“სან ანტონიო” პლეიოფისთვის ბრძოლას გამოეთიშა

NBA-ში გრძელდება “პლეი-ინის” მინი ტურნირი. დასავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზე გასულმა “ნიუ ორლეანმა” საკუთარ მოედანზე უმასპინძლა მეათე საფეხურზე მყოფ “სან ანტონიოს” და მეტოქე 113-103 დაამარცხა. შეხვედრის სტარტი “სპურსს” უკეთესი გამოუვიდა – ვასელის ზუსტი სამქულიანების ფონზე სტუმრები 8-2 დაწინაურდნენ. მასპინძლები დროულად გამოფხიზლდნენ – ბრწყინვალედ ათამაშდა სი ჯეი მაკალუმი, რომელმაც “პელიკანსში” ლიდერობა საკუთარ თავზე აიღო და პირველ ტაიმში… Continue reading “სან ანტონიო” პლეიოფისთვის ბრძოლას გამოეთიშა

“ლეიკერსი” კატასტროფას უახლოვდება

NBA-ს რეგულარული სეზონის დაწყების წინ “ლეიკერსი” ჩემპიონობის უმთავრეს კანდიდატად მიიჩნეოდა, თუმცა მოვლენები ისე განვითარდა, რომ დიდი ალბათობით კალიფორნიული გუნდი პლეიოფის ზონის გარეთ დარჩება. “ლეიკერსმა” 7 იანვრის შემდეგ გამართული 38 მატჩიდან 28 წააგო და დასავლეთ კონფერენციაში მე-10 საფეხურამდე დაეშვა. დღეს გამთენიისას “ლეიკერსმა” საკუთარ მოედანზე “დენვერს” უმასპინძლა. კალიფორნიულ გუნდს დიდი დანაკლისი ქონდა – მცირე ტრავმის გამო ვერ… Continue reading “ლეიკერსი” კატასტროფას უახლოვდება

კარლ ენტონი თაუნსის 60 ქულა და გამარჯვება “სან ანტონიოსთან”

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში “სან ანტონიომ” საკუთარ მოედანზე უმასპინძლა “მინესოტას” და უხვქულიან შეხვედრაში 139:149 დამარცხდა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე “თიმბერვულვზის” ცენტრი კარლ ენტონი თაუნსი გახდა, რომელმაც კლუბის ფრენჩაიზ რეკორდი დაამყარა – ჩააგდო რა 60 ქულა. თაუნსმა პარკეტზე 36 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 31 -დან 19 სროლის რეალიზება შეძლო (11-დან 7 სამქულიანი, 16-დან 15… Continue reading კარლ ენტონი თაუნსის 60 ქულა და გამარჯვება “სან ანტონიოსთან”

გრეგ პოპოვიჩმა NBA-ს ისტორიული რეკორდი დაამყარა

დღეს, გამთენიისას “სან ანტონიომ” საკუთარ მოედანზე 104-102 დაამარცხა “იუტა”, გრეგ პოპოვიჩი კი NBA-ს ისტორიაში ყველაზე მეტი მატჩის მომგები მწვრთნელი გახდა. 73 წლის სპეციალისტის ანგარიშზე 1336 გამარჯვებაა ( NBA-ს რეგულარული სეზონი). გრეგ პოპოვიჩმა რეიტინგში გადაასწრო ლეგენდარულ დონ ნელსონს, რომელმაც სამწვრთნელო კარიერა 1335 გამარჯვებით დაასრულა. Handing off the all-time wins crown 👑🤝 Hoops legend and long-time friend… Continue reading გრეგ პოპოვიჩმა NBA-ს ისტორიული რეკორდი დაამყარა

ჯა მორანტის 52 ქულა და გამარჯვება “სპურსთან”

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში “მემფისმა” საკუთარ მოედანზე უმასპინძლა “სან ანტონიოს” და ჯა მორანტის ბრწყინვალე ასპარეზობის ფონზე მეტოქე 118-105 დაამარცხა. “გრიზლისის” გამთამაშებელმა შეხვედრა 52 ქულით დაასრულა და კლუბის ფრენჩაიზ ისტორიაში გახდა პირველი კალათბურთელი, რომელმაც 50 ქულიან ზღვარს გადააბიჯა. “მემფისმა” ჯას ზუსტი სროლების შედეგად პირველი მეოთხედი 42-34 მოიგო, თუმცა “სპურსი” მეტოქის ანგარიშში “შორს” გაშვებას არ აპირებდა.… Continue reading ჯა მორანტის 52 ქულა და გამარჯვება “სპურსთან”

კრის პოლის 19 პასი და “ფინიქსის” მეორმოცე გამარჯვება

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში ლიგის ლიდერმა „ფინიქსმა“ საკუთარ მოედანზე უმასპინძლა „სან ანტონიოს“ და მეტოქე 115-110 დაამარცხდა. „სანზმა“ მეორმოცე გამარჯვება იზეიმა და კიდევ უფრო განიმტკიცა ლიდერობა სატურნირო ცხრილში. დღევანდელ მატჩს ორივე გუნდი დიდი დანაკლისით შეხვდა – მასპინძლებს სხვადასხვა სახის ტრავმების გამო აკლდა დეანდრე ეიტინი, ჯეი კრაუდერი და კამერონ პეინი, ხოლო სტუმრებს დერიკ ვაითი, დეჟანტე მარეი… Continue reading კრის პოლის 19 პასი და “ფინიქსის” მეორმოცე გამარჯვება

„ბრუკლინი“ სათამაშო ფორმას იბრუნებს

უკანასკნელი 12 თამაშიდან „ბრუკლინმა“ 7 წააგო და ყველა ალაპარაკდა ნიუ-იორკული გუნდის კრიზისზე. „ნეთსზე“, რომელიც ჩემპიონობის უმთავრესი კანდიდატია და შემადგენლობაში ყავს ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან კევინ დურანტი, ჯეიმს ჰარდენი და კაირი ირვინგი. დღეს გამთენიისას, სტივ ნეშის გაწვრთნილი გუნდი ტეხასის შტატს ეწვია და 117:102 დაამარცხა „სან ანტონიო“, თან ეს ყველაფერი უდავო ლიდერის – კევინ დურანტის გარეშე გააკეთა(დურანტულას… Continue reading „ბრუკლინი“ სათამაშო ფორმას იბრუნებს

დევინ ბუკერის 48 ქულა და საუკეთესო მოთამაშის ტიტული დასავლეთ კონფერენციაში

NBA-ს მიმდინარე სეზონში საუკეთესო გუნდი ულაპარაკოდ „ფინიქსია“. „სანზმა“ 43 გამართული მატჩიდან 34 მოიგი (9 მარცხი) და დამაჯერებლად ლიდერობს ლიგას. დღეს გამთენიისას მონტი უილიამსის გაწვრთნილი გუნდი სტუმრად დაუპირისპირდა „სან ანტონიოს“ და მეტოქე 121:107 დაამარცხა. დიდ ინტერესს იწვევედა მწვრთნელთა დუელი – მონტი უილიამსი vs გრეგ პოპოვიჩი. წლების განმავლობაში მონტი გრეგის ასისტენტად მუშაობდა და დადგა ის დროც, როდესაც… Continue reading დევინ ბუკერის 48 ქულა და საუკეთესო მოთამაშის ტიტული დასავლეთ კონფერენციაში

ემბიდის და მარეის 30+ რეკორდები

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში ტექსასური დერბი შედგა – „ჰიუსტონმა“ უხვქულიან შეხვედრაში 128:124 დაამარცხა „სან ანტონიო“. მიუხედავად მარცხისა ეს მატჩი ისტორიული გამოდგა „სპურსის“ გამთამაშებელ დეჟანტე მარეისთვის. 27 წლის კალათბურთელმა შეხვედრა 32 ქულით, 10 მოხსნით,11 შედეგიანი გადაცემით დაასრულა და უკანასკნელი 27 წლის განმავლობაში გახდა პირველი მოთამაშე „სან ანტონიოს“ რიგებში, რომელმაც სამმაგი დუბლი 30+ ქულით სეასრულა (2004… Continue reading ემბიდის და მარეის 30+ რეკორდები

დემარ დეროუზანის 38 ქულა და გამარჯვება „ლეიკერსთან“

დემარ დეროუზანი კალიფორნიაში დაიბადა და მთელი ბავშვობა „ლეიკერსს“ გულშემატკივრობდა, საკალათბურთო კარიერის განმავლობაშi არაერთხელ უთქვამს ინტერვიუებში, რომ ყოველთვის ოცნებად ქონდა მშობლიურ ქალაქის გუნდში თამაში, თუმცა დემარს ამის საშუალება ჯერჯერობით არ მისცემია. 2009 წლის დრაფტზე დეროუზანი „ტორონტომ“ აირჩია მე-9 ნომრად და ახალგაზრდა კალათბურთელი კანადური კლუბის ღირსებას 9 სეზონის განმავლობაში იცავდა. ამ დროის განმავლბაში დემარ „რაპტორზის“ ისტორიაში საუკეთესო… Continue reading დემარ დეროუზანის 38 ქულა და გამარჯვება „ლეიკერსთან“