გიორგი ნავალოვსკი სამწვრთნელო კარიერას იწყებს და მისი პირველი გუნდი საბურთალო იქნები. საქართველოს ნაკრების ყოფილი მცველი, საბურთალოში ომარ თეთრაძის ასისტენტად იმუშავებს. ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ფეისბუქ გვერდმა გაავრცელა. შეგახსენებთ, რომ ნავალოვსკიმ საფეხბურთო კარიერა რამდენიმე კვირის წინ ოფიციალურად დაასრულა. იგი ბოლოს დინამო ბათუმში თამაშობდა, რომლის ღირსებასაც 2019 წლის მარტიდან იცავდა. ნავალოვსკი წლების განმავლობაში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გახლდათ, სადაც… Continue reading ნავალოვსკი საბურთალოში იმუშავებს
Tag: საბურთალო
შახტარის მწვრთნელი: გოჩოლეიშვილს შეუძლია გამოგვადგეს
დონეცკის შახტარის მთავარმა მწვრთნელმა იგორ იოვიჩევიჩმა, გუნდის ქართველ ახალწვეულზე გიორგი გოჩოლეიშვილზე ისაუბრა. ხორვატმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ გოჩოლეიშვილს შეუძლია შახტარს გამოადგეს. “როცა მის მახასიათებლებს დავაკვირდით, მივხვდით, რომ შეუძლია გამოგვადგეს. ის ძალიან სწრაფია, გამძლე, აგრესიული, ორივე ფეხით კარგად ურტყამს და დამაგვირგვინებელ ფაზაში ძალიან კარგია. გოჩოლეიშვილს პროგრესის კარგი შანსი აქვს, ვნახოთ როგორ გაუმკლავდება კონკურენციას. მანამ ვერ ვიტყვით გავძლიერდით… Continue reading შახტარის მწვრთნელი: გოჩოლეიშვილს შეუძლია გამოგვადგეს
კონტრაქტი შედგა – გოჩოლეიშვილი კარიერას შახტარში გააგრძელებს
გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას დონეცკის შახტარში გააგრძელებს. ამის შესახებ ცნობა საბურთალოს ოფიციალურმა საიტმა გაავრცელა და დონეცკის შახტარის ოფიციალურ საიტზეც დაიწერა. შახტარმა გოჩოლეიშვილს 5 წლიანი კონტრაქტი გაუფორმა. “საბურთალოს” აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელი გიორგი გოჩოლეიშვილი უკრაინის ერთ-ერთ ტიტულოვან და ისტორიულ კლუბში, დონეცკის “შახტარში” ითამაშებს. მხარეებს შორის მოლაპარაკება, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, წარმატებით დასრულდა. ახალ კლუბში ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმებაც გაიარა. გოჩოლეიშვილი… Continue reading კონტრაქტი შედგა – გოჩოლეიშვილი კარიერას შახტარში გააგრძელებს
შახტარი და საბურთალო ტრანსფერზე შეთანხმდნენ
როგორც Geo Team-ი იუწყება, დონეცკის შახტარი და საბურთალო გიორგი გოჩოლეიშვილის ტრანსფერზე შეთანხმდნენ. წყაროს ცნობით, ფეხბურთელი უკრაინაში სანაკრებო შეკრების შემდეგ ჩავა და სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც კონტრაქტს გააფორმებს. გოჩოლეიშვილი საბურთალოს აღზრდილია. მთავარ გუნდში იგი 2020 წლიდან გამოდის და დღესდღეობით გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. გოჩოლეიშვილი საქართველოს 21 წლამდე ნაკრების ლიდერიც გახლავთ და დიდი ალბათობით გაისად ევროპის 21… Continue reading შახტარი და საბურთალო ტრანსფერზე შეთანხმდნენ
საბურთალოს ახალი მწვრთნელი ჰყავს
ლაშა ნოზაძე საბურთალოს მთავარი მწვრთნელი აღარ იქნება. კლუბსა და მწვრთნელს შორის კონტრაქტი გაწყდა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. ეს კლუბის პრესსამსახურის ცნობით. ვინ შეცვლის ნოზაძეს, ესეც გაირკვა: 52 წლის თემურ შალამბერიძე, რომელიც ადრეც წვრთნიდა საბურთალოს და მის დროს 2020 წელს გუნდმა საქართველოს სუპერთასი მოიგო. ბოლო პერიოდში კი შალამბერიძე საბურთალოს დუბლებს წვრთნიდა – ლიგა 3-ის გუნდს. …ნოზაძეს… Continue reading საბურთალოს ახალი მწვრთნელი ჰყავს
მარადიული თემა: ქართული კლუბები და ბოლო წუთები
საბურთალოც გავარდა კონფერენციის ლიგიდან. ქართული გუნდებისთვის ევროსეზონი დასრულდა… საშინაო 1:0-ის მერე, სტუმრად რუმინეთში 2:4 წააგეს სტიაუასთან. ასეთი თრილერი ქართული გუნდების თამაშში იშვიათია ხოლმე. რამდენიმე გვახსენდება: ვისლა-დინამო თბილისი 4:3, ზესტაფონი-ბრიუგე 3:3. ყველას ვერ ჩამოვთვლით. აი, რუმინეთში კი, მიუხედავად მასპინძელთა დიდი უპირატესობისა, შეიძლებოდა საბურთალო გასულიყო. ლაშა ნოზაძის გუნდი ორი ბურთით აგებდა, როცა შეცვლაზე შესულმა გურამ გოშთელიანმა თავურით… Continue reading მარადიული თემა: ქართული კლუბები და ბოლო წუთები
კითხვა ასეთია: გაამართლა?
ამ სიტყვებს რომ ვწერ, არც ის ვიცი, რა ჰქნა საბურთალომ ბუქარესტში ნამდვილ თუ თვითმარქვია სტიაუასთან და არც ის, შემოატრიალა თუ არა ბათუმმა ლეხში წაგებული 0:5. ერთი ის ვიცი, რომ ბათუმელებმა გუნდიდან აქამდე ნაქები მეკარე ლაზარე კუპატაძე გაუშვეს, რაც ძალიან არ მესიამოვნა. არ მესიამოვნა, რადგან დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ის შეცდომის გამო დასაჯეს, მე კი მეგონა რომ… Continue reading კითხვა ასეთია: გაამართლა?
ლაშა ნოზაძე: მიხარია, რომ თბილისში მოვიგეთ თუმცა ეს ბევრს არაფერს ნიშნავს
კონფერენციის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, საბურთალო რუმინულ სტიაუას შეხვდება. მატჩის წინა პრესკონფერენციაზე საბურთალოს მწვრთნელმა ლაშა ნოზაძემ და თავდამსხმელმა ირაკლი სიხარულიძემ ისაუბრეს. “რთულ და დაძაბულ მატჩს ველოდებით. სასიამოვნოა, რომ თბილისში გამარჯვება ჩვენ დაგვრჩა, თუმცა ეს ბევრს არაფერს არ ნიშნავს. წინ კიდევ 90 წუთია სათამაშო. მეტოქე სერიოზულია, რომლის შემადგენლობაში გამოცდილი და კვალიფიციური ფეხბურთელები თამაშობენ. საქართველოს დედაქალაქში შემტევი და… Continue reading ლაშა ნოზაძე: მიხარია, რომ თბილისში მოვიგეთ თუმცა ეს ბევრს არაფერს ნიშნავს
ლაშა ნოზაძე: დამსახურებულად მოვიგეთ, გპირდებით თავს არც რუმინეთში შევირცხვენთ
კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე საბურთალომ სტიაუა 1:0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე მასპინძელთა მწვრთნელმა ლაშა ნოზაძემ ისაუბრა. “პირველ რიგში მინდა ფეხბურთელებს მადლობა მოვუხადო. ძალიან მაგარი ბიჭები არიან. საბურთალოში გამოცდილი და ახალგაზრდა მოთამაშეები არიან და კიდევ ერთხელ მადლობა თავდადებისთვის. მაყურებლების თანადგომით მიზანს მივაღწიეთ და დამსახურებულად გავიმარჯვეთ. მომენტები ორივე მხარეს იყო. ამით არაფერი დასრულებულა, წინ მძიმე ბრძოლა გველის.… Continue reading ლაშა ნოზაძე: დამსახურებულად მოვიგეთ, გპირდებით თავს არც რუმინეთში შევირცხვენთ
სტიაუას მწვრთნელი: საბურთალოს ბარიერის დაძლევა ახლაც შეგვიძლია
კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე საბურთალომ სტიაუა 1:0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე სტუმართა მწვრთნელმა ანტონ პეტრეამ ისაუბრა. “ჩვენთვის საკმაოდ რთული მატჩი გამოდგა. არ ველოდი, რომ ასე ვითამაშებდით. გატანის რამდენიმე შანსი გვქონდა, თუმცა ეს საკმარისი არ არის. შედეგით უკმაყოფილოები ვართ. ასევე რთულ თამაშს ველოდებით განმეორებით მატჩში გამომდინარე იქიდან, თუ როგორ ითამაშა საბურთალომ ჯერ პარტიზანთან, შემდეგ ჩვენთან. სწორედ… Continue reading სტიაუას მწვრთნელი: საბურთალოს ბარიერის დაძლევა ახლაც შეგვიძლია