საქართველოს მეტოქე ცნობილია!

ერთა ლიგის ნახევარფინალში, რომელიც 2024 წელს გაიმართება, საქართველოს მეტოქე ცნობილია! გიბრალტართან გამარჯვების შემდეგ, გარკვეული იყო, რომ ჩვენი ნაკრები, C ლიგაში, საუკეთესო გუნდი იქნებოდა. 27 სექტემბერს, საბერძენეთმა ჩრდილოეთ ირლანდია მიიღო – თუ წააგებდა, მეტოქედ საბერძნეთი გვეყოლებოდა, სხვა შემთხვევაში – ყაზახეთი. ბერძნებს კითხვის ნიშნები არ გაუჩენიათ, 3:1 მოიგეს და გაირკვა, რომ ნახევარფინალში ყაზახებს ვუმასპინძლებთ.  

საქართველო-ყაზახეთი?.. თუ?.. რა შეიძლება მოხდეს?

რა ხდება ერთა ლიგის C ჯგუფში? დღეს ჩვენთვის საინტერესო ორი მატჩი გაიმართა: ყაზახეთმა აზერბაიჯანში წააგო 0:3, ხოლო თურქეთი ფარერის კუნძულებზე დამარცხდა 1:2… ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრები დიდი ალბათობით პირველადგილოსნებს შორის პირველი იქნება: ამისთვის საჭიროა ორშაბათს გიბრალტარში უბრალოდ მოგება. ახლა ეს სიტუაციაა პირველადგისლონებში: თურქეთი – 6 მატჩი, 13 ქულა (ბურთები +13) საქართველო – 5… Continue reading საქართველო-ყაზახეთი?.. თუ?.. რა შეიძლება მოხდეს?

იყოს ჯერჯერობით უხარისხო ფეხბურთით

მოვიგეთ! განსაკუთრებით იმან გამახარა, რომ მოვიგეთ კოსოვოში, სადაც საქართველო დაბალ ღობედ მიაჩნდათ და ჩვენთან წაგებაზე კატასტროფააო, დაწერეს. არადა, ფეხბურთის ისტორიას რომ გადავხედოთ, სად საქართველო და სად კოსოვო. ვის დაჰკარგვიან. მეორე მხრივ, ვისი ბრალია? რა თქმა უნდა, ჩვენი. არის ასეთი უმსხვილესი ტელეკომპანია beIN Sports. ყატარელებისაა; ოფისებით დოჰაში, მაიამიში, პარიზსა და სტამბოლში. მოკლედ, რაკი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადებიან,… Continue reading იყოს ჯერჯერობით უხარისხო ფეხბურთით