The Best FIFA – ლევანდოვსკი საუკეთესო ფეხბურთელია! (+სხვა მოგებულები)

The Best FIFA – საუკეთესოები. რობერტ ლევანდოვსკი წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა ამ ვერსიით. სხვებზეც. გაიმართა FIFA-ს დაჯილდოვება. 2021 წლის საუკეთესოები… მივყვეთ?  გასაგები მიზეზების გამო, დაჯილდოვება ონლაინ-ფორმატში ჩატარდა. გამოკითხვაში მონაწილეობას იღებენ ნაკრების კაპიტნები, მწვრთნელები, მედია და გულშემატკივრებიც (საუკეთესო გოლის გამოვლენისას). როგორც ყოველწლიურად, მედიიდან „სარბიელის“ გამომცემელი ზურაბ ფოცხვერია იყო  ფიფას პარტნიორი საქართველოდან. აი, ფოცხვერიას რჩეულები: მეკარე –… Continue reading The Best FIFA – ლევანდოვსკი საუკეთესო ფეხბურთელია! (+სხვა მოგებულები)

კლოპი: კონტრაქტის გაფორმება სმარტფონის ყიდვა არაა…

იურგენ კლოპმა მოჰამედ სალაჰის კონტრაქტზე ისაუბრა. ბრიტანული პრესა წერს, რომ ეგვიპტელი ახალ ხელშეკრულებას არ აფორმებს, რადგან პირობები არ აკმაყოფილებს… აღნიშნეს, ლივერპული მეტს ვერ სწვდებაო. ყველაზე თამამი განცხადებებიც გაკეთდა: „სალაჰი მიდის!“. თუმცა კლოპმა განმარტა: „ხანგრძლივი კონტრაქტის გაფორმება სმარტფონის ყიდვა არაა. ერთი წარწერა და ყველაფერი მზად იყოს, ასე არაა. ამ პროცესს დრო უნდა. ვერ ვიტყვი, რომ სალაჰის… Continue reading კლოპი: კონტრაქტის გაფორმება სმარტფონის ყიდვა არაა…

სალაჰი საუკეთესოა! რონალდუ გაბრაზდება, მაგრამ…

მოჰამედ სალაჰმა განაცხადა, რომ ოქროს ბურთის მოგება გაახარებდა, მაგრამ არ თვლის, რომ ეს პრიზი ფეხბურთელის სიდიდის განმსაზღვრელია. „ეს თემები ნაკლებად მაღელვებს. მოგატყუებთ რომ გითხრათ, ოქროს ბურთზე არ მიფიქრია-მეთქი, მაგრამ ისედაც ბედნიერი ვარ და ვიქნები, თუ ამ პრიზს ვერ მოვიგებ. ცხოვრებაში ყველაფერი კარგად მაქვს. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ოქროს ბურთი პოლიტიკის სფეროა. ჩემი მიზნები აფრიკის თასის მოგება… Continue reading სალაჰი საუკეთესოა! რონალდუ გაბრაზდება, მაგრამ…

L’Equipe-ს სიმბოლური. არც მესი, არც რონალდუ, არც ევროპის გმირები…

ცნობილმა ფრანგულმა გამოცემა L’Equipe-მ (ეკიპმა) 2021 წლის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა. საინტერესოა, რომ ლეო მესი სიაში არაა, არადა, არგენტინელმა ხომ ოქროს ბურთი მოიგო. სავარაუდოდ, France Football-ს მიუთითეს ამით, რომ მკვეთრად განსხვავებული აზრი აქვთ… არც მესია, არც კრიშტიანუ რონალდუ. 11 კაცში პსჟ-ის სამი ფეხბურთელი მოხვდა. აი, სიმბოლური: ედუარ მენდი – ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი, რუბენ დიაში, მარკინიოსი, თეო ერნანდესი… Continue reading L’Equipe-ს სიმბოლური. არც მესი, არც რონალდუ, არც ევროპის გმირები…

კლოპის ეგვიპტური დილემა

ლივერპულის თავკაც იურგენ კლოპს ახალი თავსატეხი გუჩნდა. მოგეხსენებათ, მიმდინარე პემიერლიგის სიუჟეტი ძალიან დაძაბულად ვითარდება. ლიდერები ერთმანეთს ქულა-ქულაში მიჰყვებიან და ნებისმიერი მცირე წაფორხილებაც კი, შესაძლოა, ძვირად დაუჯდეთ. ამასობაში, 9 იანვარს კამერუნში აფრიკის ერთა თასის გათამაშება იწყება, რომელიც 6 თებერვლამდე გაგრძელდება. ცხადია, ამ ტურნირზე პრემიერლიგის უამრავი აფრიკელი ფეხბურთელი გაემგზავრება. ეგვიპტურმა კლუბმა, კონტინენტის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა ალ აჰლიმ… Continue reading კლოპის ეგვიპტური დილემა

სალაჰი-მანე: შედევრი დღეს… (+video)

ლივერპული გასვლაზე უგებს უოტფორდს. გოლი სადიო ამნემ გაიტანა მოჰამედ სალაჰის ფენომენალური პასით. სანახავია…