მებოლოვე რუნი

მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა ლეგენდამ, 36 წლის უეინ რუნიმ, პირველი ამერიკული მარცხი იწვნია. მისი DC იუნაიტედი სტუმრად შარლოტთან 0:3 დამარცხდა. რუნი ვაშინგტონური კლუბის მთავარ მწვრთნელად ივლისის დასაწყისში დაინიშნა და წელიწადში ხელფასად 850 ათას გირვანქას მიიღებს.   მანამდე  რუნის ამერიკული დებიუტი შედგა და მისმა გუნდმა ორლანდო 2:1 დაამარცხა, ამჯერად კი არ გაუმართლა. ამჟამად DC იუნაიტედი აღმოსავლეთ კონფერენციის… Continue reading მებოლოვე რუნი

რუნი არა, რონი… ბრწყინვალე გოლი კოპა ლიბერტადორესზე (+video)

  სუპერგოლი გავიდა კოპა ლიბერტადორესის მერვედფინალში. ბრაზილიის პალმეირასმა პარაგვაის სერო პორტენიო 5:0 გაანადგურა, 27 წლის ფორვარდმა რონიმ კი ორი გოლი და საგოლე პასი გააკეთა, მაგრამ ბოლო გატანილი მაინც სხვა იყო… რუნის გოლს ჰგავდა, ადრე მანჩესტერ სიტის რომ გაუტანა. თუმცა ეს რუნი არაა, რონია… პალმეირასმა ზედიზედ ორჯერ მოიგო კოპა ლიბერტადორესი და წლეულსაც ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია.  … Continue reading რუნი არა, რონი… ბრწყინვალე გოლი კოპა ლიბერტადორესზე (+video)

რონალდუები

იმ იშვიათ დღეებში, როცა კრიშტიანუ რონალდუ ისვენებს, ცდილობს შვებულება ოჯახთან ერთად გაატაროს. ამჯერად ისინი მაიორკაზე ისვენებენ. გუშინ მის უფროს ვაჟს 12 წელი შეუსრულდა და ოჯახმაც მხიარულად აღნიშნა თარიღი. რონალდუ უმცროსს ფეხბურთზე გადარეულ ბავშვს უწოდებენ და სადღეობო ტორტიც საფეხბურთო თემაზე შექმნილი გაუმზადეს. კრიშტიანუმ ინსტაგრამშიც ძალიან თბილად მიულოცა შვილს დაბადების დღე, რითაც მილიონობით გამომწერის აღფრთოვანება გამოიწვია. უმცროსი… Continue reading რონალდუები

კაი ბიჭი (ვინ ეზრდება რუნის…)

  უეინ რუნის შვილმა რეკორდი დაამყარა ინგლისის 12-წლამდელთა ლიგაში. კაი რუნი მანჩესტერ იუნაიტედში თამაშობს და სეზონში 56 გოლი გოლი გაიტანა, პლუს 28 საგოლე პასი გააკეთა. ინფორმაცია მანჩესტერელთა პრესსამსახურმა გაავრცელა: ამდენი გოლი ერთ სეზონში იუნაიტედის არცერთ ბავშვს არ გაუტანია. ერთი გამორჩეული მატჩიც ჰქონდა კაის – ლივერპულთან 4:5 წააგეს, მაგრამ ოთხივე გოლი თავად შეაგდო. მიხვდებოდით, კაი რუნიც… Continue reading კაი ბიჭი (ვინ ეზრდება რუნის…)

რონალდუ სულშერს დაეწია

  მანჩსეტერ იუნაიტედის ფორვარდმა, კრიშტიანუ რონალდუმ, ნორვიჩის წინააღმდეგ შეხვედრაში, გამარჯვების გოლი გაიტანა. ამ ზუსტი დარტყმით, პრემიერლიგაში, პორტუგალიელმა მეტოქეთა კარი 91-ედ შეარხია და გუნდის ყოფილ მწვრთნელს, ოლე გუნარ სულშერს გაუთანაბრდა. მანკუნიანელთა საუკეთესო მეგოლეებს შორის, ის ახლა მეექვსეა 1) რუნი – 183 2) გიგზი – 109 3) სქოულზი – 107 4) ნისტელროი – 95 5) ენდი კოული… Continue reading რონალდუ სულშერს დაეწია

რუნი: ადვილია მწვრთნელი დაადანაშაულო

  მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდამ, უეინ რუნიმ კლუბში შექმნილ სიტუაციაზე ისაუბრა “მანჩესტერის სათავეში ძალიან კომპეტენტური ხალხია, რომელიც გუნდის მომავალს ზუსტად განსაზღვრავს – სულშერთან თუ სულშერის გარეშე. მოთამაშეებმა კითხვები საკუთარ თავს უნდა დაუსვან. მწვრთნელის დადანაშაულება მარტივია. ფეხბურთელები დიდ ხელფასს იღებენ და, ვფიქრობ, ყველაფერს კარგად არ აკეთებენ. გუნდში მსოფლიო დონის ათლეტები თამაშობენ და დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ. როცა მანჩესტერი… Continue reading რუნი: ადვილია მწვრთნელი დაადანაშაულო

20. ლუკაკუ… პრემიერლიგის ტოპ-5 ბომბარდირი

რომელუ ლუკაკუ პრემიერლიგის ყველა დროის ბომბარდირთა ოცეულში შევიდა. ჩელსის ფორვარდმა არსენალს მე-15 წუთზე გაუტანა და ეს იყო მისი 114-ე გოლი პრემიერლიგაში, რითაც გადაუსწრო იან რაიტს. ამჟამად ინგლისში მოთამაშე ფეხბურთელებიდან ლუკაკუ მესამე ადგილზეა: ჰარი კეინსა (166) და ჯეიმი ვარდის (119) ჩამორჩება. აი, ხუთეულიც: ალან შირერი – 260 უეინ რუნი – 208 ენდი კოული – 187 სერხიო… Continue reading 20. ლუკაკუ… პრემიერლიგის ტოპ-5 ბომბარდირი