სასწაული: კრიშტიანუ სკამზე

მანჩესტერ იუნაიტედის თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ, პრემიერლიგის პირველი ტურის მატჩს, 7 აგვისტოს ბრაიტონის წინააღმდეგ, სათადარიგოთა სკამზე დაიწყებს. მრავლისმნახველი პორტუგალიელისთვის ეს ალბათ ერთ-ერთი სამარცხვინო ეპიზოდი იქნება კარიერაში. თუმცა მანჩესტერულ კლუბში მისი დარჩენის საკითხი ჯერაც გაურკვეველია. მან ოჯახური პრობლემების მიზეზით ბანგკოკისა და ავსტარლიის წინასასეზონო ტურები გააცდინა და ფორმაში არ არის. მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმა ახალ შემტევ სამეულს… Continue reading სასწაული: კრიშტიანუ სკამზე

სანჩოს საშინელი სტარტი – არც გოლი, არც პასი…

მანჩესტერის ნახევარმცველს, ჯეიდონ სანჩოს ახალ კლუბში საშინელი სტარტი გამოუვიდა. 21 წლის ფეხბურთელმა მონაწილეობა 9 (ძირითადში 5-ჯერ დაიწყო) შეხვედრაში მიიღო, მაგრამ ჯერ ვერც გოლი გაიტანა და ვერც საგოლე პასი შეასრულა. ბორუსიაში, ყველაზე ხანგრძლივი სერია, სადაც უშედეგო იყო – 7 მატჩია. დორტმუნდის რიგებში, ბოლო 8 შეხვედრაში 10 ქულა (5 გოლი და 5 საგოლე პასი) მოაგროვა.  

“მე, სანჩო, რაშფორდი,სტერლინგი – მეშინია ისეთი მაგრები ვართ,” – გრილიში

ინგლისის ნაკრების ნახევარმცველმა, ჯეკ გრილიშმა გარეთ საუთგეიტის მუშაობა და “სამი ლომის” ძალა შეაფასა “საუთგეიტი კარგად მექცევა. ვიცი, რომ მასზე ბევრს წერენ, მაგრამ ჩვენთან ყველაფერი რიგზეა. ის გუნდს ბრწყინვალედ უძღვება. ინგლისს 6 გარემარბი ჰყავს, რომელიც მსოფლიოს უმეტეს კლუბში ითამაშებდა: მე, სანჩო, რაშფორდი, სტერლინგი, ფოდენი და საკა. მეშინია, ისეთი მაგრები ვართ. ეს ამპარტავნება არ არის, უბრალოდ სიმართლეა. საუთგეიტს არ… Continue reading “მე, სანჩო, რაშფორდი,სტერლინგი – მეშინია ისეთი მაგრები ვართ,” – გრილიში

გარეთ – ინგლისი

საუთგეიტი მეთოდურად მიდის წარმატებისკენ. მის ხელში ინგლისელები ნელ-ნელა გადაიქცნენ მრისხანე ძალად. ჯერ იყო 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც ინგლისელებმა ნახევარფინალში ითამაშეს. ახლა კი ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ უფრო მეტის მიღწევა შეუძლიათ.   მათ თამაშს ეფექტურს ვერ დაარქმევ. მაგრამ დახვეწილი და დაბალანსებულია: საჭიროა მეტოქეზე ზეწოლა? ბატონი ბრძანდებით. მაღალი პრესინგი? პრობლემა არ არის. ბურთია დასაჭერი? რატომაც არა…… Continue reading გარეთ – ინგლისი