კანჩელსკისი: გავიმეორებ, რუსეთმა მუნდიალზე თამაშები იყიდა

GC9B8H ANDREI KANCHELSKIS JOYOUS

მანჩესტერ იუნაიტედი, ევერტონი, გლაზგო რეინჯერსი, ფიორენტინა… ამ კლუბებში თამაშობდა რუსეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ანდრეი კანჩელსკისი და გამოირჩევა სკანდალური გამონათქვამებით. 53 წლის კანჩელსკისმა პირდაპირ თქვა, 2018 წლის მუნდიალზე რუსეთის ნაკრებმა თამაშები იყიდა და მეოთხედფინალში ასე გავიდაო. მერვედფინალში ესპანეთთთან თამაშის შედეგი  თამაშამდე გარკვეული იყოო. ამის გამო კანჩელსკისი საცობში გაატარეს: როგორ, ესპანეთი თუ ვიყიდეთ, ხორვატიასთან ვერ მოვახერხეთო? თუმცა… Continue reading კანჩელსკისი: გავიმეორებ, რუსეთმა მუნდიალზე თამაშები იყიდა

გუნდი გუნდზე… უკრაინელმა და რუსმა ფეხბურთელებმა იჩხუბეს

თურქეთის ერთ-ერთ სასტუმროში (Royal Seginus) უკრაინელ და რუს ფეხბურთელებს შორის  ჩხუბი ატყდა: მინაისა და შინიკის ფეხბურთელებმა იჩხუბეს. ორივე გუნდი თურქულ შეკრებაზეა და ერთ სასტუმროში მოხვდნენ. როგორც გაირკვა, დამანგრეველი მიწისძვრის მერე შინიკი მოერიდა სხვა სასტუმროში გაჩერებას და დაბინავდა იქ, სადაც მინაი ცხოვრობდა. ერთმა უკრაინელმა ფეხბურთელმა შენიშვნა მისცა რუსს, რომელიც სასტუმროს პერსონალ გოგონას ეუზრდელებოდა. დაიწყო გაწევ-გამოწევა და… Continue reading გუნდი გუნდზე… უკრაინელმა და რუსმა ფეხბურთელებმა იჩხუბეს

აზიაში?.. უეფამ რუსეთს “არა” დაუწერა

ბოლო დღეებში ბევრი იწერებოდა, რომ უეფა რუსული კლუბებისთვის დისკვალიფიკაციის მოხსნას აპირებდა. თუმცა გაირკვა: ევროტურნირების მომდევნო სეზონში რუსულ კლუბები კვლავ არ იქნებიან… ეს Sky Sports-მა გაავრცელა. ასევე გაირკვა, რომ 2023 წელს უეფას სუპერთასი ყაზანში აღარ გაიმართება. მატჩი აგვისტოში რუსეთს მიღმა ჩატარდება. რუსეთში კი კვლავ ორად იყოფა აზრი: უღირთ თუ არა აზიის კონფედერაციაში გადასვლა. ბევრი თვლის, რომ… Continue reading აზიაში?.. უეფამ რუსეთს “არა” დაუწერა

“ის საქართველოს ნაკრებშია?” (კარპინის კომენტარი საზონოვზე)

  რუსეთის ნაკრების მწვრთნელმა ვალერი კარპინმა კომენტარი გააკეთა საბა საზონოვზე. როგორც იცით, მოსკოვის დინამოს ახალგაზრდა ფეხბურთელმა საქართველოს სახელით თამაში გადაწყვიტა. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში უკვე ჰქონდა დებიუტი და დიდი შანსია, 17 ნოემბერს მაროკოსთან ეროვნულ გუნდშიც ითამაშოს. „ის საქართველოს ნაკრებშია? ოქეი, წინსვლა… ჩემი პოზიცია: თუ ვინმეს რუსეთის სახელით თამაში არ უნდა, არაფრადაც არ გვჭირდება. არ უნდა, ნუ… Continue reading “ის საქართველოს ნაკრებშია?” (კარპინის კომენტარი საზონოვზე)

ჩაიშალა-გადაიდო: რუსებთან თამაშზე უარი თქვეს

გადაწყდა, რომ რუსეთი-ბოსნიის ამხანაგური მატჩი არ გაიმართება. 19 ნოემბერს იყო დანიშნული სანკტ-პეტერბურგში და ბოსნიელთა წამყვანი ფეხბურთელებისგან დიდი პროტესტის ტალღა წამოვიდა: მათ შორის, ედინ ჯეკომ და მირალემ პიანიჩმაც თქვეს, არ ვითამაშებთო და რცხვენოდეთ ჩვენს ფედერაციაში, რომლებმაც ეს მატჩი დაგეგმესო. მაგრამ რუსეთი-ბოსნიის მატჩი საბოლოოდ არ გაუქმებულა. ბოსნიის მხარემ ოფიციალურად ასე გამოაცხადა: „თამაში შესაძლებელია მოგვიანებით, სხვა დროს“. რუსეთის… Continue reading ჩაიშალა-გადაიდო: რუსებთან თამაშზე უარი თქვეს

ვინ დათანხმდა რუსეთთან თამაშს?

რუსეთის ნაკრები მატჩს გამართავს. ამ ქვეყანას ცივილური სამყაროსგან არავინ ეთამაშება, ბოლოს, რუსეთის ნაკრებმა, ოფიციალური მატჩი 2021 წლის ნოემბერში ითამაშა, ხორვატიასთან და 1:0 დამარცხდა. ახლა მხოლოდ ყირგიზეთი ეთამაშება, ისიც სახლში… მატჩი 24 სექტემბერს გაიმართება.  

“რა გაგიკვირდათ? რას ელოდით?” – რუსეთი აზიაზე ფიქრობს

როგორი რეაქცია აქვთ რუსებს უეფას უარის შემდეგ? როგორც 20 სექტემბერს გადაწყდა, რუსეთის ნაკრები ევრო-2024-ის შესარჩევში ვერ ითამაშებს. აზიის კონფედერაციაში შესვლაზე ფიქრობენ. ვალერი კარპინი (რუსეთის ნაკრების მწვრთნელი): „რას ელოდით? რამე სხვას? თავი რატომ უნდა მომეტყუებინა? 50-ნაირი ხუმრობა მოვისმინე და წავიკითხე, ვერსიები ცალკე, მერე კი უარი. აზიაში გადასვლა შეიძლება 2-3 წლის მერე. ჯერ ალბათ არც იქ დაგვიშვებენ“.… Continue reading “რა გაგიკვირდათ? რას ელოდით?” – რუსეთი აზიაზე ფიქრობს

ევრო-2024: წილისყრის წინ… და რუსეთს დაუშვებენ?

  9 ოქტომბერს 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა გაიმართება. 10 ჯგუფი იქნება, 2-2 საუკეთესო გავა ევროპაზე, მათ დაემატება მასპინძელი გერმანია და 3 ნაკრები ერთა ლიგიდან. უდიდესი ალბათობით, საქართველო მეოთხე კალათაში იქნება (სულ ექვსი კალათა).  შესარჩევის მატჩები გაისად მარტიდან ნოემბრამდე გაიმართება. და იქნება თუ არა შესარჩევში რუსეთის ნაკრები? დღევანდელი მდგომარეობით არა, მაგრამ რუსები იბრძვიან… Continue reading ევრო-2024: წილისყრის წინ… და რუსეთს დაუშვებენ?

“სიტყვები არ მყოფნის…” (ვინ გადაწყვიტა რუსეთთან თამაში?)

რა გაგრძელება და კომენტარები მოჰყვა რუსეთ-ბოსნიის ამხანაგური მატჩის დაანონსებას? ჯერ ის დავწეროთ, რომ რუსული მხარე 200 000 ევროს გადაუხდის ბოსნიელებს, რადგან ისინი სანკტ-პეტერბურგში ჩასვლასა და თამაშს დათანხმდნენ. უეფა არ კრძალავს ამ შეხვედრის ჩატარებას: მართალია, რუსეთი უეფაში აღარაა, მაგრამ ამხანაგურებში შეუძლია მონაწილეობა. თამაში 19 ნოემბერს დაიგეგმა. ბოსნიელთა წამყვანი ფეხბურთელები უარზე არიან, რუსეთთან არ ვითამაშებთო. მირალემ პიანიჩმა… Continue reading “სიტყვები არ მყოფნის…” (ვინ გადაწყვიტა რუსეთთან თამაში?)

ურუგვაელი: რუსეთიდან გავიპარე? ტყუილია…

რუსეთში კვლავაც ბრაზობენ ურუგვაელ ფეხბურთელ გილერმო ვარელაზე, რომელმაც ფიფას წესებით ისარგებლა და ბრაზილიურ ფლამენგოში გადავიდა. ფიფას წსებით: კონტრაქტი შეაჩერა მოსკოვის დინამოსთან. ყველა ლეგიონერს შეუძლია 1 წლით კონტრქტის შეჩერება, ზოგი იყენებს, ზოგი – არა… აქ საინტერესო ისაა, რომ მოსკოვის დინამო ვარელას აბრალებს, არ შეგვითანხდა და ღამე ჩუმად ბაზიდან გაიპარაო. აი, ამონარიდი მისი ინტერვიუდან: „როცა ფლამენგო გეძახის,… Continue reading ურუგვაელი: რუსეთიდან გავიპარე? ტყუილია…