ერთხელ მალაიზიაში

ფეხბურთი წლიდან წლამდე იცვლება, ასევე იცვლება ფასეულობები და ტურნირებსაც შეეხება. მაგალითად, 20-წლამელთა მსოფლიო ჩემპიონატი ადრე რა პრესტიჟული იყო, ტალანტების ბუდე იქ იყო და საზომიც – იქ გამოჩნდებოდი? საკლუბო კარიერა აწყობილი გქონდა. დღეს 20-წლამდელთა მუნდიალი ისეთი მქუხარე აღარაა, ის აურა არ აქვს. რამ მოიტანა ეს?  უპირველესად ფეხბურთის ზედმეტად კომერციალიზაციამ, მაგრამ ასე უცებ ერთ მიზეზს ვერ იტყვი.… Continue reading ერთხელ მალაიზიაში

აშკარა სხვაობა… 11-მატჩიანი სერია დასრულდა

    საქართველოს ნაკრებმა 11-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა, მაროკოსთან ამხანაგურში წაგება, სუსტი თამაში და ეს გარკვეულწილად გასაგებიც: ხვიჩა კვარაცხელია არ თამაშობდა და ნაკრებს შეტევაში ცეცხლი აკლდა. უფრო სწორად, კი არ აკლდა, არ ჰქონდა… კვარას გარდა არ იყვნენ გიორგი ჩაკვეტაძე და ბუდუ ზივზივაძეც. და მაინც, უკეთ თამაში მართებდა ნაკრებს. პირველივე წუთებიდან ჩანდა მაროკოს უპირატესობა ყველა ასპექტში,… Continue reading აშკარა სხვაობა… 11-მატჩიანი სერია დასრულდა

ცნობილია საქართველოს სასტარტო მაროკოსთან…

მაროკო-საქართველო იწყება. ცნობილია საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა. მამარდაშვილი – კვირკველია, კაშია, ლოჩოშვილი – გოჩოლეიშვილი, წიტაიშვილი, აბურჯანია, კვეკვესკირი – კიტეიშვილი, დავითაშვილი, ვოლკოვი.   ერთი დებიუტანტია სასტარტოში: გიორგი გოჩოლეიშვილი. მეორე დებიუტანტი (საბა საზონოვი) სათადარიგოა. მატჩი არაბეთის გაერთიანებული საემიროების ქალაქ შარჯაში ტარდება. მაროკო რამდენიმე დღეში მუნდიალზე ჩაერთვება: ჯგუფში ჰყავთ ბელგია, ხორვატია და კანადა.

სანიოლის ნაკრები, როგორც როკი IV…

რა საფეხბურთო დღეები გვქონდა, იფ, იფ, იფ… არ დაგვასვენა საქართველოს ნაკრებმა (კარგი გაგებით) და შედეგთან ერთად, ლაღი თამაშიც აჩვენა. ძალიან სპეციფიკური კალენდარი, გადატვირთული გრაფიკი, 29 გამოძახებული ფეხბურთელი და ვილი სანიოლის დილემები – შეუძლებელია, ყველაფერი ზუსტად გაითვალისწინო, ზუსტად შეარჩიო შემადგენლობა ოთხივე შეხვედრაში. 4 მატჩში 10 ქულა და 12 გატანილი გოლი, ამ ოთხიდან სამი მოგება და სამივე… Continue reading სანიოლის ნაკრები, როგორც როკი IV…

რას ამბობდა ვილი ბენზემაზე…

Unsupported UNICODE string

კარგი ფოტოა, არა? საქართველოს ნაკრების ახლანდელი მწვრთნელი და ოქროს ბურთის მოგების N 1 ფავორიტი. ეს 2008 წელია. ვილი სანიოლი 31 წლისაა, ბენზემა – 20 წლის. ვილი სანიოლზე ძველ ინფორმაციებს ვათვალიერებდით. ბევრი რამ გვეწერა, ბევრიც ნაკლებად საინტერესოა… აი, ერთ-ერთი კი ქარიმ ბენზემას გახმაურებულ საქმეს ეხებოდა. ბენზემას შანტაჟს მატიე ვალბუენას მიმართ. იმ დროს ბენზემას გაკრიტიკება და ლანძღვა… Continue reading რას ამბობდა ვილი ბენზემაზე…

5 ფაქტორი… როგორ გარდაიქმნა საქართველოს ნაკრები?

  ბულგარეთი-საქართველო 2:5… მშვენიერი მატჩი ჩაატარა ვილი სანიოლის გუნდმა, ჩანდა უპირატესობა ტაქტიკურად, ტექნიკურად და მერე გამოჩნდა, რომ ფსიქოლოგიურ კომპონენტშიც. შარშან 8 სექტემბერს საქართველომ 1:4 წააგო ბულგარეთში. იქიდან 9 თვეა გასული და რა ხდება, იგივე ნაკრებები, იგივე მწვრთნელებით… 180 გრადუსით ტრიალდება ამბავი. რა მოხდა? ბუნებრივია, ყველას უჩნდება კითხვა, თუ რა შეიცვალა ასე სასიკეთოდ საქართველოს ნაკრებში. საქართველომ… Continue reading 5 ფაქტორი… როგორ გარდაიქმნა საქართველოს ნაკრები?

ლიგის გმირი… ვინ არის დავიდე ანჩელოტი და როგორ მოქმედებს მამაზე?

კარლო ანჩელოტი – კაცი, რომელმაც მწვრთნელობაში ჭერს მიაღწია და არ ვიცით, ამის იქით რაღა დარჩა. მთელი ეს პერიოდი კი ბევრს თვალში მოხვდებოდა ახალგაზრდა კაცი, რომელიც ანჩელოტის გვერდით იდგა და ემოციურად იძლეოდა შენიშვნებს. ეს მისი შვილია: დავიდე ანჩელოტი… რა ვიცით მასზე? კარლოს დიდი ხანია გვერდში ჰყავს და მაშინ დავიდე ფიზმომზადებაზე აგებდა პასუხს. ახლა კი რეალის სამწვრთნელო… Continue reading ლიგის გმირი… ვინ არის დავიდე ანჩელოტი და როგორ მოქმედებს მამაზე?

მოგება! 7 ტაიმი გოლგაუშვებლად

საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მეოთხე თამაში მოიგო. მოიგო ბოსნიაში, საშუალოზე ალბათ მაინც ოდნავ უკეთეს ევროპულ გუნდთან, რომელსაც ჰყავდა ედინ ჯეკო. ხვიჩა კვარაცხელიას გარღვევა, პასი და ბუდუ ზივზივაძის პირველი გოლი საქართველოს ნაკრებში! ამდენი ნერვიულობის ფონზეც კი, კვარამ კარგად ითამაშა და ეს უფრო მეორე ტაიმში. საქართველოს ნაკრების სამი-ოთხი სახიფათო მომენტი რაც შეიქმნა, ხვიჩა უკლებლივ მონაწილეობდა. ხარიხასაც მოარტყა ბურთი… Continue reading მოგება! 7 ტაიმი გოლგაუშვებლად

საქართველოს ნაკრებმა კვლავ მოიგო!

საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრის ეგიდით, გორში, საქართველოს ნაკრებმა უზბეკეთი მიიღო. მართალია ამ შეხვედრას სატურნირო მოტივაცია არ ჰქონდა, თუმცა ჩვენს ფეხბურთელებს წინა ორი მატჩი (კოსოვოსთან და შვედეთთან) მოგებული ჰქონდათ და გამარჯვების სერიის შექმნა ყოველთვის მნიშვნელოვანია. თანაც, წლის ბოლო მატჩი იყო, ფსიქოლოგიური კუთხით წარმატება ნაკრებზე კარგად იმოქმედებდა. შვედეთთან განსხვავებით, სანიოლმა შეტევის სამეული და მეკარე შეცვალა. გიორგი ლორიას ნაცვლად,… Continue reading საქართველოს ნაკრებმა კვლავ მოიგო!

როგორ მოგვნატრებია!.. (მოგება კოსოვოში)

საქართველოს ნაკრებმა სტუმრად 2:1 მოუგო კოსოვოს! ეს შესარჩევში პირველი გამარჯვებაა და საჭიროც: ვილი სანიოლის გუნდი ბოლოდან ბოლოსწინა ადგილზე გადავიდა. გამოჩნდა, რომ კოსოვო მთლად ასე ხელაღებით საქართველოზე ძლიერი არაა. მართალია, 7 მატჩში 4 ქულა ის შედეგი არაა, რაც გვსურს, მაგრამ ეს 4 ქულაც არ იყო… სწრაფი გოლი ვნახეთ. კოსოვოელთა მეკარე არიანეტ მურიჩმა ბურთი ხელებში ვერ შეიმაგრა… Continue reading როგორ მოგვნატრებია!.. (მოგება კოსოვოში)