცი რას იზამს ბრაზილია ხორვატიასთან. ერთადერთი რაც ვიცი ის არის, რომ ვუყურებ ყატარში მიმდინარე ჩემპიონატს და ვფიქრობ — ახლა ყველაზე ბედნიერები ასე, რვა-ათი წლის ბავშვები არიან, რომელთათვისაც ეს პირველი მუნდიალია. მათთვის რაღაც დიდი და განსაკუთრებული ხდება, სხვებისთვის კი… თუმცა ვისთვის როგორ. იმ დღეს მოვისმინე მოსაზრება, რომ ვინაიდან ჯგუფური ეტაპის ბოლო ტური ინტრიგით იყო… Continue reading ბრაზილია მგონი ბრაზილიურია

კარლოსი: ჩემთვის ესენი არიან დიადები

ლეგენდარულმა რობერტო კარლოსმა, მისთვის გამორჩეული ტოპ 4 ფეხბურთელი დაასახელა. ეს ბლიც ინტერვიუ რიო ფერდინანდთან შედგა, სავარაუდოდ, ხუმრობით, ამ ოთხეულში ინგლისელიც შეიყვანა, დანარჩენები კი ესენი არიან 1) რონალდო – ფენომენო 2) ზიდანი – ჯადოქარი 3) მარადონა @epicfc4u Roberto Carlos on his top 3 footballers #robertocarlos #rioferdinand #ronaldo #brazil #foryoupage #fyp ♬ Sunset Lover – Petit Biscuit… Continue reading კარლოსი: ჩემთვის ესენი არიან დიადები

ფული… მბაპე პირველია (+ათეული)

კილიან მბაპე ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია მსოფლიოში. ეს მაისში გაფორმებული სუპერკონტრაქტის წყალობით. ყოველწლიური რეიტინგი გამოქვეყნდა (Sportico) და გაირკვა, რომ მბაპე 2022/2023 წლების სეზონში 125 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. აქედან 20 მილიონი სხვადასხვა სპონსორული შემოსავლებია. მეორე ადგილზე კრიშტიანუ რონალდუა, რომელიც 113 მილიონ დოლარს აიღებს და აქედან 60 მილიონია სპონსორებისგან. მესამე კი ლეო მესია 110 მილიონით (მათ შორის, 48… Continue reading ფული… მბაპე პირველია (+ათეული)

ღიპუცა იბიცაზე

ლეგენდარული ბრაზილიელი რონალდო, თავის პარტნიორ სელენასთან, შვილებთან და მეგობრებთან ერთად ესპანურ იბიცაზე ისვენებს. მდიდრული იახტა მათ განკარგულებაშია. კიჭამ სელენა 2017 წელს გაიცნო და მას შემდეგ ერთად არიან. შარშან შვილიც შეეძინათ. 45 წლის რონალდო არ მალავს თავის გრძნობებს სელენას მიმართ და ფოტოებსაც ხალისით იღებს. ეგ არის, ნამეტნავად მოუზრდია ღიპუცა.  

რონალდო მოდელთან ერთად იბიცაზე ისვენებს (ფოტოები)

ბრაზილიის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი რონალდო, იბიცაზე მეგობარ გოგონასთან ერთად ისვენებს. რონალდოს თანმხლები პირი, ფეხბურთელზე 15 წლით უმცროსი მოდელი სელინა ლოქსი გახლავთ. წყვილმა ურთიერთობა 2015 წელს დაიწყო. აღსანიშნავია, რომ ბრაზილიელი, რჩეულის გამო, სოციალურ ქსელებს ჩამოშორდა. ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა რონალდომ კარიერა კრუზეიროში დაიწყო, შემდეგ იყო პსვ, ბარსელონა, ინტერი, რეალი, მილანი და ბოლოს კორინთიანსი. ბრაზილიელმა საფეხბურთო… Continue reading რონალდო მოდელთან ერთად იბიცაზე ისვენებს (ფოტოები)

“წარმოდგენა არ ჰქონდა ვინ ვიყავი” – პიტერ კრაუჩი

ინგლისელმა ყოფილმა ფეხბურთელმა, პიტერ კრაუჩმა, დასვენების პერიოდში, რონალდოსთან შეხვედრა გაიხსენა. ერთხელ პლაჟზე რონალდოს შევხვდი. ის ლუდს სვამდა და მუცელზე საფერფლე ედო. ყოველ ჯერზე, როდესაც ლუდს დაამთავრებდა, სუპერმოდელს ახალი მოჰქონდა. იმედი მქონდა მიცნობდა და იტყოდა: “ოჰჰ, შენ კრაუჩი არ ხარ!”, მაგრამ მას წარმოდგენა არ ჰქონდა, ვინ ვიყავი. ბოლოს მივედი, ფოტო გადავიღეთ და მაშინ წამოვედი. – განაცხადა… Continue reading “წარმოდგენა არ ჰქონდა ვინ ვიყავი” – პიტერ კრაუჩი