წაიკითხეთ გრეგუარ აქსელროდის საფეხბურთო ისტორია, რომელიც მთლიანად ტყუილზე იყო აგებული. ამჟამად აქსელროდი 41 წლისაა… თავის დროზე, 20 წლის რომ იყო, მაკდონალდსში მზარეულად მუშაობდა და არსენ ვენგერს შესთავაზა, არსენალში ამიყვანეთო. აქსელროდი პსჟ-ის სამოყვარულო გუნდში თამაშობდა. „ბავშვი ვიყავი, როცა მამამ მითხრა, ძალიან ცუდად თამაშობ და სჯობს სხვა საქმეს შეუდგეო. შოკში ჩავვარდი და ვუთხარი: „კარგი, ვნახოთ…“. იმ ღამეს… Continue reading მაკდონალდსიდან არსენალში?.. (ფრანგის საფეხბურთო ტყუილები და სიგიჟეები)
Tag: საფრანგეთი
კეთილი დემბელე
უსმან დემბელემ საფრანგეთის მე-4 ლიგის კლუბ ევრეს 100 000 ევრო ჩაურიცხა. ევრე დემბელეს ბავშვობის კლუბია, ახლა ფინანსური პრობლემები ჰქონდა და ფრანგი გარემარბიც დაეხმარა. „კლუბის პრეზიდენტმა სამუელ ბრაგანტინომ და ქალაქ ევრეს მერმა გი ლეფრანმა მადლობა გადაუხადეს დემბელეს, რომელმაც ასეთ რთულ დროს ბრწყინვალე ნაბიჯი გადადგა. უსმანი ქალაქის სიამაყეა. პირველი შემთხვევა არაა, როცა ევრეს ეხმარება, მან 700 ადამიანს… Continue reading კეთილი დემბელე
რა მოხდა იმ მომენტში…
ფრანგმა ფორვარდმა რანდალ კოლო მუანიმ ის ეპიზოდი გაიხსენა. ის! უკვე მიხვდებით, რომელიც… მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი, მსაჯის მიერ დამატებული წუთები, პირისპირ გასვლა, თითქოს კარგი დარტყმაც და არგენტინელი მეკარის ემი მარტინესის მოგერიება. „დღემდე ვნახულობ ამ მომენტს და უკვე ზეპირად ვიცი. იმ წამის მეასედებში გავიფიქრე: „რანდალ, კარში ზუსტად დაარტყი!“. ახლო კუთხეში გადავწყვიტე, მაგრამ მეკარემ შესანიშნავად ითამაშა. ასეთია ბედი,… Continue reading რა მოხდა იმ მომენტში…
დეშამს არავინ ელაპარაკება
1998 წლის მსოფლიო ჩემპიონმა ემანუელ პეტიმ საფრანგეთის ნაკრების აჟამინდელ მთავარ მწვრთნელ დიდიე დეშამზე და ყოფილ თანაგუნდელებთან მის ურთიერთობაზე ისაუბრა. „ვისთან აქვს დეშამს კარგი ურთიერთობა? არ ვიცი. 1998 წლის საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელები მასთან დიდი ხანია აღარ ურთიერთობენ და ეს ვითარება ორმხრივია. დავიღალეთ ჩუმად ყოფნით, სიმართლის უთქმელობით. მაშ, ვის ელაპარაკება დეშამი? არავის. ეს ფაქტია ”. 7 იანვარს… Continue reading დეშამს არავინ ელაპარაკება
ევროპის საუკეთესო თერთმეტეული
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ, ევროპელი ფეხბურთელების 2022 წლის სიმბოლური თერთმეტეული შეადგინა, რომელშიც, გასაკვირია, რომ ვერც ერთი ესპანელი, იტალიელი, ინგლისელი თუ გერმანელი მოთამაშე ვერ მოხვდა… მეკარე: კურტუა (რეალი; ბელგია) დაცვა: ტეო ერნანდესი (მილანი; საფრანგეთი); ვირჯილ ვან დეიკი (ლივერპული; ნიდერლანდები); იოშკო გვარდიოლი (ლაიფციგი; ხორვატია), დენზელ დუმფრისი (ინტერი; ნიდერლანდები) ნახევარდაცვა: ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო; საფრანგეთი); კევინ დე… Continue reading ევროპის საუკეთესო თერთმეტეული
დაიფიცა, იტირა… (და პლატინი?)
დიდი ამბებია საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციაში. პრეზიდენტი ნოელ ლე გრე რომ მოხსნეს, იცით… 81 წლის ლე გრემ აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე იტირა და დაიფიცა, რომ ცუდი არაფერი გაუკეთებია. ლე გრე ზინედინ ზიდანზე დამცინავად საუბრის გამო გაათავისუფლეს. თქვა, ზიდანს ნაკრების მწვრთნელად არ განვიხილავ და რომც დამირეკოს, არ ვუპასუხებო. ლე გრეს ნაცვლად ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობას აქამდელი ვიცე-პრეზიდენტი ფილიპ დიალო… Continue reading დაიფიცა, იტირა… (და პლატინი?)
დამირეკოს, არ ვუპასუხებ
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ნოელ ლე გრე ჟურნალისტებს ზინედინ ზიდანის შესახებ ესაუბრა. მოგეხსენებათ, ზიზუ კარგა ხანს ითვლებოდა სამფეროვანთა მთავარმწვრთნელობის კანდიდატად, მაგრამ შემდეგ რაღაც ვერ აეწყო. მოქმედმა დამრიგებელმა, დიდიე დეშამმა კი 7 იანვარს ფედერაციასთან ხელშეკრულება 2026 წლამდე გააფორმა. „ზიდანმა შეიძლება ბრაზილიის ნაკრები ჩაიბაროს? ჩემთვის სულ ერთია. რომც დაერეკა, ყურმილს არ ავიღებდი“, – ამბობს ლე გრე. სხვა… Continue reading დამირეკოს, არ ვუპასუხებ
ლე გრე: “ზიდანს ბოდიშს ვუხდი”
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ნოელ ლე გრემ ზინედინ ზიდანს ბოდიში მოუხადა. მოგეხსენებათ, ლე გრემ ფრანგული ფეხბურთის ლეგენდის მისამართით თქვა, რომ მისი მომავალი არ ადარდებს და თუ დაურეკავს, არც უპასუხებს… ამ განცხადებას, მბაპემ, ტვიტერის საშუალებით, უპასუხა, სადაც ლე გრეს ზიდანის პატივისცემისკენ მოუწოდა, საფრანგეთის სპორტის მინისტრმა კი – ბოდიშისკენ. “ამ განცხადების გამო, ბოდიში მინდა მოვიხადო. ეს სიტყვები… Continue reading ლე გრე: “ზიდანს ბოდიშს ვუხდი”
ზიდანი ბრაზილიაში?..
ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელის პოსტი თავისუფალია და ბევრი კანდიდატი დასახელდა: კარლო ანჩელოტი, ლუის ენრიკე, რაფა ბენიტესი და ბრაზილიელებიც რენატო გაუჩოდან დაწყებული… სიახლე კი ზინედინ ზიდანის კანდიდატურაა (ფრანგული ეკიპი წერს). ზიდანი და ბრაზილია სასწაული თემაა: ფრანგს ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩები სწორედ მათთან აქვს ჩატარებული. 1998 წლის მუნდიალის ფინალი და 2006-ის მეოთხედფინალი. ეკიპი: „ბრაზილიელებს ზიდანი მოსწონთ და მხარდამჭერთა… Continue reading ზიდანი ბრაზილიაში?..
რაო?.. პავარს ნაკრებიდან საიდუმლო ამბები გაჰქონდა?
ფრანგულ პრესაში უცნაური ამბავი დაიწერა: ბენჟამინ პავარს საფრანგეთის ნაკრებიდან საიდუმლო ინფორმაციები გაჰქონდაო… ეს ფრანგმა ჟურნალისტმა რომენ მოლინამ დაწერა. რაც ნამდვილია, პავარსა და დიდიე დეშამს შორის კონფლიქტი მოხდა არგენტინასთან ფინალის დროს. სათადარიგოთა სკამთან პავარი ხშირად გამოხატავდა უკმაყოფილებას თანაგუნდელების მოქმედებით, რამაც დეშამი გააბრაზა. ისე, პავარი ნაკრებში სწორედ დეშამმა დააწინაურა, თანაც მოულოდნელად, 2018 წლის მუნდიალის წინ ის ძირითადის… Continue reading რაო?.. პავარს ნაკრებიდან საიდუმლო ამბები გაჰქონდა?