რუმინული კლუბის, კრაიოვას უნივერსიტატიას მაისურები… სპეციალურად უკრაინის მხარდასაჭერად. დატანებულია უკრაინული ქალაქების წარწერები, სადაც ახლა ბრძოლებია. წარწერა No war და უკრაინის დროშის ფერებში ფონი. „უკრაინასთან ერთად ვდგავართ. მეზობელი ქვეყანა რუსულ აგრესიას იგერიებს და ადამიანები იღუპებიან. უნივერსიტატია მათზე ფიქრობს. ეს მაისურები თამაშის მერე აუქციონზე გაიყიდება და თანხა მთლიანად გადაერიცხება უკრაინულ ორგანიზაციებს“ – კლუბის განცხადება. კრაიოვას უნივერსიტატია ქართველებისთვის… Continue reading No war – მაისურები სპეციალურად უკრაინისთვის
Tag: რუმინეთი
ეს რა იყო? რუმინელი რონალდოს დიდებული გოლები ორწუთიან მონაკვეთში… (+video)
ეს გოლები აქამდე არაფრით გამორჩეულმა ფეხბურთელმა გაიტანა: რუმინელმა რონალდო დეაკონუმ გაზ მეთანი-დინამო ბუქარესტის შეხვედრაში ორი ბრწყინვალე ბურთი შეაგდო ორწუთიან მონაკვეთში!.. სწორედ ესაა აქ საინტერესო, ზღაპრული ორწუთიანი მონაკვეთი. დეაკონუ 24 წლისაა. ტვენტეშიც იყო, გაზ მეთანში კი შარშან გადავიდა.
ფეხბურთი საოცრებაა… 2000 ფანის სახელი გუნდის მაისურზე
აი, რა არის ფეხბურთი და რას ნიშნავს დაფასება… რუმინული ბუქარესტის დინამოს ხელმძღვანელობამ 2021/2022 წლების სეზონისთვის ახალი სათამაშო ფორმის პრეზენტაცია მოაწყო. მაისურებზე იმ 2000 ფანის სახელ-გვარია დაწერილი, რომლებიც სამი წლის წინ კლუბს ფინანსურად დაეხმარნენ. მეტიც, გაბანკროტებისგან იხსნეს. ბუქარესტის დინამო დიდი ტრადიციების კლუბია. რუმინეთის 18-გზის ჩემპიონი და 20-გზის თასის მფლობელი, ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალებშიც ხშირად გასულა და… Continue reading ფეხბურთი საოცრებაა… 2000 ფანის სახელი გუნდის მაისურზე