მშვიდობით!

ხუთშაბათს შუადღისას, ენფილდის მიდამოებში ხალხმრავლობა იყო. ლივერპული კლუბისა და ინგლისის ნაკრების ლეგენდას, სერ როჯერ ჰანტს ემშვიდობებოდა. ჰანტი 83 წლისა გარდაიცვალა ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ. ჰანტი 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონი გახლდათ და იმ დასამახსოვრებელ ტურნირზე სამი გოლი გაიტანა. დაკრძალვის ცერემონიას ლივერპულის ყოფილი ვარსკვლავები დაესწრნენ: იან კალაგანი, კევინ კიგანი, იან რაში, ჯონ ოლდრიჯი, დევიდ ჯონსონი, როი ევანსი…  … Continue reading მშვიდობით!

სერ როჯერ ჰანტი გარდაიცვალა

ლივერპულისა და ინგლისის ნაკრების ლეგენდარული თავდამსხმელი, სერ როჯერ ჰანტი, სამშაბათს დილით, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ჰანტი 83 წლის გახლდათ. სერ როჯერი 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონია. იმ ტურნირზე მან სამი ბურთი გაიტანა. ლივერპულში კი 11 სეზონის განმავლობაში 285-ჯერ გამოიჩინა თავი და ამ მაჩვენებლით მხოლოდ იან რაშს ჩამორჩება. საინტერესოა, რომ ინგლისის 1966 წლის ჩემპიონი  ნაკებიდან… Continue reading სერ როჯერ ჰანტი გარდაიცვალა