მამუკელაშვილმა “პელიკანზს” 20 ქულა ჩაუგდო

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში ერთმანეთს სამხრეთ/დასავლეთ დივიზიონის ორი გუნდი დაუპირისპირდა – “ნიუ ორლეანმა” საკუთარ მოედანზე უმასპინძლა “სან ანტონიოს”. გრეგ პოპოვიჩის გადაწყვეტილებით, “სპურსის” რიგებში შეხვედრა სასტარტო ხუთეულიდან დაიწყო სანდრო მამუკელაშვილმა. ქართველმა ფორვარდმა მასზე გაცემული ავანსები გაამართლა და ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა. “მამუმ” პარკეტზე გატარებული 25 წუთის განმავლობაში 20 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი და 3 ჩაჭრა… Continue reading მამუკელაშვილმა “პელიკანზს” 20 ქულა ჩაუგდო

სანდრო მამუკელაშვილის პირველი სტარტი “სან – ანტონიოში”

უაღრესად საინტერესო და დაძაბული გამოდგა ტეხასური საკალათბურთო დაპირისპირება “სან-ანტონიოს” და “დალასს” შორის. ორივე გუნდი მატჩს დიდი დანაკლისით შეხვდა – სხვადასხვა სახის ტრავმების გამო “მავერიქსს” არ ყავდა დონჩიჩი-ირვინგის დუეტი, ხოლო მასპინძლებმა გადატვირთული გრაფიკის გამო  სოჰანი და კოლინზი დაასვენეს. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, გრეგ პოპოვიჩმა სანდრო მამუკელაშვილს მორიგი შანსი მისცა და სასტარტო შემადგენლობაში გაამწესა. ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 33:15… Continue reading სანდრო მამუკელაშვილის პირველი სტარტი “სან – ანტონიოში”

“ქართული” გუნდების დაპირისპირება NBA-ში

ქართული პუბლიკისთვის ძალიან საინტერესო მატჩი გაიმართა NBA-ში. გოგა ბითაძის “ორლანდო”ტეხასში ესტუმრა სანდრო მამუკელაშვილის “სან ანტონიოს”. სამწუხაროდ ქართველთა დაპირისპირება უშუალოდ პარკეტზე არ შედგა, რადგან “მეჯიქის” სამწვრთნელო შტაბმა ბოლო წუთამდე სათადარიგოთა სკამზე დატოვა გოგა, სამაგიეროდ სოლიდური სათამაშო დრო მიიღო სანდრომ. “მამუმ” პარკეტზე 21 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 7 ქულა, 7 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა… Continue reading “ქართული” გუნდების დაპირისპირება NBA-ში

მამუკელაშვილის 11 ქულა და გამარჯვება “დენვერთან”

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში “სან ანტონიომ” საკუთარ მოედანზე დასავლეთ კონფერენციის ლიდერ – “დენვერს” უმასპინძლა. მიუხედავად ნიკოლა იოკიჩის 37 ქულისა, “სპურსმა” მაინც დაამარცხა “ნაგეთსი” 128:120 და სეზონში მე-17 გამარჯვება მოიპოვა. მოგებულ მატჩში თავისი წვლილი შეიტანა “სან ანტონიოს” ქართველმა ფორვარდმა – სანდრო მამუკელაშვილმა. “მამუ” პარკეტზე მეორე ხუთეულიდან ჩაერთო, 12 წუთში 11 ქულა, 4 მოხსნა და 2… Continue reading მამუკელაშვილის 11 ქულა და გამარჯვება “დენვერთან”

მამუკელაშვილის 6 ქულიანი დებიუტი “სან ანტონიოში”

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში “სან ანტონიომ” საკუთარ AT&T CENTER-ში უმასპინძლა “ჰიუსტონს”. ტეხასური დერბი სტუმართა გამარჯვებით დასრულდა 122:110. “სპურსის” რიგებში შედგა სანდრო მამუკელაშვილის დებიუტი. ქართველი მძიმე ფორვარდი პარკეტზე სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, 16 წუთი ითამაშა და ამ დროის განმავლობაში 6 ქულა +2 მოხსნა მოაგროვა. სანდრომ 2 სამქულიანი ესროლა და ორივე ზუსტად მოათავსა კალათში. შეგახსენებთ, რომ 2… Continue reading მამუკელაშვილის 6 ქულიანი დებიუტი “სან ანტონიოში”

“მილუოკიმ” სანდრო მამუკელაშვილი გაუშვა

“მილუოკი” შესანიშნავ ფორმაში იმყოფება. მაიკ ბუდენჰოლცერის გაწვრთნილმა გუნდმა ზედიზედ მე-15 შეხვედრა მატჩი მოიგო და აღმოსავლეთ კონფერენციაში გალიდერდა. “ბაქსი” გამალებით ემზადება საპლეიოფო დაპირისპირებებისთვის, რომელიც სტარტს აპრილის ბოლოს აიღებს. “მილუოკიმ” სატარანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე სამმხრივი ტრეიდის შედეგად გუნდში მოიყვანა ჯეი კრაუდერი. 1 კვირის წინ ვეტერან ცენტრ – მაიერს ლეონარდთან გააფორმა 10 დღიანი კონტრაქტი და მას… Continue reading “მილუოკიმ” სანდრო მამუკელაშვილი გაუშვა

ანტეტენკუმპოს 50 ქულა და გამარჯვება “პელიკანსთან”

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში “მილუოკიმ” საკუთარ FISERV FORUM-ზე უმასპინძლა “ნიუ ორლეანს”. სტუმრები შეხვედრას დიდი დანაკლისით შეხვდნენ – სხვადასხვა სახის ტრავმების გამო არ იყვნენ ზაიონ უილიამსონი, ბრენდან ინგრამი და სი ჯეი მაკალუმი. ლიდერების გარეშე დარჩენილმა “პელიკანსმა” მატჩი 110-135 დათმო და ზედიზედ მეშვიდე მარცხი იწვნია. მატჩის გმირი იანის ანტეტენკუმპო გახდა, რომელმაც 50 ქულა, 13 მოხსნა და… Continue reading ანტეტენკუმპოს 50 ქულა და გამარჯვება “პელიკანსთან”

მამუკელაშვილის 17 წუთი “მაიამისთან”

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში ერთმანეთს აღმოსავლეთ კონფერენციის გამორჩეული გუნდები დაუპირისპირდნენ – “მაიამი” და “მილუოკი”. ფლორიდაში, FTX ARENA-ზე გასამართ მატჩს ორივე კლუბი დიდი დანაკლისით შეხვდა – მასპინძლებს სხვადასხვა სახის ტრავმების გამო არ ყავდა კაილ ლაური, ტაილერ ჰირო და კალებ მარტინი. სტუმრების დანაკლისი გაცილებით დიდი იყო – იანის ანტეტენკუმპო, გრეისონ ალენი, კრის მიდლტონი, სერჟ იბაკა და… Continue reading მამუკელაშვილის 17 წუთი “მაიამისთან”

მამუკელაშვილის 13 წუთი “ვაშინგტონთან”

ახალი წლის ღამეს “მილუოკი” საკუთარ Fiserv Foorum-ზე მასპინძლობდა “ვაშინგტონს”. მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ სადღესასწაულო პერიოდია, დარბაზი ბოლომდე გაივსო “ბაქსის გულშემატკივრებით – 17,341 ბილეთი მალევე გაიყიდა და მატჩი სრული ანშლაგით ჩატარდა. მასპინძლები შეხვედრას დიდი დანაკლისით შეხვდნენ – სხვადასხვა სახის ტრავმების გამო არ იყვნენ გუნდის ლიდერები: იანის ანტეტენკუმპო (მუხლი), ჯრუ ჰოლიდეი (გაციებულია) და კრის მიდლტონი (მუხლი). “ვაშინგტონის”… Continue reading მამუკელაშვილის 13 წუთი “ვაშინგტონთან”

მამუკელაშვილის სარეკორდო მატჩი

Milwaukee Bucks' Sandro Mamukelashvili, left, drives past Brooklyn Nets' Devontae Cacok during the second half of a preseason NBA basketball game Friday, Oct. 8, 2021, in New York. (AP Photo/Frank Franklin II)

“მილუოკი” აგრძელებს წარმატებულ სვლას NBA-ს რეგულარულ სეზონში. მაიკ ბუდენჰოლცერის გაწვრთნილმა გუნდმა საკუთარ მოედანზე უმასპინძლა “იუტას” და მეტოქე 123-97 გაანადგურა. “ბაქსის” სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით გუნდის ლიდერ – იანის ანტეტენკუმპოს დასვენების საშუალება მიეცა. მიუხედავად ასეთი დანაკლისისა მასპინძლებმა მაინც უპრობლემოდ მოიგეს შეხვედრა 26 ქულიანი ჰანდიკაპით. ბერძენი კალათბურთელის არყოფნამ შანსი მისცა სანდრო მამუკელაშვილს. ქართველი ფორვარდი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო… Continue reading მამუკელაშვილის სარეკორდო მატჩი