მიუნხენის ბაიერნმა პსჟ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალიდან გამოთიშა (საერთო ანგარიშით: 3:0). როგორც ხშირად ხდება, ტომასი მხიარულებით გამოირჩეოდა: “მესის წინააღმდეგ, ნებისმიერ დონეზე, ყველაფერი კარგად მიდის. საკლუბო დონეზე, რონალდუსთან პრობლემები გვქონდა, როდესაც ის რეალში თამაშობდა. რა თქმა უნდა, მსოფლიო ჩემპიონატზე მესის თამაშს დიდ პატივს ვცემ,” – თქვა მიულერმა
Tag: რონალდუ
“რეალმა ჩემპიონთა ლიგა ჩემი შექმნილი გუნდით მოიგო…”
„რეალმა რომ 2016 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო და შემდეგ კიდევ ორჯერ ზედიზედ ასწია თსი, ჩემი დამსახურებაცაა“ – თქვა ესპანელმა მწვრთნელმა რაფა ბენიტესმა. ლიგა სამივეჯერ ზინედინ ზიდანის მწვრთნელობისას მოიგეს, მანამდე კი მართლაც რაფა იყო გუნდში და მოხსნეს. „დღესაც ვთვლი, რომ მაშინდელ სამწვრთნელო შტაბს არასწორად მოგვექცნენ. არ გვაცადეს. ლა ლიგაში ორი ქულით ჩამოვრჩებოდით ბარსელონას და… Continue reading “რეალმა ჩემპიონთა ლიგა ჩემი შექმნილი გუნდით მოიგო…”
პირლო: რონალდუ პროფესიონალია, მაგრამ…
ფათიჰ კარაგიუმრუკის მწვრთნელმა და დიდმა იტალიელმა ფეხბურთელმა, ანდრეა პირლომ კომენტარი კრიშტიანუ რონალდუს შესახებ გააკეთა. მოგეხსენებათ, პირლო პორტუგალიელს 2020/21 წლების სეზონში წვრთნიდა. “მასთან მუშაობა ჩემთვის მარტივია. რონალდუ კარგი ბიჭი და პროფესიონალია. მას მოედანზე გასვლა და გატანა ყოველ თამაშში სურდა, თუმცა ფეხბურთი სწრაფად იცვლება. ასაკიც გავლენას ახდენს. შესაძლოა, სხვა გუნდებში პრობლემები ჰქონდა, მაგრამ მასთან მუშაობა ჩემთვის კარგი გამოცდილება… Continue reading პირლო: რონალდუ პროფესიონალია, მაგრამ…
კრიშტიანუს პოკერი! [ვიდეო]
რუდი გარსია: რონალდუზე დამოკიდებულნი არ ვართ…
ალ-ნასრის მწვრთელმა, რუდი გარსიამ რონალდუზე ისაუბრა და თქვა, რომ კლუბი მასზე დამოკიდებული არ არის, ალ-ფატეჰთან (2:2) თამაშის დროს, პორტუგალიელმა 93-ე წუთზე პენალტი გაიტანა და ქულა გადაარჩინა… “რონალდუს გოლის გამო ბედნიერი ვარ, ტალისკას გაგდების გამო კი – ნაწყენი. ტალისკას გარეშე ჩვენ თამაშები მოვიგეთ და რონალდულზე დამოკიდებულნი არ ვართ. გაუმჯობესება გვმართებს, რადგან ბოლო ორ მატჩში გოლები გავუშვით,”… Continue reading რუდი გარსია: რონალდუზე დამოკიდებულნი არ ვართ…
საჩემპიონო განწყობა არაბეთშიც – “წინ დიდი მატჩია”
ალ ნასრის შემტევმა, კრიშტიანუ რონალდუმ ალ-იტიჰადდთან მოახლოებული თასის ნახევარფინალის წინ, ტვიტერზე დაწერა “მოუთმენლად ველოდები, ხვალ დიდი მატჩია! წინ, ბიჭებო” 22 იანვარს, ალ-ნასრის რიგებში პორტუგალიელის დებიუტი შედგა. ჯერ თავი არ გამოუჩენია… შეხვედრა 26 იანვარს, 22:00 საათზე შედგება.
ალ-ჰილალი & ალ ნასერი 4:5 პსჟ [ვიდეო]
ჯოკოვიჩი და ფეხბურთი… (სახალისო ინტერვიუ)
ნოვაკ ჯოკოვიჩმა საფეხბურთო თემაზე ისაუბრა. დიდი სლემის ტურნირებში 21-გზის ჩემპიონი 433-ის ეთერში: — ფეხბურთელი რომ იყოთ, რომელ გუნდში ისურვებდით თამაშს? — ცრვენა ზვეზდაში. ან… იქნებ მილანშიც. — რომელ პოზიციაზე? — ალბათ, მარცხენა თავდამსხმელად. როგორც წესი, მარცხენა ფეხით ვიწყებ სიარულს. ალბათ ბევრ საგოლე პასს გავაკეთებდი. — ბევრ წითელ ბარათს მიიღებდით? — სიმულაციისთვის თუ უხეშობისთვის? ორივე კარგია…… Continue reading ჯოკოვიჩი და ფეხბურთი… (სახალისო ინტერვიუ)
მესი VS რონალდუ – დაიგეგმა!…
2020 წლის შემდეგ, მესისა და რონალდუს დაპირისპირების ხილვის ბედნიერება არ გვქონია და, აი, ისიც… პსჟ-მ დაადასტურა, 18-19 იანვარს დოჰასა და ერ-რიადს ესტუმრებიან, სადაც, კრისტოფ გალტიეს შეგირდები, ალ-ჰილალსა და ალ-ნასრს შეხვდებიან… ალ-ნასრთან შეხვედრა, მეფე ფაჰდის საერთაშორისო სტადიონზე, 19 იანვარსაა დაგეგმილი. თამაშის შემდეგ, პსჟ პარიზში დაბრუნდება. ბოლოს, მესი და რონალდუ მოედანზე ერთმანეთს 2020 წელს დაუპირისპირდნენ, სადაც იუვენტუსმა… Continue reading მესი VS რონალდუ – დაიგეგმა!…
Mundo Deportivo: არადა, 2015 წელს იცინოდა…
კრიშტიანუ რონალდუს ძველი ინტერვიუ გაუხსენეს: 2015 წელს თქვა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში, არაბეთში ან ყატარში ჩემს თავს ვერ ვხედავო. პორტუგალიელი კი ახლა ალ-ნასრში გადავიდა… „ექვსი-შვიდი წელი დამრჩა სათამაშოდ და მსურს, რომ კარიერა მწვერვალზე დავასრულო. ღირსეულად, დიდ კლუბში. არ ვამბობ, თითქოს დუბაიში, შტატბეში ან ყატარში წასვლა არასწორია, მაგრამ ჩემს თავს იქ ვერ ვხედავ“ (Mundo deportivo) ასევე… Continue reading Mundo Deportivo: არადა, 2015 წელს იცინოდა…