სადიო მანე: როცა ვთამაშობ იმ დროს სენეგალში არავინ მუშაობს

მიუნხენის ბაიერნმა სადიო მანე დაიმატა, რომელიც გერმანულ გრანდში ლივერპულიდან გადაბარგდა. სენეგალელმა კლუბის პრესსამსახურს ინტერვიუ მისცა და რამდენიმე საინტერესო თემაზე ისაუბრა. “იმ დღეს როცა ვთამაშობ, სენეგალში არავინ მუშაობს. ამ დროს ჩემს სამშობლოში ნამდვილი დღესასწაულია, ყველა მე მიყურებს. ახლა როცა ბაიერნში ვითამაშებ, ამ დღეს არავინ იმუშავებს.  ამ მომენტისთვის ჩემი მთავარი მიზანი ბაიერნთან ერთად ყველა შესაძლო ტიტულის მოგებაა.… Continue reading სადიო მანე: როცა ვთამაშობ იმ დროს სენეგალში არავინ მუშაობს

“ბაიერნში თამაშის მერე, ლივერპულის მატჩებს ვუყურებ,” – მანე

ლივერპულში გატარებული 6 წლის შემდეგ, სადიო მანე ბაიერნში გადავიდა. წასვლის წინ, სენეგალელმა მერსისაიდული კლუბის გამოცემას ინტერვიუ მისცა, სადაც ინგლისში მისი კარიერა შეაფასა. დამშვიდობება მეტად ემოციური გამოდგა. ბაიერნში ახალი გამოწვევის გამო გადავიდა „უცნაურია როცა აანალიზებ, რომ ლივერპულის ფეხბურთელი აღარ ხარ. დიდებული დრო გავატარე – გუნდთან ერთად ვარჯიშით პირველივე დღიდანვე სიამოვნებას ვიღებდი, ენფილდზე ხომ საუბარიც ზედმეტია… ლივერპულთან ერთად… Continue reading “ბაიერნში თამაშის მერე, ლივერპულის მატჩებს ვუყურებ,” – მანე

მაშინ დავინახე ჩემი თავი ბაიერნში…

ლივერპულის უკვე ყოფილი ვარსკვლავი, სადიო მანე, მიუნხენში ჩავიდა და სამედიცინო შემოწმება გაიარა. შემდეგ კი ბაიერნის მაისურში გამოწყობილი დაენახა საზოგადოებას. მანე რეკორდმაისტერთან მალე ოფიციალურად გააფორმებს კონტრაქტს, რომელიც სამწლიანია და 35 მილიონი გირვანქა დაჯდება. გერმანულ ბილდთან საუბარში მან თქვა: „როცა აგენტმა ბაიერნის ჩემს მიმართ ინტერესზე მითხრა, ძალიან ავღელდი. მაშინვე დავინახე საკუთარი თავი იქ. ბაიერნი ხომ მსოფლიოს ერთ-ერთი… Continue reading მაშინ დავინახე ჩემი თავი ბაიერნში…

მოწყენილი ზეიმი

ლივერპულმა გუშინ თავისი ქალაქის ქუჩები ღია ავტობუსით შემოიარა (სულ 15 კილომეტრი), ქომაგებთან ერთად შინაური თასების (ლიგის და ასოციაციის) მოპოვებას ზეიმობდნენ. ერთი დღით ადრე ჩემპიონთა ლიგის ფინალში რეალთან დამარცხების შემდეგ (0:1), ფეხბურთელები მთლად კარგ ხასიათზე ვერ იყვნენ, განსაკუთრებით სადიო მანეს მოეწყინა. მაგრამ, რა უნდა ექნათ, ღონისძიება ადრევე იყო დაგეგმილი.

ბაიერნს ლივერპულის მეგოლე უნდა

მიუნხენის ბაიერნი შეტევის გაძლიერებაზე მუშაობს. Sky Sport Deutschland-ის ცნობით, გერმანელები ზაფხულში ლივერპულიდან სადიო მანეს გადაბირებას შეეცდებიან. რეკორდმაისტერები ფიქრობენ, რომ მანეს ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილებას შეძლებენ და საქმე გაუადვილდებათ. მანე ლივერპულის ერთ-ერთი ლიდერია და ნაკლებად სავარაუდოა გუნდი მას მარტივად შეელიოს. სადიომ ამ სეზონში 46 მატჩი ჩაატარა, 20 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა. მან დიდი წვლილი… Continue reading ბაიერნს ლივერპულის მეგოლე უნდა

მანეს ახალი კონტრაქტი შესთავაზეს

ლივერპულმა სადიო მანეს კონტრაქტის გახანგრძლივება შესთავაზა. ამის შესახებ ტვიტერზე ჟურნალისტმა ეკრემ კონურმა დაწერა. კონურის თქმით, მერსისალდელებმა სენეგალელს ახალი ხელშეკრულება 2025 წლის ზაფხულამდე შესთავაზეს. ცნობისთვის, მანეს გუნდთან მოქმედი კონტრაქტი მომავალი სეზონის ბოლოს ეწურება. სეგენალელი შემტევი ლივერპულში 2016 წლის ზაფხულში საუთჰემპტონიდან გადავიდა. იგი მალევე გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული გარემარბი გახდა. ამ სეზონში მანემ 39… Continue reading მანეს ახალი კონტრაქტი შესთავაზეს

დიდი კაცი – როგორ დაეხმარა მანე უცნობ ოჯახს

სადიო მანეს ქველმოქმედების შესახებ არაერთხელ დაწერილა და სავარაუდოდ კიდევ დაიწერება. მანემ უცხო ადამიანების დახმარებით თავი კიდევ ერთხელ გამოიჩინა. აფრიკის თასის 1/8 ფინალში, სადაც სენეგალმა კაპო ვერდეს 2:0 მოუგო, მანემ ტვინის შერყევა მიიღო და მატჩის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 29 წლის ფორვარდმა იქვე მყოფი პატარა გოგონას შესახებ გაიგო, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ოჯახს უსახსრობის გამო მკურნალობის… Continue reading დიდი კაცი – როგორ დაეხმარა მანე უცნობ ოჯახს