კვირკველიამ ნეფთჩიში გაიტანა (ვიდეო)

აზერბაიჯანის ჩემპიონატის 21-ე ტურში ბაქოს ნეფთჩი სუმქაითს შეხვდა და 2:0 დაამარცხა. სასიხარულოა, რომ ანგარიში 54-ე წუთზე საბა კვირკველიამ გახსნა, რომელმაც თავით შეაგდო. კვირკველია ძირითად შემადგენლობაში გახლდათ და მატჩის ბოლომდე გაისარჯა. (3:53) კვირკველიას მსგავსად ნეფთჩის მეორე ქართველმა ვატო არველაძემაც ითამაშა, რომელიც მოედანზე 79-ე წუთზე შევიდა. ბაქოს ნეფთჩი აზერბაიჯანის ჩემპიონატში 44 ქულით მე-3 ადგილზეა და ლიდერ ყარაბაღს… Continue reading კვირკველიამ ნეფთჩიში გაიტანა (ვიდეო)

კვირკველია კარიერას ნეფთჩიში გააგრძელებს

საბა კვირკველია კარიერას ბაქოს ნეფთჩიში გააგრძელებს. ინფორმაცია კლუბის ფეისბუქ გვერდმა უკვე დაადასტურა. ქართველმა ფეხბურთელმა აზერბაიჯანელებთან 2 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. კვირკველია ბოლოს გაგრაში თამაშობდა. საქართველოს ჩემპიონატში იგი აპრილიდან ივნისის ბოლომდე გამოდიოდა და ეროვნულ ლიგაში 12 მატჩი ჩაატარა. კვირკველიას გაგრას გარდა ყაზანის რუბინში, ნემტეხიმიკში, მოსკოვის ლოკომოტივში, როტორში და ხარკოვის მეტალისტში უთამაშია. 30 წლის მცველმა საქართველოს ნაკრებში… Continue reading კვირკველია კარიერას ნეფთჩიში გააგრძელებს

კვირკველია ნეფთჩის უახლოვდება

საბა კვირკველია კარიერას დიდი ალბათობით აზერბაიჯანში გააგრძელებს. azerisport.com-ის ცნობით, ქართველი მცველი უკვე ბაქოშია და სამედიცინო შემოწმებას გაივლის. ისიც დაიწერა, რომ ჩვენებური ნეფთჩისთან 2 წლიან კონტრაქტს გააფორმებს. კვირკველია ბოლოს გაგრაში თამაშობდა. ეროვნული ლიგის სადებიუტო სეზონში მან 12 მატჩი ჩაატარა. საბა კვირკველიამ კარიერა ყაზანის რუბინში დაიწყო. მის კარიერაში ასევე იყო ნემტეხიმიკი, მოსკოვის ლოკომოტივი, ხარკოვის მეტალისტი და გაგრა.… Continue reading კვირკველია ნეფთჩის უახლოვდება

საბა კვირკველია: სანიოლმა შუა ომიდან გამომიძახა, ნაკრებში ჩამოსვლა ესე არასდროს გამხარებია

ბოლო წლების ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი ფეხბურთელი საბა კვირკველია ამჟამად ეროვნულ ლიგაში თამაშობს, სადაც გაგრას ღირსებას იცავს. 30 წლის მცველის კარიერაში ბოლო პერიოდში ბევრი სირთულე იყო. პირადი პრობლემები, კარიერაში ჩავარდნა, ომის გამო კლუბის დატოვება, სანაკრებო ამბები… ამ და ბევრ სხვა თემაზე საბა კვირკველიამ Leadersport.ge-სთან ვრცლად ისაუბრა. – გაგრაში რამდენიმე მატჩი უკვე ჩაატარე. როგორ შეეგუე საქართველოს ჩემპიონატს… Continue reading საბა კვირკველია: სანიოლმა შუა ომიდან გამომიძახა, ნაკრებში ჩამოსვლა ესე არასდროს გამხარებია

კვირკველია ეროვნულ ლიგაში ითამაშებს

საბა კვირკველია საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს. 30 წლის მცველი ამიერიდან გაგრას ღირსებას დაიცავს. ინფორმაცია კლუბის პრესსამსახურმა გაავრცელა. კვირკველიამ გაგრასთან კონტრაქტი ივნისის ბოლომდე გააფორმა. საბა კვირკველიამ კარიერა ყაზანის რუბინში დაიწყო, ერთი ხანობა იგი ნემტეხიმიკში იყო განათხოვრებული, საიდანაც რუბინში დაბრუნდა. შემდეგ იყო მოსკოვის ლოკომოტივი, ვოლგოგრადის როტორი და ბოლოს ხარკოვის მეტალისტი. კვირკველია რუსეთის ჩემპიონი, სუპერთასის მფლობელი და თასის სამ… Continue reading კვირკველია ეროვნულ ლიგაში ითამაშებს

კვირკველიას ახალი გუნდი ცნობილია

საბა კვირკველია კარიერას ხარკოვის მეტალისტში გააგრძელებს. ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა. კვირკველია ბოლოს მოსკოვის ლოკომოტივიდან როტორში განათხოვრებით თამაშობდა. ივნისში მან გუნდი დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა. როგორც საბამ Leadersport.ge-სთან საუბარში აღნიშნა, მას ტოპ 5 ჩემპიონატიდან ჰქონდა შემოთავაზებები, თუმცა როგორც ხედავთ უკრაინაში ითამაშებს. მეტალისტი უკრაინის 16 გუნდიან ჩემპიონატში 10 ტურის შემდეგ 13 ქულით მე-8 ადგილზეა… Continue reading კვირკველიას ახალი გუნდი ცნობილია

საბა კვირკველია: ლოკომოტივი თავაწეულმა დავტოვე

საბა კვირკველიამ მოსკოვის ლოკომოტივი დატოვა და ამჟამად თავისუფალი აგენტია. 29 წლის მცველმა ამ თემაზე Leadersport.ge-სთან ისაუბრა. საბამ განაცხადა, რომ შემოთავაზებები ტოპ 5 ჩემპიონატიდან აქვს და მალე გაირკვევა თუ სად გააგრძელებს კარიერას. “ლოკომოტივი თავაწეულმა დავტოვე. გუნდთან ერთად ყველაფერი მოვიგე, ჩემპიონატი თასი, სუპერთასი. გუნდი სიომინმა დატოვა და მეც იგივე გადავწყვიტე. რაც შეეხება ჩემს მომავალს, რუსეთში დარჩენას არ… Continue reading საბა კვირკველია: ლოკომოტივი თავაწეულმა დავტოვე