სამტრედია შაშიაშვილმა ჩაიბარა

სამტრედიას ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. კლუბის ფეისბუქ გვერდის ცნობით, იმერლები გიორგი შაშიაშვილმა ჩაიბარა. ამ პოსტზე მან ლერი მეგენეიშვილი შეცვალა. სამტრედია შარშან მე-10 ადგილზე გავიდა და ეროვნულ ლიგა 2-ში დაქვეითდა. გუნდს თითქმის მთელი სეზონი გია ცეცაძე ხელმძღვანელობდა, ბოლო რამდენიმე მატჩი კი იგი ლერი მეგენეიშვილმა ჩაანაცვლა. ეროვნული ლიგა 2 პირველ მარტს დაიწყება. სამტრედია პირველ ტურში ვიტ ჯორჯიას… Continue reading სამტრედია შაშიაშვილმა ჩაიბარა

არაბიძე კარიერას სამტრედიაში გააგრძელებს

გიორგი არაბიძე კარიერას სამტრედიაში გააგრძელებს. ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ფეისბუქ გვერდმა გაავრცელა. 23 წლის ფეხბურთელი იმერელთა მაისურით წლის ბოლომდე გაირჯება. არაბიძე ლოკომოტივის აღზრდილია. 17 წლის ასაკში იგი დონეცკის შახტარში გადავიდა, თუმცა მეორე გუნდში გამოდიოდა. შახტარის შემდეგ იყო პორტუგალიური ნასიონალი, თურქული ადანასპორი, ბოლოს კი რუსეთის ჩემპიონატში როტორის მაისურით გამოდიოდა. გიორგი ყველა ასაკობრივი ნაკრების ლიდერი იყო. ქვეყნის მთავარ… Continue reading არაბიძე კარიერას სამტრედიაში გააგრძელებს