კილიან მბაპე ანტუან გრიზმანს ესაუბრა საფრანგეთის ნაკრების კაპიტნობის თემაზე. როგორც იცით, დიდიე დეშამმა პსჟ-ის ფორვარდს გადასცა სამკლავური, რომელიც ბოლოს უგო ლორისს ეკუთვნოდა. მოკლედ, მბაპე ახალი კაპიტანია, რაც გრიზმანს არ ესიამოვნა… ამაზე ფრანგული პრესა წერს. კილიანმა გრიზმანს უთხრა, რომ მისი კარგად ესმის და შესაძლოა თავადაც ნაწყენი დარჩენილიყო. ასევე აუხსნა, რომ სამკლავურის გამო გუნდში მონოპოლიას არ შეეცდება.… Continue reading არ დაიდარდო!..
Tag: საფრანგეთის ნაკრები
საფრანგეთის ნაკრების ახალი კაპიტანი ცნობილია
კილიან მბაპე საფრანგეთის ნაკრების ახალი კაპიტანი იქნება. ინფორმაცია L’Equipe-მ გაავრცელა. შეგახსენებთ, რომ მამლების კაპიტანი აქამდე უგო ლორისი იყო, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ სანაკრებო კარიერა დაასრულა. პსჟ-ს ვარსკვლავს თანამემამულეების კაპიტნად სავარაუდოდ უახლოეს მატჩებში ვიხილავთ. საფრანგეთის ეროვნული ნაკრები მოახლოებულ შეხვედრებს ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში ნიდერლანდების და ირლანდიის ნაკრებების წინააღმდეგ ჩაატარებს. კილიან მბაპე საფრანგეთის ნაკრებში 2017 წლიდან თამაშობს.… Continue reading საფრანგეთის ნაკრების ახალი კაპიტანი ცნობილია
ბენზემა-დეშამი… რა მოხდა ყატარში?
დიდიე დეშამმა პირველად ისაუბრა, თუ რატომ დატოვა კარიმ ბენზემამ საფრანგეთის ნაკრები ზედ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების წინ. ბენზემა მუნდიალ-2022-ის განაცხადში გახლდათ, ყატარშიც იყო ჩასული, მერე კი გამოცხადდა, რომ ტრავმა მიიღო. დეშამი: „უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი დავკარგე. მსოფლიოს წინ ეს ძალიან ცუდია. კარიმი გამწარებული იყო, რადგან მისთვის მუნდიალი ბევრს ნიშნავდა. მითხრა, მკვდარივით ვარო. ნაკრების ექიმის დიაგნოზი ზუსტად ემთხვეოდა დიაგნოზს,… Continue reading ბენზემა-დეშამი… რა მოხდა ყატარში?
13! გარდაიცვალა მუნდიალის რეკორდსმენი…
ფრანგი ჟიუსტ ფონტენი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ფონტენი ისტორიაში საუკეთესოა ერთ მსოფლიო ჩემპიონატში გატანილი გოლების რაოდენობით: 1958 წლის მუნდიალზე 13 გოლი გაიტანა… მთლიანობაში, საფრანგეთის ნაკრებში 21 მატჩი ჩაატარა და 30 ბურთი შეაგდო. ფონტენი მაროკოს რდ კასაბლანკაში, რეიმსსა და ნიცაში თამაშობდა. რეიმსი იმ დროს უძლიერესი გუნდი იყო საფრანგეთში და ჩემპიონთა თასის ფინალი ორჯერ წააგო. ჟიუსტ ფონტენს… Continue reading 13! გარდაიცვალა მუნდიალის რეკორდსმენი…
რაც მამას უნდა
ფრანგმა მსოფლიო ჩემპიონმა ლილიან ტიურამმა შვილის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა. ფორვარდი მარკუს ტიურამი ამჟამად გლადბახშია, მაგრამ ზაფხულში კლუბს შეიცვლის. საქმე ისაა, რომ ზაფხულში კონტრაქტი უმთავრდება და არ აგრძელებს. დაიწერა ბარსელონას ვარიანტზეც… „ჩემი შვილებისთვის საუკეთესო მსურს. ბარსაში გადასვლა კი ნებისმიერს ენდომება. ბარსელონა ისევ დიდი გუნდი ხდება, ლა ლიგაში პირველია და ეს მახარებს. ჩავი კარგად მუშაობს“ (RAC1) ასევე… Continue reading რაც მამას უნდა
ოლივიე ჟირუ: გული ძალიან მტკივა
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე, საფრანგეთის ნაკრები ფინალში არგენტინის ეროვნულ გუნდთან დამარცხდა. ამ მატჩზე კომენტარი შეხვედრიდან 1 თვის შემდეგ ოლივიე ჟირუმ გააკეთა. “გული ძალიან მტკივა. ამ თამაშის არცერთი მომენტი არ მინახავს, არც ფოტო ან ვიდეო, საერთოდ არაფერი. მინდა ფინალი რაც შეიძლება სწრაფად დავივიწყო და ეს მარცხი გულიდან ამოვიგლიჯო. ტურნირამდე ძალიან კარგად მივედით, 5 თამაშში 4 გოლი… Continue reading ოლივიე ჟირუ: გული ძალიან მტკივა
გრიზმანი და ლორისი ბენზემას წასვლით კმაყოფილები იყვნენ, რადგან…
მსოფლიო ჩემპიონატის დასაწყისში კარიმ ბენზემამ ტრავმა მიიღო და საფრანგეთის ნაკრები დატოვა. Give Me Sport-ის ინფორმაციით, კარიმის გუნდიდან წასვლით ძალზედ კმაყოფილები იყვნენ უგო ლორისი და ანტუან გრიზმანი. ტრავმიდან რამდენიმე დღის შემდეგ ბენზემას დაბრუნების საკითხი დადგა, რასაც ლორისი და გრიზმანი არ დაეთანხმნენ, რადგან ისინი თავს ლიდერებად ბენზემას წასვლის შემდეგ უფრო გრძნობდნენ. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის… Continue reading გრიზმანი და ლორისი ბენზემას წასვლით კმაყოფილები იყვნენ, რადგან…
“ჩვენ დავბრუნდებით”
კილიან მბაპე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. “ჩვენ დავბრუნდებით” – სწორედ ეს ფრაზა დაწერა ფრანგმა ვარსკვლავმა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე. შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთის ნაკრები არგენტინის ეროვნულ გუნდთან დამარცხდა. მატჩის ძირითადი დრო 2:2 მორჩა, დამატებით ტიამებში გუნდებმა თითო გოლი შეაგდეს, პენალტებში კი არგენტინამ მოიგო. რაც შეეხება მბაპეს, კილიანმა ფინალში ჰეთ-თრიკი შეასრულა და 8… Continue reading “ჩვენ დავბრუნდებით”
უგო ლორისი: ოქროს შანსი გვაქვს, რომ საფრანგეთის ისტორია დავწეროთ
მსოფლიო ჩემპიოანტის 1/2 ფინალში საფრანგეთის ნაკრებმა მაროკო 2:0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ კომენტარი ფრანგთა კაპიტანმა უგო ლორისმა გააკეთა. “დაღლილები და ამავდროულად საკუთარი თავით კმაყოფილები ვართ. ოქროს შანსი გვაქვს, რომ საფრანგეთის ისტორია დავწეროთ. 4 წელიწადში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მეორედ გავედით, რაც შესანიშნავი შედეგია. ხვალიდან ეს მატჩი უნდა დავივიწყოთ, ძალები აღვიდგინოთ და ფინალისთვის მოვემზადოთ. არგენტინის ნაკრებმა უკვე დაამტკიცა,… Continue reading უგო ლორისი: ოქროს შანსი გვაქვს, რომ საფრანგეთის ისტორია დავწეროთ
ზედიზედ მეორედ – საფრანგეთი ფინალში გავიდა
საფრანგეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა. დიდიე დეშამის გუნდმა ამ მუნდიალის ერთ-ერთი აღმოჩენა, მაროკოს ნაკრები 1/2 ფინალში 2:0 დაამარცხა. მეორე 1/2 ფინალში შესანიშნავი მატჩი ვიხილეთ. ორმხრივი შეტევები, სეივები, ტექნიკური თამაში… მაროკო მეორე ტაიმში უკეთესი იყო და გატანის არაერთი შანსი ჰქონდა, თუმცა საფრანგეთმა კლასის ხარჯზე აჯობა და მოიგო კიდეც. მოქმედი მსოფლიო ჩემპიონები ფინალში არგენტინის… Continue reading ზედიზედ მეორედ – საფრანგეთი ფინალში გავიდა