გრიზმანი ატლეტიკოში, ლუკ დე იონგი ბარსაში, საული ჩელსიში…

სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს კლუბებში საინტერესო ცვლილებები მოხდა. 2019 წელს, ბარსამ გრიზმანი ატლეტიკოდან 120 მილიონ ევროდ შეიძინა, ახლა კი 1 წლიანი იჯარით დააბრუნა (10 მილიონ ევროდ), სადაც ათლეტებს გამოსყიდვის უფლება ექნებათ – 40 მილიონ ევროდ.   მადრიდელებს მხოლოდ შევსება არ ჰქონდათ, გუნდი საულ ნიგეზმა დატოვა და 1 წლიანი იჯარით ჩელსიში გადავიდა. მისი გამოსასყიდი თანხა 35… Continue reading გრიზმანი ატლეტიკოში, ლუკ დე იონგი ბარსაში, საული ჩელსიში…

მანჩესტერმა პოგბას პოტენციურ შემცვლელს ლა ლიგაში მიაგნო

მანჩესტერი ამ სატრანსფერო ფანჯრისას ატლეტიკოდან საულ ნიგესის გადაბირებას შეეცდება. The Mirror-ის ცნობით, მანკუნიანელები ესპანელს პოლ პოგბას შემცვლელად მოიაზრებენ, რომელიც დიდი ალბათობით იუნაიტედს დატოვებს. მანჩესტერს საულის გადაბირება 2 წლის წინაც სურდა, თუმცა როგორც ხედავთ აქედან არაფერი გამოვიდა. ნიგესი ატლეტიკოს ერთ-ერთი ლიდერია და სიმეონეს გუნდი მას მარტივად არ დათმობს. წინა სეზონში საულმა 43 მატჩი ჩაატარა და 2… Continue reading მანჩესტერმა პოგბას პოტენციურ შემცვლელს ლა ლიგაში მიაგნო

ატლეტიკოს პრეზიდენტი: ფანები გრიზმანს წასვლას არ პატიობენ…

ატლეტიკოს პრეიზიდენტს, ენრიკე სერესოს გრიზმანის შესაძლო დაბრუნებაზე შეეკითხნენ – ფანები მზად არიან გრიზმანს ბარსაში წასვლა აპატიონ? – ვფიქრობ, რომ არა. – საულში მისი გაცვლა შესაძლებელია? – არ ვიცი. ვფიქრობ, რესპონდენტი არასწორად შეარჩიეთ.  

გავცვალოთ ?

ბარსელონაში, ჩანს, საერთოდ დაკარგეს იმედი, რომ ანტუან გრიზმანს ოდესმე მაინც გაყიდიან. არც თავად უნდათ ფასის დაკლება და გრიზმანის 8 მილიონი ევრო ხელფასიც მძიმე ტვირთად აწვება მსურველს. ამჯერად ბარსელონას ფული არ უხსენებია – უბრალოდ ავდგეთ და ჩვენი ანტუან გრიზმანი თქვენს პაულო დიბალაში გავცვლოთო. ჯერჯერობით იუვენტუსი ჩუმადაა. დიბალა უკვე გამოცდილი ფორვარდია და გოლებზე უკეთ პარტნიორების დახმარება, ანუ… Continue reading გავცვალოთ ?

გრიზმანი ატლეტიკოში ბრუნდება? – გუნდები გაცვლაზე ლაპარაკობენ…

დიარიო სპორტის ინფორმაციით, ბარსელონა და ატლეტიკო გრიზმანისა და საულის გაცვლის თაობაზე მოლაპარაკებებს აგრძელებენ. “ბლაუგრანა” ამ გაცვლისთვის მზად არის, რადგან ფრანგი ფეხბურთელის ხელფასი მძიმე ტვირთად აწევთ, თუმცა ერთი პრობლემაა, კატალონიაში ფიქრობენ, რომ პირდაპირ ფეხბურთელების გაცვლა რელევანტური არ არის და მადრიდელებმა 15 მილიონი უნდა დაამატონ. ატლეტიკოს პასუხი უცნობია…