“მალე ნახავთ!..” რა თქვა სპალეტიმ კვარაცხელიაზე?

ლუჩანო სპალეტიმ ხვიჩა კვარაცხელია გაამხნევა… ქართველი ბევრმა გააკრიტიკა ინტერი-ნაპოლის მატჩის შემდეგ, სუსტად ითამაშაო. ცოტა არ იყოს, დამცინავი კომენტარებიც ვნახეთ. 8 იანვარს ნაპოლი სამპდორიას ეთამაშება და სპალეტიმ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ისაუბრა: „საგანგაშო არაფერია. დარწმუნებული ვარ, კვარაცხელიას სახით დიდ ფეხბურთელს ვნახავთ. არანაკლებს, როგორსაც ვუყურებდით და აღტაცებულები ვიყავით. კვარას მომენტი ტიპიური სათამაშო შტრიხია. მისი პირველი დამცველი ვარ. …შკრინიარის მჭიდრო… Continue reading “მალე ნახავთ!..” რა თქვა სპალეტიმ კვარაცხელიაზე?

ვიალი… ცხოვრება და სიკვდილი

პანკრეასის სიმსივნესთან ბრძოლაში დამარცხდა… 58 წლის ასაკში გარდაიცვალა ჯანლუკა ვიალი. იტალიის ნაკრების, სამპდორიას, იუვენტუსის, ჩელსის ყოფილი სუპერთავდამსხმელი. ვინც არ იცის: ვიალის დონის ფორვარდი იტალიას დღეს ნამდვილად არ ჰყავს. ალბათ მიახლოებული დონისაც კი არავინ… მასზე ადრეც არაერთხელ დავწერეთ Leadersport-ში. ვიალი-მანჩინი სუპერდუეტი იყო სამპდორიაში და რა სიმბოლურია, რომ 2021 წელს ევროპის ჩემპიონატი მწვრთნელების რანგში სწორედ მათ მოიგეს.… Continue reading ვიალი… ცხოვრება და სიკვდილი

ლოჩოშვილმა სამპდორიასთან წააგო – რა შეფასება მიიღო ლუკამ?

Luka Lochoshvili of US Cremonese looks on during the Serie A match between Atalanta BC and US Cremonese at Gewiss Stadium, Bergamo, Italy on 11 September 2022. (Photo by Giuseppe Maffia/NurPhoto via Getty Images)

სერია ა-ს მე-11 ტურში კრემონეზემ, რომლის ღირსებასაც ლუკა ლოჩოშვილი იცავს, სამპდორიას უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. ქართველი მცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და 84-ე წუთზე შეცვალეს. ლოჩოშვილმა Whoscored.com-ზე 6.4 შეფასება მიიღო. კრემონეზე სერია ა-ში 4 ქულით ბოლო ადგილზეა. გუნდი შემდეგ ტურში უდინეზეს შეხვდება.

სამპდორიას ფეხბურთელის გოლ-კლასი (+video)

GENOA, ITALY - APRIL 30: Abdelhamid Sabiri of UC Sampdoria celebrates after scoring to give the side a 1-0 lead during the Serie A match between UC Sampdoria and Genoa CFC at Stadio Luigi Ferraris on April 30, 2022 in Genoa, Italy. (Photo by Jonathan Moscrop/Getty Images)

ნახეთ, რა გოლი გავიდა სამდორია-ბეშიქთაშის ამხანაგურ მატჩში – 1:1. სამპდორიას 25 წლის ნახევარმცველმა აბდელჰამიდ საბირიმ ცენტრიდან იშვიათი სიზუსტით დაარტყა. ბურთმა მიუხვ-მოუხვია და ისე ჩაეშვა კარში. თან სილამაზეს ის მატებდა, რომ საბირმა ერთი შეხებით გაიტანა… ეს მაროკოელი ფეხბურთელია, რომელმაც პროფესიული კარიერა გერმანიაში დაიწყო და გერმანიის ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშევი.   | WOW Non troviamo le parole… Continue reading სამპდორიას ფეხბურთელის გოლ-კლასი (+video)

ვიალი ისევ კიბოს ებრძვის

იტალიური ფეხბურთის ლეგენდამ, ჯანლუკა ვიალიმ, ჟურნალისტებს გაუმხილა, რომ დაუპატიჟებელი სტუმარი ისევ მოვიდა. სიმსივნე ისევ დაუდასტურდა და ახალ ბრძოლას იწყებს ვერაგ სენთან. „ვაგრძელებ ბრძოლას, რადგან ჯერ კიდევ დიდ ხანს მსურს სიცოცხლე. ჩემი ოჯახის თანადგომით ყველაფერი კარგად იქნება“, – ამბობს ვიალი, რომელსაც ინგლისელი მეუღლე და ორი მოზარდი გოგონა ჰყავს. 57 წლის ვიალის, რომელიც ბოლო დროს იტალიის ნაკრებში… Continue reading ვიალი ისევ კიბოს ებრძვის

ვიალი სამპას თავში

იტალიური ფეხბურთის ლეგენდა ჯანლუკა ვიალი, ახლოსაა საფეხბურთო კლუბ სამპდორიას შეძენასთან. ეს მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც რამდენიმე დღის წინათ, კლუბის ყოფილი მფლობელი, მასიმო ფერერო დააპატიმრეს. სინიორ მასიმოს ფინანსურ მაქინაციებში სდებენ ბრალს, რომლებიც კლუბს არ ეხება. შეგახსენებთ, თავის დროზე ვიალი სამპდორიას ვარსკვლავი გახლდათ და იქ ჩატარებულ 223 მატჩში 85 გოლი გაიტანა.

აფერა რუსულ-აფრიკულად

აფრიკული წარმომავლობის რუსეთის ოთხმა მოქალაქემ იტალიური სამპდორიას სალარო 800 ათასი ევროთი შეამსუბუქეს. სქემა გენიალურობამდე მარტივი იყო. აფრორუსებმა შეიტყვეს იტალიური კლუბის ინტერესი დანიური ნორდსიელანდის ფეხბურთელის მიმართ და იტალიელებთან კონტაქტზე გავიდნენ. შემდეგ თაღლითების მეთაურმა ახალი რუსული პასპორტი აიღო. სახელად FC დაირქვა და გვარად Nordsjælland. მერე ამ პასპორტით ბანკში პირადი ანგარიში გახსნა. ჰოდა, გულუბრყვილო იტალიელებმა პირველი ტრანში, მათი… Continue reading აფერა რუსულ-აფრიკულად