იწყება მეორე სერია… (+10 შენაძენი)

13 აგვისტოს ეროვნული ლიგა განახლდება. ექვსკვირიანი შესვენების მერე… ჩემპიონატს ჰყავს გამოკვეთილი ლიდერი და ფავორიტი: დინამო ბათუმი 9-ქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს. კიდევ უფრო გამოკვეთილია აუტსაიდერი – ლოკომოტივს 20 მატჩში 19 წაგება აქვს და ბოლოსწინაადგილოსან გაგრას 16 ქულით ჩამორჩება. მცირე შანსია, რომ ლოკო გავარდნას გადაურჩეს, თუმცა ამ დროს მათი დუბლები თამაშობენ მშვენივრად, აი თასზე სამგურალს მოუგეს და გამოთიშეს.… Continue reading იწყება მეორე სერია… (+10 შენაძენი)

კვარაცხელია მეორე წრის საუკეთესოდ აღიარეს

საქართველოს მე-2 წრის დასრულების შემდეგ, მეორე წრის სიმბოლური ნაკრები დასახელდა და საუკეთესო ფეხბურთელიც გამოვლინდა – ხვიჩა კვარაცხელია. ქართველმა შემტევმა მონაწილეობა 7 მატჩში მიიღო და 5 გოლი გაიტანა.   ასევე, საუკეთესო მწვრთნელიც დასახელდა – ეს წოდება, წყალტუბოს სამგურალის თავკაცმა, გიორგი მიქაძემ მიიღო. მისი ხელმძღვანელობით, სამგურალმა 9 მატჩი ჩაატარა, 7 მოიგო, 1 ფრედ დაასრულდა და მხოლოდ 1-ში… Continue reading კვარაცხელია მეორე წრის საუკეთესოდ აღიარეს

შოუ ბათუმში – კვარას დუბლი და – 4:4

  ეროვნული ჩემპიონატის მე-16 ტურში, ბათუმის დინამომ სამგურალი მიიღო. ფავორიტად, რა თქმა უნდა, ბათუმელები მოიაზრებოდნენ, როგორც შემადგენლობით, ასევე პოზიციით, თუმცა სამგურალს თამაში როგორ შეუძლია, გუნდმა ეს წინა თხუთმეტ ტურში დაამტკიცა. ასეც მოხდა, ბათუმის დინამოს იმერლებმა არაფერი დაუთმეს და ბრძოლაში ქულა მოიპოვეს! საქართველოს ნაკრების ლიდერმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, ასევე ნაკრების ფეხბურთელის, ირაკლი აზაროვის პასით ანგარიში გახსნა, თუმცა ილია… Continue reading შოუ ბათუმში – კვარას დუბლი და – 4:4

რვა გოლი დინამო არენაზე და სამგურალის სამი ქულა

ეროვნული ლიგის მე-12 ტურში დარჩენილი 2 მატჩი გაიმართა. სამგურალმა თელავს უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა, გაგრამ ლოკომოტივი მიიღო და 5:3 მოიგო. წყალტუბოში გამართული მატჩის დიდმა ნაწილმა მასპინძელთა უპირატესობით ჩაიარა. ანგარიში უკვე მე-4 წუთზე გაიხსნა, ირაკლი რუხაძემ ყოფილი გუნდის კარი აიღო და გოლი არ აღნიშნა. 27-ე წუთზე თავი ნიკა კალანდარიშვილმაც გამოიჩინა. თელავის მხრიდან ერთი ბურთი ლაშა ქოჩლაძემ… Continue reading რვა გოლი დინამო არენაზე და სამგურალის სამი ქულა

სამი მატჩი და სამი ფრე – ეროვნულ ლიგაში გადადებული ტურის შეხვედრები გაიმართა

ეროვნულ ლიგაში გადადებული მე-4 ტურის მატჩები გაიმართა. საბურთალომ დინამო თბილისს უმასპინძლა, თელავმა ტორპედოს, სამგურალი კი გაგრას დაუხვდა. ყველაზე დიდ ინტერესს სწორედ დედაქალაქური დერბი იწვევდა, რომელიც ფრედ 1:1 დასრულდა. პირველი ტაიმი საბურთალომ 1:0 მოიგო. ყოფილი გუნდის კარში გოლი ბაქარ ქარდავამ გაიტანა, რომელმაც შედეგიანი დარტყმა არ აღნიშნა. მეორე ტაიმში ბურთს თითქმის მუდამ დინამო ფლობდა. მიუხედავად ამისა სახიფათო… Continue reading სამი მატჩი და სამი ფრე – ეროვნულ ლიგაში გადადებული ტურის შეხვედრები გაიმართა

ბათუმის დინამომ მოიგო – კვარამ ძირითადში ითამაშა

  ეროვნული ჩემპიონატის ერთერთმა ფავორიტმა, ბათუმის დინამომ წყალტუბოში სამგურალთან ითამაშა. ზღვისპირელთა თამაშს ევროპაშიც ბევრი ადამიანი უყურებს, რადგან თითქმის გადაწყვეილია, რომ ნაპოლიში ხვიჩა კვარაცხელია ითამაშებს. კვარამ სამგურალთან ძირითადში დაიწყო. გოლი უკვე მეორე წუთზე გავიდა – ბათუმის დინამოდან თავი ფლამარიონმა გამოიჩინა, რომელიც ამ მომენტში (5 გოლით) ეროვნული ლიგის ბომბარდირიცაა. გუგა ფალავანდიშვილისთვის ძალიან მაგარი თამაში გამოვიდა – ნახევარმცველი… Continue reading ბათუმის დინამომ მოიგო – კვარამ ძირითადში ითამაშა

საბურთალომ საქართველოს თასი მოიგო – 1 გოლი და დიდი დაძაბულობა

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გამარჯვებული 2021 წელს საბურთალო გახდა. ლევან კორღალიძის გუნდი ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე წყალტუბოს სამგურალს შეხვდა და 1:0 დაამარცხა. გუნდებმა მატჩი ფრთხილად დაიწყეს, ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან სასწორზე ტიტული იდო. მომენტები ორივე კართან იყო, თუმცა პირველ ტაიმში ანგარიში არ გახსნილა. მეორე ნახევარში საბურთალომ მოუმატა და 65-ე წუთზე საჩემპიონო გოლი გაიტანა.… Continue reading საბურთალომ საქართველოს თასი მოიგო – 1 გოლი და დიდი დაძაბულობა

დრამა, ქამბექები და კარგი ტაიმი – სამგურალი თასის ფინალში გავიდა

საქართველოს თასის 1/2 ფინალი ქობულეთში ჩელე არენაზე გაიმართა, სადაც სამგურალი შუქურას ესტუმრა და დრამატულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა. სანამ უშუალოდ მატჩზე გადავიდოდეთ, უნდა ითქვას, რომ ფეხბურთელებს საკმაოდ რთულ პირობებში მოუწიათ თამაში. მოედანი ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო, რაც მოთამაშეებს საქმეს ერთი ორად ურთულებდათ. პირველ ტაიმში განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. აღნიშნული მიზეზის გამო, სახიფათო მომენტები ნაკლებად იყო. უმეტესად ბრძოლა… Continue reading დრამა, ქამბექები და კარგი ტაიმი – სამგურალი თასის ფინალში გავიდა