საბა ლობჟანიძე თურქულ კარაგიუმრუქში ითამაშებს. ინფორმაცია კლუბმა სოციალური ქსელის საშუალებით უკვე დაადასტურა. შეგახსენებთ, რომ ჰატაიში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ, საბა ლობჟანიძე საქართველოში დაბრუნდა და ამ დრომდე უცნობი იყო როგორ გაგრძელდებოდა მისი კარიერა. აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელის მიმართ ინტერესს ტრაბზონსპორიც იჩენდა. რაც შეეხება კარაგიუმრუქს, გუნდი თურქეთის ჩემპიონატში 26 ქულით მე-9 ადგილზეა. კარაგიუმრუქის მთავარი მწვრთნელი ანდრეა პირლო გახლავთ.
Tag: საბა ლობჟანიძე
საბა ლობჟანიძე: მიყვარხარ ძმაო (ფოტო)
ჰატაისპორის ფეხბურთელი კრისტიან ატსუ ნანგრევებში გარდაცვლილი იპოვეს. ამ ფაქტს ჰატაისპორის ქართველი ფეხბურთელი სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა. “მიყვარხარ ძმაო” – დააწერა საბამ ატსუსთან ერთად გადაღებულ ფოტოზე. შეგახსენებთ, რომ თურქეთში მომხდარი 7.8 და 7.6 მაგნიტუდის მიწისძვრის შემდეგ, ატსუს მაშველები ეძებდნენ. თავიდან დაიწერა, რომ ფეხბურთელი ცოცხალი იპოვეს, თუმცა სამწუხაროდ სიტუაცია შეიცვალა. რაც შეეხება თავად ლობჟანიძეს, მას კარიერის გაგრძელების… Continue reading საბა ლობჟანიძე: მიყვარხარ ძმაო (ფოტო)
ატსუ გარდაცვლილი იპოვეს…
თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, საბა ლობჟანიძის თანაგუნდელი, ცნობილი ფეხბურთელი – კრისტიან ატსუ გარდაცვლილი ნახეს. ეს ამბავი მისმა აგენტმა – მურატ უზუნმეჰმერტმა გაავრცელა “სამწუხაროდ, კრისტიან ატსუ გარდაცვლილი იპოვეს” ატსუ გულშემატკივრებს უნდა ახსოვდეთ – განსაკუთრებით ნიუკასლიდან, სადაც წლები ითამაშა და გოლებსაც იტანდა. მას ასევე: ჩელსიში, ევერტონში, მალაგაში, პორტუსა და ბორნმუთშიც უთამაშია…
ლობჟანიძეს მსურველი გამოუჩნდა – ჯერ იჯარა…
საბა ლობჟანიძით ერთ-ერთი გამორჩეული თურქული გუნდი ტრაბზონსპორია დაინტერესებული, ამის შესახებ Fotomac.com.tr-ზე დაიწერა. აღსანიშნავია, რომ თურქეთის მოქმედ ჩემპიონებს ლობჟანიძესთან ერთად აიუბ ელ-კააბიც სურთ. “ტრაბსონსპორს საბა ლობჟანიძე და აიუბ ელ-კააბი სურს. 28 წლის გარემარბის იჯარით დამატებასთან დაკავშირებით, ჰატაისპორს წინადადებით უკვე მიმართეს. საბა 1.75 ფუტის სიმაღლის არის, ჰატაისპორში მან 61 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 13 საგოლე… Continue reading ლობჟანიძეს მსურველი გამოუჩნდა – ჯერ იჯარა…
თურქეთისთვის – კვარაცხელიას მაისურა აუქციონზე გაიყიდება
socratessahada.com-ზე აუქციონია, სადაც სპორტსმენების მაისურები იყიდება და შემოსული თანხა თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დაეხმარებიან. ერთ-ერთი სპორტსმენი, რომლის მაისურაც აუქციონზეა ხვიჩა კვარაცხელია გახლავთ. ხვიჩა კვარაცხელიას ხელმოწერიანი მაისურა 25 000 ლირა ღირს, რაც დაახლოები 1237 ევრო და 3520 ლარია. შეგახსენებთ, რომ თურქეთში 7.8 და 7.6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. სტიქიის შედეგად უამრავი ადამიანი დაიღუპა და სახლები დაინგრა.… Continue reading თურქეთისთვის – კვარაცხელიას მაისურა აუქციონზე გაიყიდება
საბა ლობჟანიძე: ამაზე დიდი საშინელება არაფერია
თურქეთში მომხდარ სტიქიურ უბედურებას ჰატაისპორის ქართველი ნახევარმცველი საბა ლობჟანიძე გამოეხმაურა. საბამ სტიქიაზე კომენტარი, ინსტაგრამ სთორის საშუალებით გააკეთა. “ღმერთმა არავის გამოაცდევინოს ის ტრაგედია, რაც მოხდა. ეს არ იყო უბრალო მიწისძვრა, ეს ბევრად საშინელი და შემზარავი რამე გახლდათ. მე მშვიდობით ვარ, მაგრამ ეს არ არის მთავარია. ხალხი დანგრეულ შენობებში ბავშვებს და ოჯახის წევრებს ეძებს, ამაზე საშინელი არაფერია.… Continue reading საბა ლობჟანიძე: ამაზე დიდი საშინელება არაფერია
საბა ლობჟანიძის თანაგუნდელი იპოვეს
თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, საბა ლობჟანიძის თანაგუნდელ კრისტიან ატსუს ეძებდნენ და საბედნიეროდ ცოცხალი იპოვეს. ატსუ ნანგრევების ქვეშ იყო, იგი ფეხის დაზიანების და სუნთქვის პრობლემების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს. შეგახსენებთ, რომ თურქეთში 7.8 და 7.6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რამაც 1500-ზე მეტი ადამიანის იმსხვერპლა. სათქმელია, რომ ჰატაი თურქეთში სტიქიის შედეგად ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული ქალაქია. რაც შეეხება ატსუს, იგი… Continue reading საბა ლობჟანიძის თანაგუნდელი იპოვეს
მიწისძვრა… ლობჟანიძის თანაგუნდელსა და სპორტულ დირექტორს ვერ პოულობენ
თურქული ჰათაისფორის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ დამანგრეველი მიწისძვრის მერე ერთ ფეხბურთელს, სპორტულ დირექტორსა და თარჯიმანს ვერ უკავშირდება… ფეხბურთელია განელი კრისტიან ატსუ, რომელიც ერთ დროს ჩელში იყო. დაიწერა, რომ ატსუ და სპორტული დირექტორი ტანერ სავუთი ნანგრევების ქვეშ მოჰყვნენ. სიკვდილს გადაარჩინეს და ნანგრევებიდან ამოიყვანეს ჰათაისფორის ფეხბურთელი ბურაქ ოქსიუზი. როგორც იცით, ჰათაისფორში საბა ლობჟანიძე თამაშობს… გუნდის მწვრთნელი, თურქეთის ნაკრების… Continue reading მიწისძვრა… ლობჟანიძის თანაგუნდელსა და სპორტულ დირექტორს ვერ პოულობენ
ლობჟანიძემ ტრაბზოსნპორთან საგოლე გადაცემა გააკეთა (ვიდეო)
თურქეთის ჩემპიონატში ჰატაისპორმა, რომლის რიგებშიც საბა ლობჟანიძე გამოდის, ტრაბზონსპორს უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. მასპინძლები აგებდნენ, თუმცა ქამბექით 3 ქულა აიღეს. (4:37) ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ის არის, რომ გამარჯვების მომტანი გოლისას საგოლე გადაცემა საბა ლობჟანიძემ გააკეთა. ჩვენებური ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩის ბოლომდე გაისარჯა. თურქეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათმაშებაში საბამ 19 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და… Continue reading ლობჟანიძემ ტრაბზოსნპორთან საგოლე გადაცემა გააკეთა (ვიდეო)
ლობჟანიძემ თურქეთში გაიტანა – კარგი კომბინაცია და გოლი (ვიდეო)
თურქეთის ჩემპიონატში ჰატაისპორი, რომლის რიგებშიც საბა ლობჟანიძე გამოდის, უმრანიესპორს ესტუმრა და მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. სტუმართაგან ერთი გოლი სწორედ ქართველმა ფეხბურთელმა გაიტანა, რომელიც აღნიშნულ შეხვედრაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ლობჟანიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 90-ე წუთზე შეცვალეს. ჰატაისპორი 16 ქულით მე-15 ადგილზეა. რაც შეეხება ლობჟანიძეს, თურქეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში მის ანგარიშზე 16 მატჩი, 1 გოლი და… Continue reading ლობჟანიძემ თურქეთში გაიტანა – კარგი კომბინაცია და გოლი (ვიდეო)